,,ეროვნული ფორუმი“ ახალციხის მერობის კანდიდატად, ჯუმბერ ინასარიძეს ასახელებს
,,ეროვნულმა ფორუმმა“ ახალციხის მერის შუალედური არჩევნებისთვის, კანდიდატი შეარჩია. ქალაქის პირველი პირის სტატუსისთვის, ჯუმბერ ინასარიძე იბრძოლებს.
,,პატრიოტთა ალიანსი“ ახალციხე–ადიგენში მაჟორიტარ კანდიდატს ცვლის – რა ხდება პარტიაში
,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, პარტიაში არსებულ ვითარებაზე, ადგილობრივი მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
საცხოვრებელ სახლში შეკედლებული სამი სოფლის მოსწავლეები ადიგენში
ადიგენის სოფლების – ზედუბნის, ღორთუბნისა და აფიეთის მოსახლეობა განათლების ხელმისაწვდომობას ითხოვს. მათი სკოლის შენობა ერთი წლის წინ დაიწვა და მას შემდეგ გაკვეთილები ერთ–ერთი ადგილობრივის საცხოვრებელ სახლში ტარდება.
გოდერძი კუბლაშვილი ნუგზარ პარუნაშვილს კანდიდატურის მოსახსნელად დროს აძლევს
“საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა პრესკონფერენცია გამართა. გოდერძი კუბლაშვილმა მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამი საკითხი განიხილა.
ახალციხის თემის საკრებულომ საარჩევნო პლაკატების ზომა განსაზღვრა
ახალციხის თემის საკრებულომ საარჩევნო პლაკატების ზომა განსაზღვრა. ყველა პოლიტიკური პარტიისთვის აღნიშნული სააგიტაციო მასალა 60 სანტიმეტრი სიგრძისა და 42 სანტიმეტრი სიმაღლის იქნება.
“ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატი ახალციხეში ირაკლი ერეკლიშვილია
“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ახალციხის მერობის კანდიდატი დაასახელა. მხარდამჭერებს ირაკლი ერეკლიშვილი პარტიის ლიდერმა სერგო რატიანმა წარუდგინა.
ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევისას 8 ადამიანი დაშავდა
ახალციხეში, ავტოსაგზაო შემთხვევის შეედეგად რვა ადამიანი დაშავდა. ტრაილერი მიკროავტობუსს შეეჯახა.
83 წლის მეფუტკრე და თაფლის დაწურვის ტექნოლოგიები
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ფიაში მცხოვრებ კაველიძეების ოჯახში ფუტკრის მოვლის კულტურა საუკუნეზე მეტს ითვლის. დღეისათვის 60 ძირ ფუტკარს 83 წლის პარმენ კაველიძე უვლის.
ივლიტის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში მარიამობა აღნიშნეს
28 აგვისტოს მართლმადიდებლები მარიამობას ზეიმობენ. დღესასწაული აღინიშნა ივლიტის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში.
მართლმადიდებლური სამყარო ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს
მართლმადიდებლური სამყარო 28 აგვისტოს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდება.
“ლეიბორისტული პარტიიდან” მაჟორიტარობისთვის, ბორჯომსა და ასპინძაში, გიორგი გიუაშვილი იბრძოლებს
“ლეიბორისტული პარტიიდან” დეპუტატის მანდატისთვის, ბორჯომ-ასპინძის გაერთიანებულ ოლქში გიორგი გიუაშვილი იბრძოლებს.
გიორგი კოპაძემ ამომრჩეველთან შეხვედრები დაიწყო
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი კოპაძემ ამომრჩეველთან შეხვედრები დაიწყო.



You must be logged in to post a comment.