ახალქალქის რაიონულ სამმართველოს ახალი უფროსი ჰყავს
ახალქალაქის რაიონული სამმართველოს უფროსი შალვა ლომსაძე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებულია. მისი ადგილი ნიკოლოზ ხუციშვილმა დაიკავა.
სოფელ სხვილისში, ახალი სკვერი შშმ პირებისთვის ადაპტირებული იქნება
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა მელიქიძე, სოფელ სხვილისში სკვერის რეაბილიტაციას გაეცნო. სკვერის ტერიტორია ტერასული ტიპისაა. ისინი ერთმანეთს კიბეებითა და შშმ პირებისათვის გათვალისწინებული პანდუსებით უკავშირდება.
სააჩევნო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები პარტიების ახალგაზრდებმა განიხილეს
სააჩევნო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები, საარჩევნო ადმინისტრაციის სისტემა და მედია გარემო – ამ საკითხებზე იმსჯელეს პარტიების ახალგაზრდული გუნდის წევრებმა.
ახალციხის ყველა სკოლაში სწავლა დაიწყო
15 სექტემბერს 2016–17 სასწავლო წელი დაიწყო. საგანამანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, სწავლა ახალციხის მუნიციპალიტეტის 38 საჯარო და ერთ კერძო სკოლაში განახლდა.
ახალციხის თემის სკოლების მოსწავლეებს, სწავლის დაწყება, გამგეობის პირველმა პირებმა მიულოცეს
15 სექტემბერს, საქართველოს მასშტაბით, ახალი 2016–2017 სასწავლო წელი დაიწყო. სწავლა ახალციხის მუნიციპალიტეტის 31 საჯარო სკოლაში განახლდა.
საქართველოში ინკლუზიური ტურიზმის განვითარება, ვარძიიდან იწყება
ლევან არეშიძე ვარძიის სამონასტრო კომპლექსს გზიდან ათვალიერებს. ეტლით მოსარგებლეებისთვის, ისტორიული ძეგლის მონახულება, შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო შეუძლებელია.
სვირის საარჩევნო უბანზე კომისიის ახალი თავმჯდომარე აირჩიეს
სვირის მეოცე საარჩევნო უბანზე კომისიის ახალი თავმჯდომარე აირჩიეს. სხდომა 13 სექტემბერს გაიმართა. წევრების გადაწყვეტილებით, საარჩევნო უბანს ცირა ყიფიანი უხელმძღვანელებს.
ახალციხის მერობის კანდიდატების სამომავლო გეგმები
8 ოქტომბერს ახალციხელ ამომრჩეველს, სხვა მოქალაქეებისგან განსხვავებით, კიდევ ერთი არჩევანის გაკეთება მოუწევს. საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, ახალციხეში მერის შუალედური არჩევნებიც იმართება. ქალაქის პირველი პირის მანდატის მოსაპოვებლად, ხუთი კანდიდატი იბრძვის.
ახალციხის პირველი საჯარო სკოლის შენობაში სწავლა არ განახლდება
ახალციხის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები ახალ სასწავლო წელს სხვა სკოლებში შეხვდებიან. 943 ახალგაზრდა კვლავ ქალაქის მესამე და მეექვსე სკოლებში გადანაწილდება. ამის მიზეზი პირველი სკოლის შენობაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებია.
ვარძიის დათვალიერება შშმ პირებს სრულყოფილად შეეძლებათ
საქართველოში პირველად, ინკლუზიური ტურიზმის განვითარებისთვის სამუშაოების დაწყება იგეგმება. შედეგად, შშმ პირებს ვარძიის კომპლექსის სრულყოფილად დათვალიერება შეეძლებათ.
“საუნივერსიტეტო ქრონიკები”
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. უმაღლესი სასწავლო დაწესებულების რექტორმა მერაბ ბერიძემ სტუდენტებსა და პროფესორ–მასწავლებლებს 26–ე სასწავლო წლის პირველი დღე მიულოცა.
ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიაში დროებითი მმართველი დაინიშნა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის დროებით მმართველად, გორისა და ატენის ეპარქიის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა) დაინიშნა. ინფორმაცია დღეს, 12 სექტემბერს, ეპარქიის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.



You must be logged in to post a comment.