”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სტუდენტებმა თეატრალური პრემიერა გამართეს

მოყვარული მსახიობების პირველი თეატრალური ნაბიჯი– დღეს სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში პრემიერა გაიმართა. მასში მონაწილეობა სასწავლებლის სხვადახვა ფაკულტეტის სტუდენტებმა მიიღეს. ორი ადამიანის სიყვარულის ისტორია მათ საკუთარ თანატოლებსა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას აჩვენეს.

31/05/2013

ერთწლიანი სწავლება ამერიკაში

მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა – „ფლექსის” ფარგლებში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრა გაიმართა. ახალციხის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლემ, რომელიც აღნიშნული პროგრამით ამერიკაში იმყოფებოდა, დღეს თანატოლებს თავისი გამოცდილება გაუზიარა.

30/05/2013

ასპინძის ყოფილი გამგებელი პარლამენტში ბიუროს უხელმძღვანელებს

     ასპინძის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი ბესიკ ბექაური სამუშაოდ    საქართველოს პარლამენტში გადავიდა. იგი საკანონმდებლო ორგანოში ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატის ტარიელ ლონდარიძის ბიუროს უფროსად, ოფიციალურად მიმდინარე წლის 14 მაისს დაინიშნა. ,,ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლობაზე … Continue reading

30/05/2013

გიორგი მარგველაშვილმა ფოკაში პედაგოგი დააჯილდოვა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ჯავახეთს ესტუმრა. გიორგი მარგველაშვილმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში სომხურენოვანი საჯარო სკოლის პედაგოგი კლარა ფოცხვერაშვილი სამკერდე ნიშნით – “ამაგდარით” დააჯილდოვა

29/05/2013

ვანო მერაბიშვილის მხარდამჭერი აქცია ახალციხეში

ისევე, როგორც საქართველოს სხვა რეგიონებში, დღეს ვანო მერაბიშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ახალციხეშიც გამოვიდნენ. საოლქო პროკურატურასთან სამცხე–ჯავახეთის რამდენიმე, მუნიციპალიტეტიდან ჩამოსული მხარდამჭერები დღის ორი საათისათვის შეიკრიბნენ.

29/05/2013

რას ამბობენ მზის გარშემო გაჩენილ რკალზე ასტრონომები?

28 მაისს დილიდან მზის გარშემო შავი რკალი შეინიშნებოდა. მისი დანახვა შესაძლებელი იყო შეუიარაღებელი თვალითაც. აღნიშნულ ფაქტს ასტრონომები ბუნებრივ მოვლენას უწოდებენ და საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდებენ. მზის ირგვლივ არსებულ ჩრდილს  აბასთუმნის ასტროფიზიკურ … Continue reading

29/05/2013

26 მაისს ახალციხემ სხვადასხვა ღონისძიებით უმასპინძლა

საქართველომ 26 მაისს დამოუკიდებლობის დღე იზეიმა. დღესასწაული თბილისსა და ქვეყნის რეგიონებში განსაკუთრებულად აღინიშნა. ახალციხე ეროვნულ დღესასწაულს არაერთი ღონისძიებით შეხვდა. 26 მაისისადმი მიძღვნილმა სპორტულმა და კულტურულმა სანახაობებმა სტარტი დღის 12 საათზე … Continue reading

27/05/2013

ახალციხეში ეროვნული ჰიმნი თამრიკო ჭოხონელიძემ შეასრულა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ძირითადი ნაწილი ახალციხის ციხის ტერიტორიაზე გაიმართა. რაც საღამოს კონცერტითა და ფეიერვერკით დასრულდა.

27/05/2013

“მხიარული სტარტები” 2013–ის გამარჯვებული ფერსის სკოლა გახდა

მხიარული სტარტები ახალციხეში. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, სპორტული სკოლის შენობაში სახალისო თამაშები გაიმართა. მასში მონაწილეობა მუნიციპალიტეტის 20–მდე სკოლამ მიიღო. დღეს ფინალურ შეხვედრაში ტურნირის პირველადგილოსანი გამოვლინდა, რომელიც შემოდგომაზე … Continue reading

27/05/2013

ავარიული შენობების რეაბილიტაციაზე გამგეობის თათბირზე იმსჯელეს

საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციაში ადგილობრივი მუნიციპალიტეტი დაეხმარება. ამის შესახებ ცნობილი დღეს გამგეობის ტრადიციულ თათბირზე გახდა. ტერიტორიული გაერთიანების რწმუნებულებმა და გამგეობის სამსახურის წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებსა და საჭიროებებზე იმსჯელეს. გარდა ამისა, მათ … Continue reading

27/05/2013

ადიგენში ხელოვნების ნიმუშების გამოფენა მოეწყო

ადიგენის მუნიციპალიტეტმა მასშტაბურ გამოფენა –გაყიდვას უმასპინძლა. ადგილობრივი თვითნასწავლი და პროფესიონალი ხელოვანების ნამუშევრები კულტურის ცენტრში გამოიფინა. ღონისძიებას როგორც ადგილობრივები ასევე მოწვეული სტუმრებიც ესწრებოდნენ. მონაწილეებს კულტურის ცენტრისგან სიგელები გადაეცათ.

25/05/2013

,,ქართული ოცნების” წევრები ოლეგ სანდროშვილის გადადგომას ითხოვენ

აქცია ახალციხეში.  24 მაისს 50- მდე ადამიანი შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე,  ადმინისტრაციული შენობის წინ შეიკრიბა. აქციის მონაწილეები ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომას ითხოვდნენ.

24/05/2013

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე