“ქართული ოცნების” წევრები ოლეგ სანდროშვილის გადადგომას მოითხოვენ
კოალიცია “ქართული ოცნების” წევრები დღეს 15:00 საათზე ახალციხის ადმინისტრაციული შენობის წინ შეიკრიბნენ და საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეემა საკრებულოს თავმჯდომარის ოლეგ სანდროშვილის გადადგომა მოითხოვეს. მათი განცხადებით, სანდროშვილი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” … Continue reading
ქალი და პოლიტიკა
ახალციხის დემოკრატიული ცენტრის ორგანიზებით დღეს სადისკუსიო შეხვედრა გაიმართა. მონაწილეებმა პოლიტიკურ საქმიანობაში ქალის როლი და მისი ჩართულობა შეაფასეს. მათ ასევე იმსჯელეს ქართულ პოლიტიკაში არსებული გენდერული დისბალანსის გამომწვევ მიზეზებზეც.
ყოფილი პოლიციელების უფლებების დასაცავად ახალციხეში ორგანიზაცია ჩამოყალიბდა
ახალციხეში ძალოვანი სტრუქტურებიდან გათავისუფლებული პირების უფლებებს დაიცავენ. არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის რეგიონული სამსახური სამცხე–ჯავახეთში დაფუძნდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ თანამშრომლებს დაეხმარება. მისი წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ პოლიციელების უფლებები ქვეყანაში ყველაზე ხშირად ირღვევა, … Continue reading
რას ფიქრობენ ვანო მერაბიშვილის დაკავებაზე ახალციხეში?
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნისა და კახეთის გუბერნატორის სასამართლო პროცესი გაიმართა, რომელსაც პარტიის ლიდერთა ნაწილი დაესწრო. პროცესის მიმდინარეობისას სასამართლოს ეზოში პოლიტპატიმრები შეიკრიბნენ. მათ ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ … Continue reading
ახალგაზრდების გააქტიურების მიზნით პარლამენტს რეკომენდაციები გაეგზავნება
ასოციაცია „დეამ” ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სადისკუსიო შეხვედრა გამართა თემაზე – „ადგილობრივ თვითმმართველობაში ახალგაზრდების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის აქტუალური საკითხები”. შეხვედრას ადგილობრივ მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდები დაესწრნენ.
საირიგაციო წყალსაცავი, შესაძლოა ორი სოფლის დაპირისპირების მიზეზი გახდეს
ასპინძის მუნიციპალიტეტში გაშენებულ წყალსაცავთან დაკავშირებით, აზრთა სხვადსხვაობა გრძელდება. იმ ამბავმა, რომ აშენებული სისტემით მხოლოდ ხიზაბავრის მაცხოვრებლები ისარგებლებენ, სოფელ საროს მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია.
ახალციხეში მუნიციპალური საავადმყოფო გაიხსნება
ახალციხეში მუნიციპალური საავადმყოფო გაიხსნება– ამის შესახებ დღეს დეპუტატებმა საკრებულოს სხდომაზე იმსჯელეს. მათი თქმით, მსგავსი დაწესებულების არსებობისათვის მუნიციპალიტეტი და მედიკოსები ერთობლივად იმუშავებენ. გარდა ამისა, დღესვე დეპუტატებისათვის ცნობილი გახდა, რომ 2013 წლისათვის … Continue reading
რას ფიქრობენ ვანო მერაბიშვილის დაკავებაზე მესხეთში
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი დაკავებულია. საგამოძიებო სამსახურის დასავლეთ საქართველოს ბიუროში ვანო მერაბიშვილის დაკითხვა, რომელიც ოთხ საათის განმავლობაში გრძელდებოდა, მისი დაკავებით დასრულდა.
ვანო მერაბიშვილი დაკავებულია
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი დაკავებულია. საგამოძიებო სამსახურის დასავლეთ საქართველოს ბიუროში ვანო მერაბიშვილის დაკითხვა, რომელიც ოთხ საათს გრძელდებოდა, მისი დაკავებით დასრულდა. პროკურატურის ცნობით, მერაბიშვილმა 5 მილიონი ლარი რამდენიმე ათეულ პირს … Continue reading
კლუბის შენობაში შეხიზნული ჩოქურების ოჯახი
ჩოქურების სამ სულიანი ოჯახი მეშვიდე თვეა სოფელ ფერსის სასოფლო კლუბში ცხოვრობს. საკუთარი სახლიდან მეწყერის გამო იძულებით გასახლებული ოჯახი ნოემბრის შემდეგ მძიმე სოციალური პირობებიდან თავის დაღწევას უშედეგოდ ცდილობს. დაზარალებული ოჯახი დანგრეული … Continue reading
თათბირზე დასახელებული პრობლემები და მათი მოგვარების გზები
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლების რწმუნებულებმა გამგეობის პირველ პირთან ტერიტორიულ გაერთიანებებში არსებული პრობლემები განიხილეს. ადმინისტრაციულ შენობაში გამართულ თათბირზე გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს მოსახლეობის სახელით მათ ძირითადად სასმელი წლის სისტემის მოწესრიგება სთხოვეს. ასევე ისაუბრეს … Continue reading
ახალციხეში შიდსით დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
საქართველოში შიდსით დაღუპულთა ხსოვნის კვირეული გაიმართა. ამასთან დაკავშირებით ახალციხის ახალგაზრდული ცენტრისა და არასამთავრობო ორგანიზაცია ვორდვიჟენ საქართველოს ორგანიზებით, ახალციხეში სხვადსხვა ღონისძიებები მოეწყო. ახალგაზრდული ცენტრის ფორუმისა და პარტნიორი სკოლების წარმომადგენლებმა, მესხეთის … Continue reading



You must be logged in to post a comment.