”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

რეგიონში ახალი არასამთავრობო ორგანიზაცია ჩამოყალიბდა

სამცხე-ჯავახეთში სამოქალაქო სექტორის კიდევ ერთი ფილიალი ჩამოყალიბდა. „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციისთვის” -ასე ჰქვია არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც საქართველოში მიმდინარე წლის 17 აპრილს დაფუძნდა. რეგიონული ფილიალის კოორდინატორის განმარტებით, მუნიციპალიტეტებში ორგანიზაციის ხელმძღვანელთა დანიშვნა … Continue reading

15/05/2013

16 მაისს საქართველოში სახელმწიფო დროშები დაეშვება

მიხეილ სააკაშვილმა 16 მაისი გლოვის დღედ გამოაცხადა. შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება 2013 წლის 16 მაისის გლოვის დღედ გამოცხადების შესახებ N 15/05/01 2013 წლის 15 … Continue reading

15/05/2013

სოფელ წინუბანში 140–მდე აბონენტი გამრიცხველიანდება

„ენერგო პრო ჯორჯიას“ ახალციხე–ადიგენის მომსახურების ცენტრმა ახალციხის მუნიციპალიტეტში გამრიცხველიანების ახალი ეტაპი დაიწყო.   წყალთბილას ტერიტორიულ გაერთიანებაში შემავალ სოფელ წინუბანში ცენტრის თანამშრომლები თავდაპირველად გამტარი ხაზის შეცვლას ახდენენ, რის შემდეგაც ახალი მრიცხველების დამონტაჟება … Continue reading

15/05/2013

ახალი ხელისუფლების ხედვა ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციაზე

საქართველოს ევროპული გზა და ნატოში გაწევრიანების საკითხები– ამ თემებზე სტუდენტებთან სასაუბროდ დღეს ახალციხეს ალექსი პეტრიაშვილი ესტუმრა. ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში სახელმწიფო მინისტრმა  სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი მოინახულა და ქვეყნის ინტეგრაციის … Continue reading

15/05/2013

ალექსანდრე პეტრიაშვილი სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტს სტუმრობს

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ალექსანდრე პეტრიაშვილი სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს სტუმრობს. მინისტრმა სასწავლებლის პირველ კორპუსში სტამბა, ბიბლიოთეკა და ამერიკის კუთხე მოინახულა. ალექსანდრე პეტრიაშვილი უნივერსიტეტის დათვალიერების … Continue reading

15/05/2013

აწყურის ტაძრის რეაბილიტაცია 2014 წელს დაიწყება?!

აწყურის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის აღდგენის საკითხი კვლავ აქტუალურია. რეაბილიტაციისთვის თანხები შესაძლოა მომავალ წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოს. ეკლესიის მშენებლობაზე საუბარი წინა ხელისუფლების დროსაც მიმდინარეობდა, თუმცა იდეის განხორციელება ვერ მოხერხდა.

15/05/2013

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო რწმუნებული თურქეთის ქალაქ არდაგანს ეტუმრა

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო რწმუნებული ივანე წიკლაური დღეს სამუშაო ვიზიტით,   მეზობელი თურქეთის მოსაზღვრე მხარეს, არდაგანს სტუმრობდა. მან მხარის გუბერნატორთან და სასაზღვრო კომისართან სეიფეთთინ აზიზოღლუსთან საპროტოკოლო შეხვედრა გამართა, სადაც კიდევ ერთხელ განიხილეს … Continue reading

14/05/2013

ახალციხეში თამარობა იზეიმეს

ახალციხეში თამარობის დღესასწაული აღინიშნა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქალაქში თამარ მეფის ძეგლი ყვავილებით შეამკეს, რის შემდეგაც ახალციხის ციხის ტერიტორიაზე, ადგილობრივი სიმღერისა და ცეკვის ანსამბლების კონცერტი მოეწყო. თამარის ხსენების დღესთან დაკავშირებით რაბათის … Continue reading

14/05/2013

სტიქიით დაზარალებულები დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ

ახალციხეში სტიქიით დაზარალებულები ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ. საბარგო სადგურის დასახლების მკვიდრები, რომლებსაც სეტყვამ 12 მაისს ხილ-ბოსტნეული გაუნადგურა, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირებისგან ყურადღებას ელიან. რეაგირებას ითხოვენ ასპინძის ქუჩის მაცხოვრებლებიც, რომელთა საცხოვრებელსაც ქარმა … Continue reading

14/05/2013

ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს რეგიონულ სამმართველოს ახალი უფროსი ჰყავს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ სამმართველოს ახალი უფროსი ყავს. გიორგი კახნიაშვილი აღნიშნულ თანამდებობაზე ოფიციალური განცხადების საფუძველზე 8 მაისს დაინიშნა.

13/05/2013

აწყურში არსებული მდგომარეობით არასამთავრობო ორგანიზაცია დაინტერესდა

აწყურის დამეწყრილი ზონასა და მაცხოვრებლების მდგომარეობას დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია გამოეხმაურა. ,,ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის“ წარმომადგენლებმა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით დღეს პრესკონფერენცია გამართეს. მათი თქმით, აუცილებელია, გადამჭრელი ზომები ხელისუფლებამ უახლოესი დღეების განმავლობაში მიიღოს.

13/05/2013

ახალციხელი მოცეკვავეები პირველი ადგილის მფლობელები გახდნენ

პატარა მესხი მოცეკვავეები პირველი ადგილის მფლობელები გახდნენ. აზერბაიჯანის დედაქალაქში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე, სამეჯლისო ცეკვების ახალციხელმა შემსრულებლებმა, რამდენიმე ნომერი წარადგინეს. წყვილსა და სოლოში საუკეთესო შესრულებისათვის მათ ყველა კატეგორიაში საპროზო ადგილები დაიმსახურეს. … Continue reading

13/05/2013

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე