”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

გოდერძი კუბლაშვილი “მეცხრე არხთან” მხოლოდ პირდაპირ ეთერში იკონტაქტებს

გოდერძი კუბლაშვილი “მეცხრე არხთან” მხოლოდ პირდაპირ ეთერში იკონტაქტებს – ამის შესახებ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ჟურნალისტს სატელეფონო საუბრისას განუცხადა.

8 სექტემბერს, პარტიული სიებისა და კანდიდატების წარდგენის ვადა იწურება

8 სექტემბერს საარჩევნო სუბიექტების მიერ პარტიული სიების, მაჟორიტარი დეპუტატობისა და მერობის კანდიდატების წარდგენის  ვადა იწურება.

ვინ რას ჰპირდება ამომრჩეველს – მაჟორიტარი კანდიდატების პრიორიტეტები

ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარულ ოლქში წარდგენილ დეპუტატობის კანდიდატებს, სამი მთავარი პრიორიტეტის დასახელება ვთხოვეთ. საკითხები, რომელზე მუშაობასაც გამარჯვების შემთხვევაში აპირებენ, ხშირად ერთმანეთს ემთხვევა.

“ფერმერის საათი” – რძის პროდუქტების რეალიზაცია

მესაქონლეობა მესხეთში განვითარებული დარგია. შესაბამისად, ფერმერებისთვის ერთ–ერთი შემოსავლის წყარო რძის პროდუქტების რეალიზაციაა.  რა პრობლემებს აწყდებიან ფერმერები? სად ახდენენ ძირითადად პროდუქტის რეალიზებას?  რამდენადაა დაცული წარმოებისას უსაფრთხოება და რას ფიქრობენ ადგილობრივი ფერმერები … Continue reading

8 სექტემბრიდან, ამომრჩევლის ბარათების დარიგება იწყება

საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლის მონაცემების ბარათების დარიგებას იწყებს. 8 სექტემბრიდან, ამომრჩევლებისთვის ბარათებს საუბნო საარჩევნო კომისიები დაარიგებენ.

ღია კარის დღე და საჩვენებელი წვრთნები ორფოლოში

მრავალეროვნული სწავლების „Agile Spirit 2016”-ის ფარგლებში, ორფოლოს სამხედრო სასროლეთზე ღია კარის დღე გაიმართა. ღონისძიებას სამცხე–ჯავახეთის მოსახლეობა, პირველი პირები და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

არაერთი პროექტის განხორციელების მიუხედავად, წნისში სასმელი წყალი არ აქვთ

წყარო, რომელიც სოფელ წნისის ცენტრში მდებარეობს, მოსახლეობის ერთადერთი იმედია. ამ წყლით ადგილობრივების დიდი ნაწილი სარგებლობს. წნისელები ამბობენ, რომ რამდენიმე უბანში წყალი საერთოდ არ მოდის, ზოგ მოსახლესთან კი მხოლოდ ერთი საათით.

მესხური ტენილი ყველის ევროპული პერსპექტივები

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობარეთში მესხური ტენილი ყველის წარმოება აღდგა. “მზიანეთმა” საქმიანობა, სამწლიანი პაუზის შემდეგ, კოოპერატივ “ხარებასთან” ერთად განაახლა. 

სამართალდამცველებმა ახალციხეში ავტომობილები გაჩხრიკეს

სამართალდამცველებმა ახალციხეში ავტომობილები ისევ გაჩხრიკეს. 6 სექტემბერს, საღამოს საათებში, პოლიციის თანამშომლები მანქანებს აჩერებდენ, საბუთებს ითხოვდენ და საბარგულს ათვალიერებდენ. 

ბორჯომსა და ასპინძაში „დემოკრატიული მოძრაობის“ კანდიდატი ამირან ტყეშელაშვილია

„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ სახელით ბორჯომი–ასპინძის საარჩევნო ოლქში კენჭს ამირან ტყეშელაშვილი იყრის.

,,თავისუფალმა დემოკრატებმა“ ახალციხე–ადიგენის მაჟორიტატი კანდიდატი წარადგინა

,,თავისუფალმა დემოკრატებმა“ ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარულ ოლქში, კანდიდატი დაასახელა. პარტიის სახელით საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას, შალვა გოგოლაძე მიიღებს. 

სოფელ მირაშხანში საარჩევნო საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

საპარლამენტო არჩევნები, მოქალაქეთა აქტიურობის მნიშვნელობა, საარჩევნო პროცესები და კენჭისყრის დღის პროცედურები – ამ საკითხების შესახებ, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ მირაშხნის მოსახლეობასთან, საჯარო შეხვედრა გაიმართა. 

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე