,,დიალოგი” – წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო
წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. რეგულაციები, რაც ამ პერიოდს თან ახლავს, 8 ივნისიდან ამოქმედდა. პოლიტიკური პარტიები აქტიური წინასაარჩევნო კამპანიის დასაწყებად ემზადებიან. 16 ივნისი, 2016 წელი
ადიგენში ცხრა კილომეტრამდე სიგრძის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ადიგენის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს. სოფლების ენთელი- ფხერო-შოყა – ოქროს ციხისა და ზანავი- ჭულეს მონასტრის მიმართულებით გზების რეაბილიტაციის პროექტების ფარგლებში ასფალტ-ბეტონის საფარი იგება, ეწყობა სანიაღვრე ქსელი, მეწყერსაშიში ზონები … Continue reading
სამოქალაქო განათლების პროგრამამ, ახალქალაქში, შემაჯამებელი ღონისძიება გამართა
სამოქალაქო განათლების პროგრამამ „მომავლის თაობა“ ახალქალაქში წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა. შეხვედრა ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორმა მაკა სუდაძემ გახსნა, რომელმაც სამცხე-ჯავახეთის პარტნიორ საჯარო სკოლებში, ბოლო პერიოდში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა. ღონისძიებაზე სამცხე-ჯავახეთის პარტნიორმა სკოლებმა წლის საუკეთესო … Continue reading
ახალციხეში სურსათის უვნებლობის კუთხით, სახელმწიფო უწყებების ერთწლიანი მუშაობა შეაფასეს
ახალციხეში სურსათის უვნებლობის მიმართულებით, სახელმწიფო უწყებების მიერ 2015 წელს გაწეული საქმიანობები შეაფასეს. ევროპის ფონდმა ანგარიშის პრეზენტაცია დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართა. მას სამოქალაქო საზოგადოების, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ბორჯომში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ სადგერში, სტიქიისგან მიყენებული ზარალის დათვლა დაიწყო. სოფლის დეპუტატი და რწმუნებული თითოეულ ოჯახში აღწერენ, როგორც განადგურებულ სახნავ-სათეს მიწებს, ასევე დაზიანებულ სახურავებს. სტიქიის შედეგის სრულად დათვლის შემდეგ გამგეობა მოსახლეობისათვის ზარალის ანაზღაურებას … Continue reading
თავდაცვის სამინისტრომ ახალციხეში ნატოსთან ინტეგრაციისა და უსაფრთხოების საკითხები განიხილა
თავდაცვის სამინისტრომ სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართა. ნატოსთან ინტეგრაციისა და უსაფრთხოების საკითხები ცენტრალური უწყების წარმომადგენლებმა ახალციხის ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრის ბაზაზე განიხილეს. განსაკუთრებული აქცენტი სახელმწიფოებრივი უსაფრთხოებისა და ეკონომიკის განმტკიცებაში … Continue reading
რვასართულიანი კორპუსის მაცხოვრებლებმა, ახალციხის მერიას დასახმარებლად მიმართეს
რვასართულიანი კორპუსის მაცხოვრებელებმა დასახმარებლად ახალციხის მერიას მიმართეს. ზარალის აღწერისა და შემდეგი რეაგირების მოთხოვნით, განცხადება ადგილობრივებმა 10 ივნისს დაწერეს. სტიქიის შედეგად დაზიანებული კორპურის მობინადრეები ამბობენ, რომ 23 მაისის შემდეგ მათთან არავინ … Continue reading
წყალში დაგებული ასფალტი ბორჯომში, უკანვე აიღეს
ბორჯომში ერეკლეს ქუჩაზე ძლიერი წვიმის დროს დაგებული ასფალტი კომპანიამ უკანვე აიღო. 15 ივნისს, „ჰედეფ ჯორჯიას“ წარმომადგენლებმა მუშაობა არც ძლიერი წვიმის შემდეგ შეწყვიტეს და ასფალტის დაგება წყლით სავსე გზაზე გააგრძელეს. შედეგად, ადგილობრივების … Continue reading
ახალციხეში ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაში შედის
ვიზიტორებისთვის, ახალციხეში, ერთ–ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილი რაბათის დასახლებში მდებარე ციხეა. ტურისტები 7 ჰექტარ ტერიტორიაზე გათავსებულ კომპლექსს, საზღვარგარეთის ქვეყნებიდან და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან სტუმრობენ. ამბობენ რომ ყველაზე მეტად ციხის სიძველისა და … Continue reading
მდინარეში დაკარგული ზიკილიელი მამაკაცი, ერთთვიანი ძებნის შემდეგ იპოვეს
მდინარეში დაკარგული მამაკაცი, მაშველებმა ერთთვიანი ძებნის შემდეგ, 15 ივნისს, დვირი–ჭობისხევის მონაკვეთზე, კარიერთან ახლოს იპოვეს. 58 წლის ზიკილიელი მამაკაცი, მტკვარში 15 მაისს გადავარდა. მას შემდეგ, დაკარგულს სამაშველო სამსახური და თანასოფლელები, ყოველ … Continue reading
ბორჯომში ასფალტს წყლით სავსე გზაზე აგებენ
ბორჯომში, რესტორან “ფესვების” მიმდებარე ტერიტორიაზე, ასფალტს წყლით სავსე გზაზე აგებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით Facebook–მომხმარებელმა 15 ივნისს, ვიდეო–პოსტი გაავრცელა. გიორგი სოლომონიძის თქმით, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები პარკის შესასვლელთან, ერეკლე მეორის ქუჩაზე, მიმდინარეობს. მუშებმა დაკისრებული მოვალეობის … Continue reading
ბორჯომი ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ აზარალა
ბორჯომში ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ მოსახლეობის ნაწილი დააზარალა. დაიტბორა ქალაქის ქუჩები. სტიქია 15 ივნისს, საღამოს საათებში დაფიქსირდა. ბორჯომის ცენტრში, რუსთაველის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით პარალიზებული იყო. წყალმა მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ეზოები და სარდაფები … Continue reading



You must be logged in to post a comment.