”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

კლასიკური მუსიკის საღამო ახალციხეში

კლასიკური მუსიკა მესხი მსმენელისათვის – დღეს ახალციხემ სიმებიან კვარტეტ ,,იბერს” უმასპინძლა. სამუსიკო სკოლაში გამართულ ღონისძიებაზე მუსიკოსებმა აღიარებული კლასიკური ნაწარმოებები შეასრულეს. კონცერტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.

08/05/2013

კომისარიატის ყოფილი შენობის მაცხოვრებლებს გამოსახლებით ემუქრებიან

ახალციხის კომისარიატის ყოფილ შენობაში უკანონოდ შესახლებული ოჯახები დახმარებას ითხოვენ. ისინი ამბობენ, რომ ახლად შექმნილი „ვეტერანთა ორგანიზაცია“ ორი ოთახის დაცლას აიძულებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ პოლიციის ძალით გამოსახლებით ემუქრებიან. აღნიშნული ორგანიზაციის წევრებმა … Continue reading

08/05/2013

რეგიონის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტი მაისის ბოლოს ჩამოყალიბდება

ახალციხის ადმინისტრაციულ შენობაში რეგიონის განვითარების გეგმის ბოლო განხილვა მოეწყო. სოფლის მეურნეობა, ეკონომიკა, ჯანდაცვა და სოციალური საკითხები – ეს ის სფეროებია, რომელი მიმართულებითაც სახელმწიფო 5 წლის განმავლობაში იმუშავებს.

08/05/2013

უიმედოდ დარჩენილი აწყურის მოსახლეობა

სოფელ აწყურის, სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს კონპენსაცია ამ დრომდე არ მიუღიათ. მეწყერსაშიში ზონიდან გამოსახლებული 8 ოჯახი უმძიმეს პირობებში ცხოვრობს. დაზარალებულები ხელისუფლებისაგან დახმარებას და სასწრაფო რეაგირებას ითხოვენ.

08/05/2013

სააღდგომო დახმარება ახალციხეში 222 –მა ოჯახმა მიიღო

ახალციხეში მცხოვრებმა სოციალურად დაუცველმა და დევნილმა პირებმა სააღდგომო საჩუქრები მიიღეს. 222 ოჯახს დღეს სურსათის პაკეტი გადაეცა. აღნიშნული აქცია ახალციხის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით მოეწყო.

08/05/2013

მართმადიდებლურმა სამყარომ აღდგომის დღესასწაული იზეიმა

მართლმადიდებლურმა სამყარომ 5 მაისს უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული იზეიმა. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს მოქმედ ყველა მართლმადიდებლურ ეკლესიაში ღამისთევის მსახურება შესრულდა. აღდგომის დღესასწაული იზეიმეს ახალციხეშიც. რაბათის წმინდა მარინეს სახელობის ტაძარში მრევლი სააღდგომო … Continue reading

08/05/2013

როგორ აფასებენ ჟენია მერაბიშვილის გათავისუფლებას ახალციხელები

ჰქონდა თუ არა პოლიტიკური სარჩული ჟენია მერაბიშვილის გათავისუფლებას -ამასთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ახალციხელები გამოთქვამენ. რას ასახელებენ ადგილობრივები ყოფილი დირექტორის უფლება-მოვალეობის შეწყვეტის მიზეზად, იყო თუ არა ეს პოლიტიკური დაპირისპირება ნაციონალური მოძრაობის … Continue reading

08/05/2013

ცხოვრება გაუსაძლის პირობებში და მოლოდინის რეჟიმი საბარგო სადგურში

კანალიზაციის სისტემის უქონლობის გამო საბარგო სადგურის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ ფეკალური მასა სავალ გზაზე გადმოდის, საცხოვრებელი სახლის სახურავები კი შეკეთებას საჭიროებს. საბარგო სადგურის მოსახლეობის პრობლემებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები … Continue reading

07/05/2013

ახალი ხელისუფლება ახალციხის ციხის რეაბილიტაციის მეორე ეტაპს გეგმავს

რაბათის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დაიწყება, ამის შესახებ ცნობილი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებთან შეხვედრისას გახდა.

07/05/2013

ბოლაჯურის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა

აქცია ადიგენის მუნიციპალიტეტში. ბოლაჯურის მოსახლეობა დღეს გამგეობის შენობასთან შეიკრიბა. მათ ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებს სასმელი და სარწყავი წლის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროულად დასრულება მოთხოვეს.

06/05/2013

ბოლაჯურის მოსახლეობამ ადიგენში საპროტესტო აქცია გამართა

აქცია ადიგენის მუნიციპალიტეტში. ბოლაჯურის მოსახლეობა  დღეს გამგეობის შენობასთან შეიკრიბა. მათ ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებს  სასმელი და სარწყავი წლის სარეაბილიტაციო სამუშაოების  დასრულება მოსთხოვეს.

06/05/2013

დავით კახიშვილი სატყეო–სამმართველოდან გათავისუფლებულია

1 მაისს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტყისა და ველური ბუნების მართვის დეპარტამენტის, სამცხე–ჯავახეთის სამმართველოს უფროსად დავით კახიშვილი დაინიშნა. აღნიშნული ინფორმაცია ,,ექოს” გუშინ კახიშვილმაც დაუდასტურა. თუმცა როგორც დღეს გაირკვა, სამცხე–ჯავახეთის … Continue reading

02/05/2013

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე