”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სამცხე–ჯავახეთში ახალგაზრდული ფორუმისათვის ემზადებიან

ახალციხის ახალგაზრდულ ცენტრში, სამცხე-ჯავახეთის ახალგაზრდული ფორუმისათვის მოსამზადებლად, პედაგოგების შეხვედრა გაიმართა. მათ რეგიონში არსებულ პრობლემებსა  და მისი გადაწყვეტის გზებზე იმსჯელეს. პედაგოგები 20 და 24 აპრილს გამართულ ფორუმში მიიღებენ მონაწილეობას და მას … Continue reading

15/04/2013

დედა ენის დღე ახალციხეში

14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნა. ისევე როგორც მთელი ქვეყნის მაშტაბით, ეს დღე ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლებმაც აღნიშნეს. ბავშვებმა ღონისძიებაზე მშობლიურ ენას არაერთი სიმღერა და ლექსი მიუძღვნეს.

15/04/2013

ახალციხეში, რეგიონული პრობლემატიკის კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა

  ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, რეგიონული პრობლემატიკის კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კვლევები, სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის ორგანიზებითა და სამოქალაქო განვითარების სააგენტოს “სიდა” ფასილიტაციით … Continue reading

13/04/2013

პოლიტიკურ პროცესებში, ქალების 30% ჩაერთვება

  „გენდერული თანასწორობა პოლიტიკურ პროცესებში”-ამ სახელწოდების შეხვედრა, დღეს საქართველოს გენდერული თანასწორობის ქსელის ორგანიზებით გაიმართა. მისი მთავარი მიზანია, პოლიტიკურ პროცესებში ქალები აქტიურად იყვნენ ჩართულნი

13/04/2013

რატომ არ მოხდა გზის რეაბილიტაცია ვარძიის ქუჩაზე?

ვარძიის ქუჩის მცხოვრებლები სავალი გზის პრობლემაზე ჩივიან. ადგილობრივების განმარტებით, წვიმის დროს ქუჩაში გამოსვლა შეუძლებელია. მათივე მტკიცებით, გზა მას შემდეგ დაზიანდა, რაც  სომხურმა კომპანია „შინაშხარმა” აქ წყლის სისტემის რეაბილიტაცია მოახდინა. ვინ … Continue reading

13/04/2013

ახალციხის ციხეში სასტუმრო გაიხსნა

კიდევ ერთი სასტუმრო ახალციხეში.  ისტორიული ციხის კომპლექსში ახალი სამ ვარსკვლავიანი სატუმრო „რაბათი ჯინო ველნეს“–ი გაიხსნა, რომელიც კომპანიების სააქციო საზოგადოება „საპარტნიორო ფონდისა“ და “ევროქომ ინვესთმენთ ჯორჯია”–ს ერთობლივი დაფინანსებით აშენდა. სასტუმრო 38 … Continue reading

13/04/2013

“დარგე შენი ხე და იზრუნე მასზე” – გამწვანების აქცია ახალციხეში

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სატყეო სექტორში მიმდინარე რეფომებზე ისაუბრეს. კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის წევრებმა,  საქართველოს გარემოს დაცვის, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების და ღია გარემოსდაცვითი სამოქალაქო ინიციატივის წარმომადგენლებთან ერთად რეგიონში ტყეკაფვებთან … Continue reading

13/04/2013

რა მიმართულებით უნდა განვითარდეს სამცხე–ჯავახეთი?

დღეს ახალციხეში რეგიონული განვითარების სტრატეგიის შემუშავებაზე საბოლოოდ იმსჯელეს. სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გამართულ შეხვედრაზე ის პრიორიტეტები შეირჩა, რომლის მიხედვითაც რეგიონის განვითარება უნდა დაიწყოს.

11/04/2013

ახალციხის გამგეობის თანამშრომლებმა გათავისუფლების შესახებ განცხადებები დაწერეს

გთხოვთ გამათავისუფლოთ დაკავებული თანამდებობიდან  – ასეთი განცხადება დღეს ახალციხის მუნიციპალიტეტის ყველა თანამშრომელმა  დაწერა. მიუხედავად ამისა,  მუნიციპალიტეტის გამგებელმა განაცხადა რომ, სამსახურს არავინ დატოვებს.   ბესიკ ბლიაძის განმარტებით მოხდა გამგებლის მოადგილეთა შტატის … Continue reading

11/04/2013

სოფელ ღრელში მართლმადიდებლური ტაძრის საძირკველი იკურთხა

ახალციხის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი მართლმადიდებლური ტაძარის მშენებლობა დაიწყო. სოფელ ღრელში ეკლესიის საძირკველი დღეს ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ აკურთხა.  ადგილობრივების ინიციატივით, ივერიის ღვთისმშობლის სახელობის  ტაძარი სოფლის შესასვლელში აშენდება.

11/04/2013

საქველმოქმედო სპექტაკლი მესხეთის თეატრში

  მესხეთის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა საქველმოქმედო სპექტაკლი გამართა.  მსახიობებმა მაყურებელს ავთო ვარსიმაშვილის “ღმერთო დაგვიფარე ჩვენ და ადამიანები” წარუდგინეს. თეატრის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, სპექტაკლიდან შემოსული თანხა მთლიანად კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური … Continue reading

11/04/2013

ნოდარ ხადურმა ბორჯომში საწარმოების ელექტრონული მარკირების საკითხი განიხილა

  საქართველოს ფინანსთა მინისტრის ვიზიტი   ბორჯომში. ნოდარ ხადურმა  შეხვედრა  არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებთან გამართა. გარდა ამისა მინისტრმა, მინერალური წყლის  „აიდიეს ბორჯომი საქართველოს” პირველი და მეორე ჩამოსასხმელი ქარხნები მოინახულა.

10/04/2013

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე