”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სეტყვამ ახალციხეში მოსახლეობა დააზარალა

სტიქიამ ახალციხეში, საბარგო სადგურის დასახლებაში 300–მდე ოჯახი აზარალა. სეტყვამ, რომელიც დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში გრძელდებოდა, ადგილობრივებს ხილ–ბოსტნეული მთლიანად გაუნადგურა.

12/05/2013

“ქართული სულის” ზეიმი მესხეთში

ფესტივალი “ქართული სული” მესხეთს ესტუმრა. მის ფარგლებში ახალციხეში სამეცნიერო და კულტურული ღონისძიებები გაიმართა.

12/05/2013

კვირაცხოვლობა ანუ აღდგომის განახლება ახალციხეშიც აღნიშნეს

მართლმადიდებელმა ეკლესიამ დღეს კვირაცხოვლობა ანუ აღდგომის განახლება და თომას კვირა აღნიშნა. ასევე, იზეიმა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების დღე. დღესასწაულებთან დაკავშირებით, რაბათის წმინდა მარინეს სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა–ლოცვა მღვდელმსახურმა ნიკოლოზმა აღავლინა.

12/05/2013

ლიანა შანთაძე: “ღელის წყალი რამდენხანს უნდა ვსვათ?”

მოუწესრიგებელი საირიგაციო სისტემა, სასმელად უვარგისი წყალი, დაზიანებული გზა – ეს იმ პრობლემათა არასრული ჩამონათვალია, რომელიც სოფელ გომაროს მაცხოვრებლებს აწუხებთ. მათი თქმით უწყლობის გამო მოსავალი ნაკლებია. ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში კი მათ … Continue reading

11/05/2013

ბიბლიოთეკაში დაზიანებულ წიგნებს სპეციალური ხსნარით ამუშავებენ

ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში დაზიანებულ წიგნებს სპეციალური სხნარით ამუშავებენ. ბიბლიოთეკის საცავში განთავსებული ლიტერატურა, რომელიც დღითიდღე ზიანდებოდა, სპეციალისტებმა შეწამლეს.

10/05/2013

11 მაისს ახალციხე ,,ქართული სული 2013″–ს უმასპინძლებს

ფესტივალი ,,ქართული სული 2013“ ამჯერად ახალციხეში ჩატარდება. 11 მაისს მთელი დღის განმავლობაში სამეცნიერო და კულტურული ღონისძიებები რამდენიმე ადგილზე გაიმართება. ფესტივალის დასრულების შემდეგ ახალციხის ციხეში ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნება.

10/05/2013

მალხაზ ჟუჟუნაძე გამგებლის მოადგილედ დაინიშნა

ადგილობრივ თვითმმართველობაში საკადრო ცვლილება განხორციელდა. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილედ მალხაზ ჟუჟუნაძე დაინიშნა. აღნიშნული თანამდებობა მანამდე 2012 წლის 12 დეკემბრიდან ავთანდილ თელიაშვილს ეკავა, რომელმაც იურიდიულ საკითხებში მთავარი სპეციალისტი თორნიკე … Continue reading

10/05/2013

ასპინძა ახალ გამგებელს ირჩევს

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, გამგებლის თანამდებობაზე შეტანილი დოკუმენტების განხილვა დასრულდა. შესაბამისად დასრულებულია განაცხადების მიღებაც. ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოში ვაკანტურ თანამდებობაზე შესაბამისი დოკუმენტი სულ რვა კანდიდატმა წარადგინა.

09/05/2013

4 საუკუნის შემდეგ აღვლენილი წირვა–ლოცვა

დღეიდან ასპინძაში კიდევ ერთი მართლმადიდებლური ტაძარი ამოქმედდა, რომელიც სავარაუდოდ მე–7 მე–9 საუკუნეების პერიოდს განეკუთვნება. ახლად აღდგენილ ბაზილიკური სტილის ეკლესიაში წირვა–ლოცვა ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა აღავლინა. წლების განმავლობაში დანგრეული ტაძარი კულტურისა … Continue reading

09/05/2013

9 მაისი ახალციხეში

დღეს ფაშიზმზე გამარჯვებიდან 68-ე წლისთავი აღინიშნა. ეს დღე საზოგადოებამ ახალციხეშიც გაიხსენა. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისთვის ადგილობრივმა ხელისუფლებამ ღონისძიება გამართა, რის შემდეგაც ისინი საზეიმო სადილზე მიიწვიეს.

09/05/2013

11 მაისს ახალციხეში ბიძინა ივანიშვილს ელოდებიან

ფესტივალს ,,ქართული სული 2013“ ამჯერად ახალციხე უმასპინძლებს. რომლის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები 11 მაისს 11 საათზე დაიწყება. სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო–სასწავლო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში სამეცნიერო კონფერენცია–,,თამარ მეფე 800“ ჩატარდება. მასში მონაწილეობას მოწვეული და … Continue reading

09/05/2013

ახალციხის საჯარო სკოლებს შორის ჭადრაკის ჩემპიონატი გაიმართა

ახალციხის რაიონული პროკურატურის ინიციატივით, ქალაქის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეები ერთმანეთს ჭადრაკში დაუპირისპირდნენ.

08/05/2013

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე