”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალგაზრდებმა, ახალციხის ახალი ტურისტული მარშრუტები შექმნეს

ახალციხელმა ახალგაზრდებმა, ქალაქის ახალი, შვიდი ტურისტული მარშრუტი შექმნეს. გზამკვლევის პრეზენტაცია 31 მაისს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა. 25 ახალგაზრდა ხუთ ჯგუფად დაიყო და ორსაათიანი მარშრუტები შეადგინეს, სადაც ის ობიექტებია მოხვედრილი, რომელთა … Continue reading

1 ივნისს ახალციხის ციხეზე ბავშვთა დაცვის დღე აღინიშნება

1 ივნისს ახალციხეში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ღონისძიებები გაიმართება. ახალციხის მერიის ინფორმაციით, 12:00 საათზე, #1 საბავშვო ბაღის აღსაზრდელები საბავშვო ბიბლიოთეკას გაეცნობიან. მოეწყობა ფილმის ჩვენება. პატარები წიგნებით დასაჩუქრდებიან. ღონისძიება ცენტრალურ … Continue reading

ადიგენის საკრებულომ, ორი ინსტანციის გადაწყვეტილება, უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა

ადიგენის საკრებულომ ორი ინსტანციის გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. საქმე ეხება წარმომადგენლობითი ორგანოს ყოფილ თავმჯდომარეს ლევან ლობჯანიძეს, რომელმაც თანამდებობიდან გადაყენება უკანონოდ მიიჩნია და უფლებების დასაცავად სარჩელი ახალციხის რაიონულ სასამართლოში შეიტანა. მიღებული გადაწყვეტილება კი … Continue reading

სამცხე–ჯავახეთში 658 931 ლარის პრემია და დანამატი გაიცა

      2016 წლის ოთხი თვის განმავლობაში, სამცხე–ჯავახეთის შვიდ მუნიციპალიტეტსა და გუბერნიაში, 658 931 ლარის პრემია და დანამატი გაიცა. პრემია ყველა თვითმმართველ ერთეულშია გაცემული, სახელფასო დანამატის მუხლი კი მხოლოდ … Continue reading

ახალციხელი კარატისტები საქართველოს ჩემპიონები გახდნენ

შიტოკაი შიტორიუ კარატე დოს ახალციხელმა სპორტსმენებმა საქართველოს რიგით მეოთხე ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს. კარატისტებმა, ანზორ დარბაიძემ და ოთარ გიგოლაშვილმა, ქვეყნის მასშტაბით, პირველობა მოიპოვეს და საქართველოს ჩემპიონები გახდნენ. გარდა ამისა, ტურნირზე ვერცხლის … Continue reading

ახალციხის მუნიციპალიტეტმა ცენტრალურ ბიუჯეტს 134 432 ლარი უკან დაუბუნა

ახალციხის მუნიციპალიტეტმა ცენტრალურ ბიუჯეტს 134 432 ლარი უკან დაუბუნა. როგორც თვითმმართველობაში განმარტავენ, აღნიშნული თანხა ინფრასტრუქტურული პროექტების ტენდერებიდან დაიზოგა და ისევ სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნდა.

ახალციხის მუნიციპალიტეტს 3 000 წიგნი გადაეცა

“წიგნი ყველა სოფელს” – საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, ახალციხის თემს 3 000 წიგნი გადაეცა. სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურა იმ სოფლებში გადანაწილდება, სადაც ბიბლიოთეკები ფუნქციონირებს.

ასპინძის მუნიციპალიტეტში, სააღდგომო პრემია არ გაცემულა

        ასპინძის მუნიციპალიტეტი, სამცხე–ჯავახეთში ერთადერთია, სადაც თვითმმართველობის თანამშრომლებს, სააღდგომო პრემია არ აუღიათ. 2016 წლის განმავლობაში, პრემიის სახით, სულ 5 386 ლარი გაიცა. იანვარსა და თებერვლის თვეში, 506 … Continue reading

სტიქია ადიგენში – დატბორილია სახლები, დახოცილია შინაური პირუტყვი და ფრინველი

ადიგენის მუნიციპალიტეტში ძლიერმა სეტყვამ და წვიმამ ექვსი სოფელი დააზიანა. ვარხანში, უნწაში, ბენარაში, ფხეროში, არალსა და უდეში სტიქიამ სასოფლო–სამეურნეო სავარგულები გაანადგურა.  მათგან ორ სოფელში ვარხანსა და უნწაში ყველაზე მძიმე მდგომარეობაა, რადგან … Continue reading

,,ქართულ–ებრაული მეგობრობის 26 საუკუნე“ – ახალციხეში სინაგოგის 275 წლის იუბილე აღინიშნა

29 მაისს, ახალციხეში, უძველესი სინაგოგის აშენებიდან  275 წელი და მისი განახლებიდან 153 წლის იუბილე აღნიშნეს. ღონისძიებას, სახელწოდებით ,,ქართულ–ებრაული მეგობრობის 26 საუკუნე“ მინისტრთა კაბინეტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საქართველოს სხვა ქალაქებიდან … Continue reading

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმზე სამცხე–ჯავახეთის სამი წარმომადგენელი დააჯილდოვეს

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმზე სამცხე–ჯავახეთიდან სამი წარმომადგენელი დააჯილდოვეს. ფორუმის წლიური კონფერენცია-გამოფენა 28 მაისს, თბილისში გაიმართა. კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, სამოქალაქო განათლების პროგრამის დირექტორი მარინა უშვერიძე და … Continue reading

ადიგენში სტიქიამ ექვსი სოფელი დააზიანა

ადიგენის მუნიციპალიტეტში ძლიერმა სეტყვამ და წვიმამ ექვსი სოფელი დააზიანა. მათგან ორ სოფელში ვარხანსა და უნწაში განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა. სტიქია ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა.  ვარხანში დაიტბორა 20–მდე საცხოვრებელი სახლი. დახოცილია შინაური … Continue reading

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე