დეპორტირებულ მესხებს ,,ტოლერანტმა” საერთაშორისო კონფერენცია მიუძღვნა
მაჰმადიანი მესხები, მათი ისტორია და დეპორტაცია– ამ საკითხებზე თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. სამხრეთ საქართველოდან გადასახლებული ადამიანების მდგომარეობა მეცნიერებმა, ექსპერტებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა განიხილეს. შეხვედრას ორგანიზება ასოციაცია ,,ტოლერანტმა“ სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო … Continue reading
ბესიკ ბლიაძე : „ჭაჭარაქში მდებარე ნაგავსაყრელი გაუქმდება“
სოფელ ჭაჭარაქში მდებარე ნაგავსაყრელი, სადაც შ.პ.ს. „კეთილმოწყობას“ მუნიციპალიტეტის ნაგავი გააქვს, ახლო მომავალში გაუქმდება. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას ნაგავსაყრელის ნაცვლად, გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობას სთავაზობს. „ეს შორეული პერსპექტივა არ არის. რადგან მოვიდა მოთხოვნა, … Continue reading
ახალციხემ ქართული ცეკვის ფესტივალს უმასპინძლა
ახალციხის ციხემ ქართული ხალხური ცეკვის მეოთხე რესპუბლიკურ ფესტივალს „გაზაფხული 2013″-ს უმასპინძლა. ღონისძიებაში 40-მდე რეგიონული ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა მიიღო მონაწილეობა. კონცერტი ციხის ქვედა ნაწილში, ამფითეატრში გაიმართა.
პოლიციის დღე ახალციხეშიც აღინიშნა
დღეს პოლიციელებმა პროფესიული დღე აღნიშნეს. საზეიმო და მისალოცი ღონისძიებები ისევე როგორც მთელი საქართველოს მასშტაბით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოშიც გაიმართა.
ურთიერთბრალდებები და მოუგვარებელი პრობლემა ასპინძის ქუჩაზე
ასპინძის ქუჩის მოუგვარებელ პრობლემაზე, ტელეკომპანია „მეცხრე არხის” თოქ-შოუში ისაუბრეს. მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა, დაზარალებულებმა და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებმა „დიალოგის” პირდაპირ ეთერში მწვავე დისკუსია გამართეს. ვის კომპეტენციაში შედის სტიქიით დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსის … Continue reading
ახალციხის ციხე 18 მაისს მორიგ ფესტივალს უმასპინძლებს
ახალციხის ციხე ხვალ ფესტივალ „რაბათის გაზაფხულს“ უმასპინძლებს. საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ქორეოგრაფიული ანსამბლები მესხი მაყურებლის წინაშე წარსდგებიან. ღონისძიება ციხის ქვედა ნაწილში – ამფითეატრში 13 საათზე დაიწყება. მასზე დასწრება ნებისმიერი მსურველისთვისაა შესაძლებელი. … Continue reading
პაატა მაისურაძე: ,,მერაბ ველიჯანაშვილმა საკრებულოს წევრებზე ზეწოლა მოახდინა“
16 მაისს, ,,ექოს“ პირდაპირ ეთერში პაატა მაისურაძემ, განაცხადა, რომ ასპინძის გამგებლის, ლევან ცაბაძის წინააღმდეგ არაერთი დოკუმენტი აქვს, რომელიც მის დანაშაულზე მეტყველებს და შესასწავლად პროკურატურას გადაეცა. პაატა მაისურაძემ აგრეთვე ისაუბრა საკრებულოს … Continue reading
ასპინძის გამგებლის წინააღმდეგ აქცია იმართება
ამ წუთებში, ასპინძის მუნიციპალიტეტში გამგებლის წინააღმდეგ აქცია იმართება. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის შენობასთან 50– მდე ადამიანია შეკრებილი. აქციის მონაწილეები მუნიციპალიტეტის საკრებულოში შესვლას გეგმავენ. როგორც ,,ექოს“ პაატა მაისურაძემ აცნობა, რომელიც გამგებლობის ერთერთი კანდიდატი … Continue reading
სპორტიდან – პოლიტიკაში
ასპინძის მუნიციპალიტეტს ახალი გამგებლი ჰყავს. დღეიდან აღმასრულებელი ორგანოს პირველი პირი ლევან ცაბაძეა. მის კანდიდატურას დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს. ლევან ცაბაძის გამგებლად დანიშვნას ყოფილი კანდიდატი აპროტესტებს.
ასპინძაში ლევან ცაბაძის გამგებლად დანიშვნას აპროტესტებენ
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დღეს ახალი გამგებელი აირჩიეს. საკანონმდებლო ორგანოს 22–ვე დეპუტატის გადაწყვეტილებით, გამგეობის პირველი პირი ადგილობრივი მკვიდრი ლევან ცაბაძე გახდა. ყოფილმა გამგებელმა ბესიკ ბექაურმა თანამდებობა 23 აპრილს პირადი განცხადების … Continue reading
სამცხე–ჯავახეთის სატყეო–სამმართველოს უფროსის ვინაობა ცნობილია
ტყისა და ველური ბუნების მართვის დეპარტამენტის, სამცხე–ჯავახეთის სამმართველოს უფროსად ზვიად ლომსაძე მიმდინარე წლის 13 მაისს დაინიშნა. ამის შესახებ ,,ექოს“ ინფორმაცია ბუნებრივი რესურსების სააგენტოს პრესსამსახურმა მიაწოდა. შეგახსენებთ, რომ სამსახურში რეორგანიზაცია მიმდინარეობდა. … Continue reading
თანამშრომლობენ თუ არა გუბერნატორები სამინისტროსთან?
ახალციხის მუნიციპალიტეტი ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად ემზადება. ამ დროისათვის ცენტრალური ბიუჯეტიდან პროექტებისათვის თანხები უკვე გამოყოფილია. მოსახლეობის მთავარი პრიორიტეტი გზისა და სასმელი წყლის მოწესრიგებაა.



You must be logged in to post a comment.