”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ძველელები ,,მტკვარი ჰესს” მიწების მითვისებას ედავებიან

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველის მოსახლეობა კუთვნილი მიწების დაკანონებას ითხოვს, ადგილობრივები ,,მტკვარი ჰესის” ხელმძღვანელობას ნაკვეთების მიტაცებაში ადანაშაულებენ, მოსახლეობა ამბობს, რომ მათმა ნაწილმა ტერიტორიის სანაცვლოდ კომპენსაცია ვერ მიიღო. რამდენი ოჯახი მოითხოვს კუთვნილი … Continue reading

17/03/2013

ახალციხეში, საცხოვრებელი სახლების ახლადშეცვლილი სახურავები დაზიანდა

თამარაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს წვიმის წყლისგან საცხოვრებელი ფართი დაუზიანდათ. ამის მიზეზად ისინი ზაფხულში, სახელმწიფო პროგრამით მრავალსართულიანი სახლის გადახურვისას, სამუშაოების უხარისხოდ შესრულებას ასახელებენ.

15/03/2013

რეგიონში არსებული პრობლემების ანალიზი და მთავრობის პოზიცია

არასამთავრობო სექტორის,  ადგილობრივი თვითმმართველობებისა და სამთავრობო სტრუქტურის წარმომადგენლებმა სამცხე–ჯავახეთში არსებულ პრობლემებზე ბაკურიანში იმსჯელეს.  სასოფლო-სამეურნეო მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა  სასტუმრო ,,ვერე პალასში” გაიმართა.  საბჭოს წევრებმა სამინისტროებისა და პარლამენტის კომიტეტების წარმომადგენლებთან ერთად სამცხე-ჯავახეთში, … Continue reading

15/03/2013

აგრარული უნივერსიტეტის ირგვლივ განვითარებული მოვლენები

განათლების სამინისტროსთან, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტების საპროტესტო აქცია დასრულებულია. უმაღლესი სასწავლო დაწესებულების ახალგაზრდებს დღეს სხვა სასწავლებლის სტუდენტებიც შეუერთდნენ.  ტელეკომპანია „მე-9 არხი” თბილისში, აგრარული უნივერსიტეტის ახალციხელ სტუდენტმაურსაც დაუკავშირდა.

14/03/2013

რეგიონული მედიის შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან

საქართველოს პრემიერ –მინისტრი დღეს, რეგიონული მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. ბიძინა ივანიშვილმა საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში” პრესკონფერენციაზე, რეგიონის ჟურნალისტებთან  ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა და მათ დასმულ კითხვებს უპასუხა.

14/03/2013

ახალციხეში ყოფილი პოლიტპატიმრები ჩამოვიდნენ

13/03/2013

რატომ ხდება სავალდებულო სამხედრო სამსახური 12 თვიანი?

სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა 12 თვიანი გახდება. აღნიშნული ინიციატივით მთავრობა გამოდის. ხელისუფლებას მიაჩნია, რომ 15 თვიანი ვადის შემთხვევაში წლის ერთსა და იმავე დროს წვევამდელთა როტაცია ვერ ხერხდება, რაც აღნიშნული პროცესის … Continue reading

13/03/2013

რომის პაპის არჩევნები დაიწყო

13/03/2013

ბესიკ ბლიაძის პირველი სამუშაო დღე

ახალციხის მუნიციპლიატეტის ახლად არჩეულმა პირველმა პირმა მუშობა დილიდან დაიწყო. ბესიკ ბლიაძე 11 მარტს საკრებულოს წევრთა უმრავლესობამ გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად აირჩია. სხდომაზე მისი კანდიდატურა საკრებულოს თავმჯდომარემ თავად დაასახელა.

13/03/2013

ახალციხის გამგებლად ბესიკ ბლიაძე დაინიშნა

ახალციხის მუნიციპალიტეტს გამგებლის მოვალეობის ახალი შემსრულებელი ჰყავს. დღეიდან ეს თანამდებობა ბესიკ ბლიაძემ დაიკავა. ახალციხის განახლებული ციხის ყოფილი დირექტორი დღეს გამგებლის პოსტზე საკრებულოს თავმჯდომარემ თავად წარადგინა. მის კანდიდატურას მხარი 25 დეპუტატიდან … Continue reading

12/03/2013

,,ჯანდაცვის პროგრამები მოსახლეობაზე უნდა იყოს მორგებული და არა რომელიმე მთავრობის პიარზე”

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სამცხე–ჯავახეთში 70- მა პაციენტმა ისარგებლა. რას ითვალისწინებს ახალი სადაზღვეო პაკეტი და რა სახის სამედიცინო მომსახურება გაეწევა მოსახლეობას, რომელიც აქამდე არანაირი სახელმწიფო პროგრამით არ სარგებლობდა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა … Continue reading

12/03/2013

პირველი სკოლის მოსწავლეები ჟურნალისტურ საქმიანობას სწავლობენ

პროექტის “ახალგაზრდა ჟურნალისტის” პრეზენტაცია ახალციხის პირველ საჯერო სკოლაში გაიმართა. პროექტი საზოგადოებაში არსებული პრობლემების განხილვასა და სიუჟეტების მომზადებას გულისხმობს.

11/03/2013

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე