”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

საქართველოს კათოლიკეებმა არალში ტაძრის დღესასწაული აღნიშნეს

19 მარტს კათოლიკური სამყარო წმინდა იოსების ხსენების დღეს აღნიშნავს. საზეიმო წირვა არლის წმინდა იოსების სახელობის კათოლიკურ ეკლესიაში აღევლინა. დღესასწაულთან დაკავშირებით სოფელს ამიერკავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ეკლესიის ეპისკოპოსი სასულიერო პირებთან ერთად … Continue reading

20/03/2013

სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილედ ვახტანგ გეწაძე დაინიშნა

სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის ივანე წიკლაურის  მოადგილედ ვახტანგ გეწაძე დაინიშნა. მის საქმეს, ამ დროისათვის, საოლქო პროკურატურა იძიებს.

19/03/2013

დევნილთა საცხოვრებლის დანგრევის საფრთხე და გაუსაძლისი პირობები ლიკანში

ლიკანის მეოთხე სამმართველოს ტერიტორიაზე დასახლებული, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. არასაკმარისი საცხოვრებელი ფართი, ამორტიზებული შენობა და არაჰიგიენური გარემო-ასეთია ბორჯომელი დევნილების საცხოვრებელი.

19/03/2013

ახალციხის საავადმყოფოში არსებულ პრობლემებს დღეს ჯანდაცვის მინისტრი გაეცნობა

ვაჟა ჩიტაშვილი ჯანდაცვის მინისტრს ახალციხის საავადმყოფოში შექმნილ სიტუაციას გააცნობს. მაჟორიტარი დეპუტატი დავით სერგეენკოს ყველა იმ პრობლემის შესახებ ესაუბრება, რომელიც დღეისათვის ახალციხის სამედიცინო ცენტრ ,,უნიმედი სამცხეშია“ შექმნილი. საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური … Continue reading

19/03/2013

ოლეგ სანდროშვილი სტრასბურგში იმყოფება

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე საფრანგეთში გაემგზავრა. ოლეგ სანდროშვილი ქალაქ სტრასბურგში ხუთ დღიანი ვიზიტით, ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის მოწვევით იმყოფება. იგი 22 მარტის ჩათვლით ევროსაბჭოს ოცდამეოთხე სესიას დაესწრება. … Continue reading

19/03/2013

მანიპულირებს თუ არა ჯავახეთში შექმნილი სიტუაციით რომელიმე პარტია

სამცხე–ჯავახეთში სომხური ენისთვის რეგიონული ენის მინიჭების საკითხზე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საქართველოს პარლამენტში წარსადგენი დოკუმენტი მზადდება. ადგილობრივი დეპუტატები ითხოვენ, რომ ხელისუფლებამ ევროპის ქარტიის რატიფიცირება მოახდინოს, რომელიც ეროვნულ უმცირესობათა ენების დაცვას ითვალისწინებს. … Continue reading

19/03/2013

რა ბედი ეწევა სარდაფებში დარჩენილ ტონობით მოსავალს

სარდაფებში დარჩენილი ტონობით მოსავალი და საირიგაციო სისტემის გაუმართაობა – ამ და სხვა პრობლემურ საკითხების მოგვარებაზე ჯავახმა ფერმერებმა სოფლის მეურნეობის  მინისტრის მოადგილესთან ერთად იმსჯელეს. ახალქალაქში ვიზიტად მყოფი დავით შერვაშიძე ფერმერებს საქართველოს … Continue reading

19/03/2013

მართლმადიდებლურ სამყაროში მარხვა დაიწყო

დიდმარხვა დაიწყო – მართმადიდებლური ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის ემზადება.  მარხვების პერიოდში  ეკლესია მრევლს ლოცვების გაძლიერებასა და ტაძარში სიარულისაკენ  მოუწოდებს. ყველიერის შვიდეულის ბოლო კვირა დღე კი ერთადერთია მთელი წლის განმავლობაში, რომელსაც … Continue reading

19/03/2013

სამოქალაქო დისკუსიები რეგიონში

ახალციხეში მოქმედმა არასამთავრობო სექტორისა და  სამთავრობო სტრუქტურის წარმომადგენლებმა საკუთარი საქმიანობის წარმოჩენის გაუმჯობესებაზე იმსჯელეს.

18/03/2013

რეგიონული ენის სტატუსი და გენოციდის აღიარება – თემები, რომელიც ჯავახეთში ისევ გააქტიურდა

რეგიონული ენისათვის სტატუსის მინიჭება და გენოციდის აღიარება_ეს საკითხები განიხილა, ახალქალაქის საკრებულოს სხდომაზე, მაჟორიტარმა დეპუტატმა სამველ პეტროსიანმა. მისი თქმით, აღნიშნულ მოთხოვნებს თავად მოსახლეობა აყენებს. განცხადების გაცნობის შემდეგ საკრებულოს წევრებმა განმარტეს, რომ … Continue reading

17/03/2013

შოთა რუსთაველის მშობლიურ სოფელში ტაძარი აშენდება

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავში მართმადიდებლური ტაძარი აშენდება. ახალციხისა და ტაოკლარჯეთის მიტროპოლიტმა მეუფე თეოდორემ სალოცავს საძირკველი დღეს ჩაუყარა. შოთა რუსთაველის მშობლიურ სოფელში ტაძარი მხოლოდ საუკუნეების წინ ფუნქციონირებდა.

17/03/2013

ციფრული მაუწყებლობა, გამოწვევა რეგიონული ტელევიზიებისთვის

სახელმწიფო ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესს 20 მილიონი ევროთი დააფინანსებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა, 14 მარტს რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ბიძინა ივანიშვილის თქმით, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლით, რეგიონულ ტელევიზიებს სიხშირის … Continue reading

17/03/2013

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე