ტარიელ ლონდარიძე: “გადავწყვიტე დავტოვო მიხეილ სააკაშვილი”
გადავწყვიტე დავტოვო მიხეილ სააკაშვილი – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ტარიელ ლონდარიძემ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა.
ახალციხის ტბის ა(ა)იპ–დან 7 თანამშრომელი გათავისუფლდა
ახალციხის მერიას დაქვემდებარებულ ა(ა)იპ–ი “ახალციხის ტბა”–ზე თანამშრომელთა რაოდენობა შემცირდა. ქალაქის მერმა შვიდი პიროვნება გაათავისუფლა.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ახალციხეში შეხვედრა გამართა
სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ახალციხეში რეგიონის საინფორმაციო–საკონსულტაციო სამსახურების წარმომადგენლებს შეხვდა. რევაზ ასათიან დღესვე გაეროს განვითარების პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის პრეზენტაციას დაესწრო, რომლის პარტნიორიც სოფლის მეურნეობის სამინისტროა.
ნაგავმზიდი მანქანისა და ბუნკერების შესაძენად, ახალციხის გამგეობა 483 021 ლარის სესხს იღებს
ნაგავმზიდი მანქანისა და ბუნკერების შესაძენად, ახალციხის გამგეობა 483 021 ლარის სესხს იღებს. შესაბამისი ხელშეკრულება მუნიციპალიტეტმა საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციის განვითარების ბანკთან გააფორმა.
ახალციხის მუნიციპალიტეტმა სოციალური და ჯანდაცვის კუთხით, ბენეფიციართა დაფინასება გაზარდა
ახალციხის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესში ცვლილება შევიდა. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სარეიტინგო ქულათა ბარიერი 120 000 დან 150 000–მდე გაიზარდა. გარდა ამისა,ბენეფიციარებს, გამგეობა ჯანდაცვის კუთხით, წლის განმავლობაში … Continue reading
9–15 იანვარს მოსალოდნელი ამინდი საქართველოში
9 იანვარს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა +9, +14 გრადუსი იქნება.
ჩინეთის ჩემპიონატზე ახალციხელი სპორტსმენი საუკეთესო მებრძოლად დასახელდა
ჩინეთის ქალაქ ჟენგჟოუში გამართულ ჩემპიონატზე, ახალციხელი სპორტსმენი საუკეთესო მებრძოლად დასახელდა. ტურნირი MMA ბრძოლა წესების გარეშე ჩატარდა.
ახალციხელი ალიკა კურტანიძე ოლიმპიადა “ევერესტი”–ს გამარჯვებულია
ახალციხელი ალიკა კურტანიძე მათემატიკური ოლიმპიადის “ევერესტი”–ს გამარჯვებულია. მეხუთე საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მომსწავლემ, საქართველოს მასშტაბით, მეორე ადგილი დაიკავა.
4 უცხოელი საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავეს
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, მეორე სამმართველოს (ახალციხე) N6 სასაზღვრო სექტორის (კარწახი) დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ნიგერიის ფედერალური რესპუბლიკის 3 და განას რესპუბლიკის 1 მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად … Continue reading
ახალციხეში საშობაო ალილო მეთერთმეტედ მოეწყო
ახალციხეში ტრადიციული საშობაო ალილო გაიმართა. შობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, მსვლელობა თამარაშვილის ქუჩიდან დაიწყო.
ბესიკ ბექაურმა “ნაციონალური მოძრაობის” ასპინძის ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
ბესიკ ბექაურმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ასპინძის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ, ბექაური განცხადებს სოციალურ ქსელში ავრცელებს.
საქართველოს პატრიარქის საშობაო ეპისტოლე
საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორის საშობაო ეპისტოლეს “მეცხრე არხი” უცვლელად გთავაზობთ:



You must be logged in to post a comment.