”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სოფელ ივლიტის ტაძარში ივლიტასა და კვირიკეს ხსენების დღეს აღნიშნეს

28 ივლისს მართლმადიდებლური სამყარო წმინდა ივლიტასა და კვირიკეს ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაული განსაკუთრებულად იზეიმეს ახალციხეში,  სოფელ ივლიტაში.

,,შვილიშვილმა მცემა და სახლიდან გამაგდო“ – საოჯახო დავა ღრელში

81 წლის ბესარიონ ტაბატაძე საცხოვრებელი სახლის დასაბრუნებლად იბრძვის. ხანშიშესული მამაკაცი ამბობს, რომ ღრელში, მისი სახლ–კარი, შვილიშვილმა მოტყუებით სამი წლის წინ გადაიფორმა და პაპა სახლიდან გააგდო. 

“მრავალფეროვანი საქართველო”–ს კულტურული ღონისძიება ნინოწმინდაში

ნინოწმინდის კულტურის ცენტრში თანამედროვე მწერლებთან შეხვედრა გაიმართა. გივი შაჰნაზარმა, ავთანდილ ბერიძემ და ანაჰიტ ბოსტანჯიანმა ადგილობრივ მოსახლეობას საკუთარი შემოქმედება გააცნეს.

ოჯახში ძალადობა (R)

ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ფორმა ოჯახში ძალადობაა. ის მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში არსებობს და საზოგადოების ყველა ფენას მოიცავს.

ახალციხეში “ივლიტობის” დღესასწაულისთვის ემზადებიან

28 ივლისს მართლმადიდებლები წმინდა ივლიტასა და კვირიკეს ხსენების დღეს აღნიშნავენ. დღესასწაულისთვის მზადება უკვე დაიწყეს ახალციხეში, სოფელ ივლიტის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში.

მუგარეთსა და ფერსაში, ფერმერებს პირუტყვი ეხოცებათ

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში, მუგარეთსა და ფერსაში, ფერმერებს პირუტყვი ეხოცებათ. საქონელს დაავადება პირაპლაზმოზი – ე.წ. ტკიპურა დაუდგინდა.

ახალციხეში საარჩევნო მედიაცენტრი გაიხსნა

ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, საარჩევნო მედიაცენტრი გაიხსნა, რომელიც მოქალაქეებს, ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს,სადამკვირვებლო მისიებს,  მაჟორიტარობის კანდიდატებსა და პოლიტიკურ პარტიებს, დისკუსიებისთვის და შეხვედრებისთვის, ნეიტრალურ სივრცეს სთვაზობს.

მაღალმთიან დასახლებებში მიკრო გრანტების გაცემა იწყება

მეწარმეობის განვითარების საააგენტო, მაღამთიანი სტატუსის მქონე მოსახლეობისთვის, მიკრო გრანტების გაცემას იწყებს. მისი მიზანი მაღალმთიანი დასახლებებიდან მიგრაციის შეჩერებაა.

ახალციხეში თამარ მეფისა და შოთა რუსთაველის ძეგლები გარეცხეს

ახალციხეში, თამარ მეფისა და შოთა რუსთაველის ძეგლები გაირეცხა.

სამცხე–ჯავახეთში 180 პროექტი, ,,მიკრო და მცირე მეწარმეობის განვითარების“ ფარგლებში დაფინანსდა

პროექტის ,,მიკრო და მცირე მეწარმეობის განვითარების“ ფარგლებში, სამცხე–ჯავახეთის შვიდივე მუნიციპალიტეტიდან, სახელმწიფოსგან თანადაფინანსებისთვის  240 პირი შეირჩა.

ახალციხის თემში, საჯარო მოხელეთა კონკურსის მონაწილეებთან, გასაუბრება დაიწყო

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის  მესამე ეტაპი – გასაუბრება დაიწყო. ბოლო ეტაპში მონაწილეობას 44 კონკურსანტი მიიღებს. ის, ვინც ტესტირისას, ბარიერი გადალახა.

ვანო მერაბიშვილის პატიმრობა, ახალციხეში აქციით გააპროტესტეს

,,ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ,“ ვანო მერაბიშვილის პატიმრობა, აქციით გააპროტესტა. პარტიის წევრები და მხარდამჭერები, ახალციხის ცენტრში, ადმინისტრაციულ შენობასთან, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტიდან შეიკრიბნენ და ხელისუფლებას, ყოფილი პრემიერ–მინისტრის გათავისუფლებისკენ მოუწოდეს.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე