ახალციხის სამუსიკო სკოლამ ვაჟა აზარაშვილს უმასპინძლა
ახალციხის სამუსიკო სკოლაში კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილის საიუბილეო საღამო გაიმართა. 80 წლის იუბილე სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა მიულოცეს.
წყალმომარაგების კომპანია, ახალციხის მოსახლეობის ნაწილს, წყლის დაბინძურების შესახებ აფრთხილებს
“საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია” ახალციხის მოსახლეობას სასმელი წყლის დაბინძურების თაობაზე აფრთხილებს.
ახალციხის გამგებლის წარმომადგენლებს ფუნქციები გაეზარდათ
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს, 30 ივნისს, რიგით მე–9 სხდომა გამართა. დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ხუთი საკითხი განიხილეს.
ახალციხელობა 2016
ახალციხეში სახალხო–საეკლესიო დღესასწაული აღინიშნა. დიდმოწამე შალვა ახალციხელის ხსენების დღე იზეიმეს მართლმადიდებლურ ტაძრებში, სადაც სადღესასწაულო ლიტურგია შესრულდა.
“ფერმერის საათი” – აგროდაზღვევის პროგრამა და მოსახლეობის ჩართულობა
აგროდაზღვევის პროგრამა და მოსახლეობის ჩართულობა – ძლიერმა სეტყვამ და წვიმამ ადიგენის მუნიციპალიტეტი არაერთხელ აზარალა. დაზიანდა, როგორც სასოფლო–სამეურნეო სავარგულები, ასევე საცხოვრებელი სახლები. განსაკუთრებით დაზარალდა სოფელი ვარხანი. რა ხდება სტიქიის შემდეგ სოფელში, … Continue reading
1 ივლისიდან პენსია იზრდება
პირველი ივლისიდან საპენსიო ცვლილებები ძალაში შედის. ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ პენსიების ზრდის პროცესი რამდენიმე მიმართულებას მოიცავს.
ახალციხის თემის სიმბოლოების კონკურსი მეორედ ჩაიშალა
ახალციხის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების – გერბისა და დროშის შესარჩევად გამოცხადებული კონკურსი მეორედ ჩაიშალა. საკრებულოს აპარატში შესული ხუთივე განმცხადებლის ნამუშევარი კომისიის წევრებმა ერთხმად დაიწუნეს. ორი ესკიზის ერთმა ავტორმა წარდგენილი ნამუშევრების არსი ვერ … Continue reading
ასპინძის სარაგბო ბაზაზე, რუმინეთისა და დასავლეთ საქართველოს გუნდებს შორის შეხვედრა შედგა
ასპინძის მუნიციპალიტეტის რაგბის ბაზაზე 18 წლამდე ასაკის რუმინეთისა და დასავლეთ საქართველოს მორაგბეთა შორის შეხვედრა გაიმართა. რუმინელ მორაგბეებს ქართველებმა ღირსეული წინააღდეგობა გაუწიეს. ასპინძის თვითმმართველობის ინფორმაციით, თამაში დიდი უპირატესობით, დასავლეთ საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. … Continue reading
29 ივნისის “ფერმერის საათის” ანონსი
აგროდაზღვევის პროგრამა და მოსახლეობის ჩართულობა – ეს არის “ფერმერის საათის” მომდევნო გადაცემის თემა. რატომ უნდა დააზღვიოს სოფლის მაცხოვრებელმა მოსავალი და რაში ხედავენ სირთულეებს ადგილობრივები – ნახეთ დღეს, 29 ივნისს, 20:30 … Continue reading
ჭაჭარაქში სარწყავი წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვენ
სოფელ ჭაჭარაქის მცხოვრებლები სარწყავი წყლის პრობლემაზე ჩივიან. ადგილობრივების თქმით, სასოფლო–სამეურნეო კულტურები, მაღალი ტემპერატურის გამო, დღითიდღე ზინდება, წყლის დროულად მიწოდება კი ვერ ხდება. ჭაჭარაქელები ირწმუნებიან, რომ სარწყავი არხების მოწესრიგება ერთი თვის … Continue reading
ახალციხის გამგეობაში, ტესტირება წარმატებით, 41–მა კონკურსანტმა გაიარა
საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპი წარმატებით 41–მა კონკურსანტმა გაიარა. ახალციხის გამგეობაში ტესტირებაზე 118 განმცხადებელი მიიწვეს, თუმცა მასში მონაწილეობა 61–მა მათგანმა მიიღო. კონკრსის მეორე ეტაპი 18 და 19 ივნისს ჩატარდა. … Continue reading
“სტარტაპ საქართველოს” პრეზენტაცია ახალციხესა და ახალქალაქში გაიმართა
ახალციხესა და ახალქალაქში, ინოვაციური ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის, სტარტაპ საქართველოს პრეზენტაცია გაიმართა. ,,დამწყები საწარმოების ხელშეწყობის პროგრამის“ დეტალებზე, მასში მონაწილეობის წესებისა და პირობების შესახებ ინფორმაცია ადგილობრივ მოსახლეობას და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს მიაწოდეს. პირველ … Continue reading



You must be logged in to post a comment.