ასპინძის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირება გაგრძელდება?!
ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენილი სოფლები. გაზიფიცირების პროცესი, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, ოქტომბრის თვეში შეჩერდა. ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლებს: საროსა და ხიზაბავრას, ბუნებრივი აირი მხოლოდ ორი კვირის განმავლობაში მიეწოდებოდა.
როგორ აგრძელებენ ცხოვრებას ყოფილი პატიმრები
საყოველთაო ამნისტიის შედეგად, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 10 ათასზე მეტი პატიმარი გათავისუფლდა. მათი ნაწილი დღეს ამბობს, რომ მთავარი საზრუნავი დასაქმება და საზოგადოებაში რესოციალიზაციაა.
მოძრაობის წესების დარღვევისას ჯარიმების ნაწილი განახევრდება
საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შემთხვევაში დაწესებული ჯარიმების ნაწილი განახევრდება. ამის შესახებ, საქართველოს საპარტულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, დავით ცინცაძემ, პრესასთან საუბრისას განაცხადა. აღნიშნულ ცვლილებებს ახალციხელი მძღოლებიც გამოეხმაურნენ. მათი თქმით, 125 -ე … Continue reading
გაუგებრობით შეფერხებული ვაქცინაცია სოფელ ანში გაგრძელდება
ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში გამგეობის პირველი პირისა და ტერიტორიული გაერთიანების რწმუნებულების მორიგი შეხვედრა გაიმართა. თათბირის ძირითადი განსახილველი თემები, სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონულ სამმართველოში შექმნილი გაუგებრობა და ახალციხეში სასმელი წყლის სარეაბილიტაციო … Continue reading
ახალციხეში ცნობილი კომპოზიტორების საღამო გაიმართა
კახა ცაბაძისა და ელიზბარ ლონდარიძის შემოქმედება დღეს ახალციხის სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა თავად ავტორებისათვის შეასრულეს. ცნობილი ქართველი კომპოზიტორების სტუმრობა მათ ღონისძიებით აღნიშნეს და საკუთარი მუსიკალური შესაძლებლობები აჩვენეს. ღონისძიებაზე საფორტეპიანო ნაწარმოებები და … Continue reading
აბასთუმანში ისტორიული შენობები ნგრევის პირასაა
აბასთუმნის მოსახლეობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვას მოითხოვს. კურორტზე არსებული შენობები, რომლებიც ,,წითელ წიგნშია” შეტანილი, ნგრევის პირასაა. დროთა განმავლობაში დაზიანდა ხის შენობების ფასადები, კედლები და სახურავი. ადგილობრივების თქმით, ყველა ისტორიულ სახლში წვიმის … Continue reading
სამცხე-ჯავახეთში ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა
ტურისტული სეზონის დადგომასთან ერთად სამცხე-ჯავახეთში ვიზიტორების რაოდენობა იზრდება. საინფორმაციო ცენტრების მონაცემებით, ტურისტების რიცხვმა იმატა ახალციხის ციხეში. ბორჯომში კი გასულ წელთან შედარებით, დამსვენებელთა რაოდენობა იანვრის შემდეგ 700-მდე ადამიანითაა გაზრდილი. რეგიონში ვიზიტორების … Continue reading
ახალგაზრდებმა გენდერის საკითხებზე შეხვედრა გამართეს
რამდენად აქტიურები არიან ქალები საქართველოში, როგორია გენდერული თანასწორობის ხარისხი და რამდენად ჩართულები არიან მანდილოსნები პოლიტიკურ საქმიანობაში-ეს საკითხები ახალციხის პირველი სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა, დემოკრატ ქალთა საზოგადოების ცენტრის ხელმძღვანელთან ერთად განიხილეს. … Continue reading
3 თვიანი ლოდინის შემდეგ მოსახლეობას გამგეობაში გაგზავნილ წერილებზე უპასუხებენ
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა, მოსახლეობის მიერ გაგზავნილ, იმ წერილებზე დაიწყო პასუხის გაცემა, რომელიც 3 თვის მანძილზე უპასუხოდ იყო დარჩენილი.
ახალციხელმა მოსწავლეებმა ტაო–კლარჯეთი ფირზე აღბეჭდეს
შთაბეჭდილებები ტაო-კლარჯეთზე. დღეს ახალციხის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მშობლებისა და პედაგოგებისათვის, ისტორიულ ტაო-კლარჯეთზე ფილმის ჩვენება მოაწყეს, რომელიც ახალგაზრდებმა თავად გადაიღეს.
ტელეოპერატორის პირველი პერსონალური გამოფენა
სერგეი ფიდანიანმა პირველი პერსონალური გამოფენა გამართა. ტელეკომპანია ,,მე–9 არხის” ოპერატორმა საკუთარი ნამუშევრები დღეს ფართო საზოგადოებას გააცნო. თბილისში, ეროვნული საჯარო ბიბიოთეკის ადმინისტრაციულ კორპუსში, ფოტოგრაფმა ფსიქოლოგიური პორტრეტები და სოციალური თემატიკა წარმოადგინა.



You must be logged in to post a comment.