გაგძელდება თუ არა გაზიფიცირება ადიგენში?!
დაქსელილი ცენტრალური ქუჩა და ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენილი სოფლები. ადიგენის მუნიციპალიტეტში მოსახლეობა გაზიფიცირების გაგრძელებას მოითხოვს. სოფელ უდესა და არალში მილსადენების დამონტაჟება სექტემბრის თვიდან დაიწყო, თუმცა ამ დრომდე პროექტი არ დასრულებულა.
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ახალი სამსახური ყალიბდება
ტურიზმის განვითარების მიზნით, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ახალი სამსახური ყალიბდება. ბესიკ ბლიაძის ინფომაციით, სამსახურს პროფესიონალი პიროვნება უხელმძღვანელებს, რომელიც ტურისტების მოზიდვასა და დარგის პოპულარიზაციაზე იქნება ორიენტირებული. „ტურისტების მოზიდვის კუთხით, ჩვენ, ახალ სამსახურს … Continue reading
საინფორმაციო გამოშვების დღის მთავარი თემები
ნახეთ დღეს, “მეცხრე არხის” ეთერში. 21:30 საათზე
ავტოსაგზაო შემთხვევა ახალციხე–ასპინძის გზატკეცილზე
რამდენიმე წუთის წინ ახალციხე–ასპინძის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სამარშუტო ტაქსი და “ვაზ–06” მარკის ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოყოლია. მსუბუქ ავროტომობილში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა. სამარშრუტო ტაქსი ახალციხიდან ტოლოშის მიმართულებით … Continue reading
“დემოკრატ-მესხთა კავშირი” საზოგადოებას უფასო კონსულტაციებს სთავაზობს
არასამთავრობო ორგანიზაცია “დემოკრატ–მესხთა კავშირი” სამცხე–ჯავახეთის მოსახლეობას უფასო იურიდიულ მომსახურებას სთავაზობს. ამასთან დაკავშირებით, მესამე სექტორის წარმომადგენლებმა პრენსკონფერენცია გამართეს.
ახალციხის სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნებმა დარღვევების გარეშე ჩაიარა
დღეს, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოს – სამეურვეო საბჭოს არჩევნები ჩატარდა. კანდიდატებს შორის მშობლებმა და პედაგოგებმა თავიანთი არჩევანი გააკეთეს. ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის დიანა ინასარიძის ინფორმაციით, … Continue reading
16 ივნისს დასუფთავების საყოველთაო აქცია გაიმართება
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამიონისტროს ინიციატივით დასუფთავების აქცია, რომელიც ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება, ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან დაიწყო. დაბა წაღვერში პარკის დასასუფთავებლად მინისტრის მოადგილე ჩავიდა.
ფიზიკური აღზრდა სკოლებში
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სპორტის გაკვეთილები მოსწავლეებს კვირის განმავლობაში 2 საათი უტარდებათ. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს დრო განტვირთვისათვის და ფიზიკური განვითარებისათვის საკმარისია. ნაწილს მიაჩნია, რომ სპორტის გაკვეთილები ყოველ დღე უნდა ჰქონდეთ.
ერთკვირიანი მუშაობა ამერიკელ კოლეგებთან ერთად
ამერიკელი კოლეგების ვიზიტის ბოლო დღე ტელეკომპანია “მეცხრე არხში”. პენსილვანიის შტატში არსებული ტელევიზია “დაბლიუაისის”გენერალური მენეჯერი პემფორსაიტი და კრეატიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი შეინ კრეიგი ახალციხიდან გაემგზავრნენ.
ქართველი გამომცემლები სამინისტროს წინააღმდეგ
“აქცია–პროტესტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინააღმდეგ” – ამ სახელწოდების საპროტესტო აქცია ჯავახეთში გამომცემლობა “ინტელექტის” დირექტორმა გამართა. კახა კუდავა ახალქალაქის პირველ და მეორე საჯარო სკოლებს ესტუმრა და მოსწავლეეებს საჩუქრად გამომცემლობების: … Continue reading
სტიქიამ ადიგენში სამი სოფლის მოსახლეობა დააზარალა
6 ივნისს ძლიერმა სეტყვამ მუნიციპალიტეტის სამი სოფლის მოსახლეობა დააზარალა. განადგურდა სასოფლო–სამეურნეო სავარგულები, ბოსტნეულის ნარგავები და ხეხილის ბაღები. დაზიანებული ტერიტორიები მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა მოინახულეს.
თბილისში “მე–9 არხის” ოპერატორის ფოტო გამოფენა გაიმართება
ახალციხის ტელეკომპანია “მეცხრე არხის” ოპერატორი ფოტო გამოფენისთვის ემზადება სერგო ფიდანიანს თბილისის საქალაქო ბიბლიოთეკა 10 ივნისს უმასპინძლებს.



You must be logged in to post a comment.