”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ორგანიზაციამ „ყველა ყველასათვის“ აღმასრულებელი დირექტორი აირჩია

ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ შეხვედრას ორგანიზაცია “ყველა ყველასათვის” დამფუძნებლები და წარმომადგენლები დაესწრნენ. ახალ გაერთიანებას, შორენა გაბოშვილი უხელმძღვანელებს. „ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტ ინვალიდობის მქონე პირს გავუწიოთ … Continue reading

01/03/2013

პედაგოგთა პრობლემები ახალციხის მეორე საჯარო სკოლაში

ახალციხის მეორე საჯარო სკოლის პედაგოგები ანაზღაურების ჩარიცხვის დაგვიანებაზე საუბრობენ. მასწავლებლები მუნიციპალიტეტის გამგებელს შეხვდნენ და დახმარება სთხოვეს.  როგორც პედაგოგები განმარტავენ, სკოლას ხელფასის გასაცემად ვაუჩერული სისტემით 90 პროცენტი ჩაერიცხა, დანაკლისი კი სამინისტროს … Continue reading

01/03/2013

მიხეილ სააკაშვილი ჩახალიანის საქმეს კიდევ ერთხელ დაუბრუნდა

აზერბაიჯანიდან დაბრუნებულმა, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მთავრობას სწორი მოქმედებისაკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. პრეზიდენტმა ვაჰაგან ჩახალიანის ამნისტიით გათავისუფლებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ იგი არაერთხელ გამოსულა ჯავახეთის ავტონომიის მოთხოვნით. ქვეყნის პრეზიდენტმა სასტუმრო … Continue reading

01/03/2013

სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში მესხ აბიტურიენტებს უმასპინძლეს

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში შეხვედრა გაიმართა. უმაღლესი სასწავლო დაწესებულების ადმინისტრაციამ რეგიონში მცხოვრებ აბიტურიენტებს უმასპინძლა. პროფესორ-მასწავლებლებმა, ახალგაზრდებს უნივერსიტეტში არსებული მდგომარეობა გააცნეს და მათ კითხვებს უპასუხეს.

01/03/2013

ახალციხელი სპორტსმენები ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ საერთაშორისო ტუნირებზე მოპოვებული წარმატებისთვის ახალციხელი სპორტსმენები დააჯილდოვა. გამგეობის პირველი პირის ინიციატივით, თითოეულ მათგანს პირად ანგარიშზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1000 – 1000 ლარი ჩაერიცხათ.

01/03/2013

აქვს თუ არა ელექტროენერგიის ხშირ გათიშვას პოლიტიკასთან კავშირი?

ახალციხის მუნიციპალიტეტში ელექტრო-ენერგიის ხშირმა გამორთვამ ადგილობრივებს პრობლემები შეუქმნა. „ენერგო–პრო ჯორჯიას” ახალციხისა და ადიგენის მომსახურების ცენტრში აცხადებენ, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში დენი არა მარტო მუნიციპალიტეტს, არამედ მთელს რეგიონს შეფერხებით მიეწოდებოდა.

01/03/2013

ონლაინ კონფერენცია

ახალციხის მუნიციპალიტეტის facebook-ის ოფიციალურ გვერდზე, მოსახლეობის შეკითხვებს უკვე მეორედ, საკრებულოს თავმჯდომარემ ოლეგ სანდროშვილმა უპასუხა

01/03/2013

გამგეობის ყოფილ თანამშრომლებზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

საქართველოს პროკურატურამ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის უკვე ყოფილ თანამშრომელებს სახელმწიფო თანხების გაფლანგვაში ადანაშაულებს. ამის შესახებ მთავარ პროკურატურაში საგანგებო განცხადება გაკეთდა. საქმე ეხება ახალციხის ციხის მშენებლობას, რომელთან დაკავშირებითაც სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო … Continue reading

01/03/2013

საქართველოში ჯანდაცვის ახალი სადაზღვევო პროგრამა ამოქმედდა

ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი სადაზღვევო პროგრამა  დაიწყო. როგორც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა , დავით სერგეენკომ ჯურნალისტებს განუცხადა, 28 თებერვლიდან სადაზღვევო პაკეტით 6-დან 60 წლამდე ყველა ის პირი ისარგებლებს, რომლებსაც … Continue reading

01/03/2013

ახალციხეში მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმის საჯარო მოსმენა გაიმართა

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში,  ახალციხის მუნიციპალიტეტის  განვითარების საშუალო ვადიანი პროგრამის საჯარო მოსმენა გაიმართა. შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო  ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გეგმის საჯარო მოსმენაში მონაწილეობის მიღება ქალაქის ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლო.

01/03/2013

პრეზიდენტი დაცვის გარეშე – რას ფიქრობენ ახალციხეში

საქართველოს პრეზიდენტი დაცვის გარეშე გადაადგილდება. ეს გადაწყვეტილება ქვეყნის პირველმა პირმა მას შემდეგ მიიღო, რაც მისივე განცხადებით,  პირადი დაცვის საკითხი პოლიტიკური ვაჭრობის საგანი  გახდა.  მიხეილ სააკაშვილის ამ გადაწყვეტილებას ახალციხეშიც გამოეხმაურნენ.

01/03/2013

ვინ მოიპოვა მუნიციპალიტეტის პირველობა კალათბურთში?

ბრძოლა ახალციხის მუნიციპალიტეტისათვის პირველობისთვის კალათბურთის ტურნირში დასრულდა. ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ქალაქის გუნდი „ელიტა“ და ახალცხის უნივერსიტეტის გუნდი დაუპირისპირდნენ. ჩემპიონატი ადილობრივი ხელისუფლების ეგიდით გაიმართა. ტურნირში, რომელიც ათი დღის განმავლობაში გრძელდებოდა, მუნიციპალიტეტის … Continue reading

01/03/2013

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე