რას ამბობენ ყოფილი თანამშრომლები და თანასოფლელები ბესიკ ბლიაძის შესახებ?
ბესიკ ბლიაძემ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობა დღეს კონკურსის გამოცხადებამდე დაიკავა. როდის გამოცხადდება კონკურსი ამ დროისთვის ცნობილი არ არის, თუმცა გამგეობის ახალ ხელმძღვანელს მასში მონაწილეობის მიღება უკვე გადაწყვეტილი აქვს.
ახალციხიდან სამინისტროში 24 პროექტი გაიგზავნება
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული გაერთიანების რწმუნებულებმა გამგეობაში პროექტები წარადგინეს, რომელიც დღესვე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეგზავნება. სამინისტროში წარსადგენად 24 პროექტია მომზადებული. ახალციხის გამგეობაში, ძირითადად დიდთანხიანი პროექტები შეირჩა. მცირე თანხიანებს კი … Continue reading
8 მარტს ახალციხელ ქალბატონებს სასტუმრო ,,ლომსიამ” უმასპინძლა
სასტუმრო ,,ლომსიას” ადმინისტრაციამ ახალციხელ ქალბატონებს დღესასწაული მიულოცა და სხვადასხვა გასართობი ღონისძიება შესთავაზა. სარვამარტოდ ,,ლომსიას” დიზაინერი ქეთი ჩხიკვაძეც ესტუმრა
8 მარტი ახალციხეში
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ქალბატონებს 8 მარტი მიულოცა. ამასთან დაკავშირებით დღეს კულტურის სამსახურის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს. მათ ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე მანდილოსნებს დღესასწაული მიულოცეს და ყვავილების თაიგულებით დაასაჩუქრეს.
40 ლარზე ნაკლები ანაზღაურება ექიმებს
,,უნიმედი სამცხეში” პრობლემები გრძელდება, კიდევ ორი გათავისუფლებული თანამშრომელი და 40 ლარზე ნაკლები სახელფასო ანაზღაურება ექიმებს. რა პოლიტიკას ატარებს მფლობელი ,,ჩემი ოჯახის კლინიკა” და რატომ რთულდება მდგომარეობა სამედიცინო დაწესებულებაში, რას ასახელებს … Continue reading
მუნიციპალიტეტებმა სამინისტროში გასაგზავნი პროექტები შეარჩიეს
სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს, არსებულ პრობლემებზე პროექტის დაწერის ვადა 11 მარტამდე აქვთ. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებული სამოქმედო გეგმის მიხედვით ქვეყნის ყველა რეგიონისათვის 200 მილიონი ლარი გამოიყო. მის ფარგლებში … Continue reading
დეტალები, რის გამოც დავით საყვარელიძე სამცხე–ჯავახეთის პროკურატურაში დაიბარეს
სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურა, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხების გაფლანგვასთან დაკავშირებით გამოძიებას აგრძელებს. აღნიშნულის თაობაზე, პროკურატურაში საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით საყვარელიძე იყო დაბარებული. მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილი თანამშრომელი ბიზნესმენებისათვის ამორტიზებული … Continue reading
შოთა წურწუმია: ,,ჩემი ყოველი დღე პოეზიით იწყება და მთავრდება”
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში, სტუდენტის შოთა წურწუმიას პოეზიის საღამო გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა სხვადასხვა ფაკულტეტის წარმომადგენლებმა მიიღეს , რომლებმაც ახალგაზრდა პოეტის მიერ დაწერილი ლექსები მუსიკის ფონზე წაიკითხეს. პოეზიის საღამო … Continue reading
ბესიკ ხითარიშვილმა დაკავებული თანამდებობა დატოვა
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს ბესიკ ხითარიშვილს თანამდებობაზე ყოფნის ვადა ამოეწურა. სამთვიანი მუშაობის შემდეგ ბესიკ ხითარიშვილის მოვალეობას 7 მარტიდან მისი მოადგილე თამარ გოგოლაძე ასრულებს. უკვე ყოფილი გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი 6 … Continue reading
დღეს თანამდებობა დატოვა ახალციხის საპატრულო პოლიციის უფროსმა
ამ წუთებში ცნობილი გახდა, რომ დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა ახალციხის საპატრულო პოლიციის უფროსი. ლევან დემეტრაძემ პატაკი სამსახურიდან წასვლის შესახებ 7 მარტს დაწერა. იგი საპატრულო სამსახურს პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელმძღვანელობდა. … Continue reading
დავით ნარმანიამ სამცხე–ჯავახეთის განვითარების პროექტები განიხილა
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დღეს სამცხე-ჯავახეთს ესტუმრა. დავით ნარმანია რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტის პირველ პირებს შეხვდა და 200 მილიონიანი ფონდის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები განიხილა.
ბესიკ ხითარიშვილს დღეს გამგებლობის ვადა ამოეწურა
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს დაკავებულ თანამდებობაზე სამ თვიანი ვადა დღეს ამოეწურა. მიუხედავად ამისა მუნიციპალიტეტის საკრებულოში, საკონკურსო კომისია არ შექმნილა და შესაბამისად, გამგებლის თანამდებობაზე კონკურსი ამ დრომდე არ გამოცხადებულა. როგორც … Continue reading



You must be logged in to post a comment.