დავით ნარმანია ახალციხეში ადგილობრივ მედიას ესტუმრა
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, სამცხე–ჯავახეთში სტუმრობისას ადგილობრივი მედიის მუშაობით დაინტერესდა. დავით ნარმანია ტელეკომპანია „მე–9 არხსა” და „სამხრეთის კარიბჭის” რედაქციას ესტუმრა.
მამუკა ხვედელიანის სასამართლო პროცესი კიდევ ერთხელ გადაიდო
ბორჯომის შინაგან საქმეთა სამმართველოს ყოფილი უფროსისა და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან დეპუტატობის კანდიდატის პროცესი, რომელიც დაგვიანებით დაიწყო, ორსაათნახევარს გაგრძელდა. დღეს, საქმეზე 2 მოწმე დაიკითხა. მამუკა ხვედელიანის … Continue reading
მიიღებს თუ არა ,,ქართული ოცნება” ახალქალაქის ,,ნაციონალ” გამგებელს?
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებელი ,,ქართულ ოცნებაში“ გადასვლას აპირებს. ნაირ ირიციანი ამბობს, რომ თუ ახალ ხელისუფლებას დაჭირდება, ის ჯავახეთისთვის ბევრ კარგ საქმეს გააკეთებს. მუნიციპალიტეტის გამგეობის პირველი პირის განმარტებით ეს გადაწყვეტილება, მას იმ … Continue reading
ახალციხეში წყლის სისტემის რეაბილიტაციის პროცესი განახლდა
ახალციხეში, სასმელი წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა. კომპანია, რომელმაც რამდენიმე თვის წინ, ფინანსური პრობლემების გამო წყლის სისტემის რეაბილიტაცია შეწყვიტა, ქალაქში სამუშაოებს ისევ აგრძელებს. დღეს სამუშაო პროცესი მუნიციპალიტეტის გამგეობის პირველმა … Continue reading
რამდენად ეფექტურია მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებები
მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებები და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოება– ამ თემაზე ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში შეხვედრა გაიმართა. სოფლის მეურნეობაში დანერგილ სიახლეებს ტერიტორიული გაერთიანების რწმუნებულები და ფერმერები გაეცნენ.
“ბერობანა” არალში
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალში, “ბერიკაობის” ტრადიაცია კიდევ ერთხელ გააცოცხლეს. სხვადსხვა ისტორიული პერსონაჟების ტანსაცმელში გადაცმულმა ადგილობრივებმა, სოფელში მსვლელობა მოაწყეს. „ბერიკაობის” მონაწილეები მონღოლების საქართველოში ბატონობის პერიოდს იხსენებენ და სოფლებში ყაენის … Continue reading
სოფლებში რეგიონული განვითარების პროექტის ამოქმედება იწყება
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში სასმელი წყლისა და სავალი გზის რეაბილიტაციისათვის პროექტები მუშავდება. ამასთან დაკავშირებით, ტერიტორიული გაერთიანების რწმუნებულებმა სამუშაოებისათვის საჭირო ხარჯთაღრიცვა და სხვა დოკუმენტაცია გამგებლის მოვალეობის შემსრულებელსა და მის მოადგილეებს წარუდგინეს.
ინტელექტუალური თამაშების ზამთრის პირველი ფესტივალი ბაკურიანში
ბაკურიანმა ინტელექტუალური თამაშების ზამთრის პირველ ფესტივალს უმასპინძლა. მოაზროვნეები საქართველოს მასშტაბით სასტუმრო „პრემიერ-პალასში” შეიკრიბნენ და 200-მდე შეკითხვას უპასუხეს. ფესტივალში მონაწილეობა ახალი თაობის მოაზროვნეებთან ერთად ცნობილმა სახეებმა და ბროლის ბუს ლაურეატებმაც მიიღეს. … Continue reading
რატომ არ უშვებდნენ ,,ოცნების” აქტივისტები ბიძინა გუჯაბიძეს ადიგენში?
ხმაური ადიგენში. მუნიციპალიტეტში, პარლამენტის წევრის, ბიძინა გუჯაბიძის გამოჩენამ დღეს კოალიცია ,,ქართული ოცნების“ წევრები ორად გაყო, ნაწილი მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილ კანდიდატს კულტურის სახლში შეხვდა, ნაწილი კი პარლამენტარს გზის გადაკეტვით ემუქრებოდა, რატომ … Continue reading
ანში პირუტყვს ბრუცელოზზე ანალიზი ჩაუტარდება
სოფელ ანში პირუტყვს ბრუცელოზზე ანალიზი ჩაუტარდება. ამის შესახებ ცნობილი დღეს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის თათბირზე გახდა. მდგომარეობის შესასწავლად სოფელში სურსათის უვნებლობისა და ვეტერინარიის სამსახურის თანამშრომლები მივლენ. ისინი პირუტყვის სისხლის ანალიზს აიღებენ. … Continue reading
“ლადოს თასის” ტურნირი ბაკურიანში
ბაკურიანში ლადოს თასი გათამაშდა. 100–მდე მონაწილემ საკუთარი შესაძლებლობები გიგანტურ სლალომში გამოსცადა. ტურნირში ერთმანეთს ბაკურიანის სპორტსკოლის აღსაზღდელები დაუპირისპირდნენ. ჩემპიონატი, დაახლოებით სამი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. გამარჯვებულები საუკეთესო დროის მაჩვენებლით სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში … Continue reading
გამგებელმა ახალბედა დედებს სამი მარტი მიულოცა
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა “უნიმედი–სამცხეში” ახალბედა დედები მოინახულა და 3 მარტი მათ პირადად მიულოცა.



You must be logged in to post a comment.