”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხეში ავარიას 26 წლის ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა

25 ივნისს ახალციხეში ავარიას  ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.  ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ მინაძესთან დაახლოებით 20 საათზე  მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი სკუტერით მოძრაობდა, რა დროსაც საჭე ვერ დაიმორჩილა და მერსედერსის მარკის … Continue reading

25/06/2013

შშმ პირების საკითხების გაშუქება მედიაში და დისკრიმინაციული ტერმინოლოგია

კახეთის დასასვენებელმა კომპლექსმა „ლოპოტამ”  საქართველოს მედიის წარმომადგენლებს უმასპინძლა. სემინარებზე, რომელიც  ორი დღის   მანძილზე მიმდინარეობდა ჟურნალისტებმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსა და მათ მიმართ საზოგადოებაში გავრცელებულ ტერმინებზე იმსჯელეს.

25/06/2013

რატომ გაჭიანურდა კონკურსის გამოცხადება ახალციხის გამგეობაში?

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საკონკურსო კომისია მიმდინარე კვირაში შეიქმნება, რის შემდეგაც თანამდებობებზე კონკურსი გამოცხადდება. გამგეობის თანამშრომლებმა გათავისუფლების თაობაზე განცხადება 10 აპრილს დაწერეს. დაანონსებული საკადრო ცვლილებები კი ამ დრომდე არ განხორციელებულა.

25/06/2013

ხვალ უდეში ანთიმოზობას იზეიმებენ

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში ხვალ ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღეს იზეიმებენ. ამ დღესასწაულს ადგილობრივები ცნობილი საეკლესიო და საერო მოღვაწის, როგორც ამ სოფლის მკვიდრის ხსოვნის პატივსაცემად აღნიშნავენ. ყოველი წლის 26 ივნისს, დღესასწაულის … Continue reading

25/06/2013

მეუფე თეოდორე: ,,არ მეგონა ასეთი ქართული სული თუ იტრიალებდა”

24 ივნისს ვალის სამრევლო სკოლის აღსაზრდელებმა, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორესადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართეს. საღამოზე, მონაწილეებმა პარტიარქის ცხოვრების დეტალები წარმოადგინეს და მის მიერ დაწერილი საგალობლები შეასრულეს. კონცერტი ვალის კულტურის სახლში … Continue reading

25/06/2013

ქუჩის კალათბურთის მსოფლიო ფინალისტი ახალციხეში გამოვლინდა

ქუჩის კალათბურთის მსოფლიო ფინალისტი რაბათში გამოვლინდა. ტურნირი, რომელშიც მონაწილეობა ქვეყნის 64–მა კალათბურთელმა მიიღო, ახალციხის ციხის ტერიტორიაზე გაიმართა. 5 საათიანი დაძაბული თამშის შემდეგ, გამარჯვება სოხუმის გუნდის სპორტსმენმა მოიპოვა. ქართველი მოთამაშე მსოფლიო … Continue reading

25/06/2013

ახალციხელი ჟურნალისტების აქცია

დღეს 13:00 საათზე, საქართველოს დედაქალაქში  გამართულ საპროტესტო აქციას ახალციხელი ჟურნალისტებიც შეურთდნენ. ლეიკემიითა და სოლიდური სიმსივნეებით დაავადებული ბავშვების გადასარჩენად მედიის წარმომადგენლები მთელი საქართველოს მასშტაბით გაერთიანდნენ. „მთავრობავ გამოფხიზლდი“,  „ლეიკემიითა და სიმსივნით დაავადებულ … Continue reading

25/06/2013

გამოჩენილ ხელოვან ადამიანებს საპატიო ახალციხელის წოდება მიენიჭებათ

კომპოზოტორს ვაჟა აზარაშვილს, ვირტუოზ გიტარისტს თემურ ყვითელაშვილს და რეჟისორს თემურ ჩხეიძეს საპატიო ახალციხელის წოდება მიენიჭებათ. ეს ინფორმაცია ცნობილი, დღეს, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყოველკვირეულ თათბირზე გახდა. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ხელოვანი ადამიანები … Continue reading

25/06/2013

ახალციხე ფეხბურთის საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს

ახალციხის ცენტრალური სტადიონი მესხეთის საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალს უმასპინძლებს. ჩემპიონატში მონაწილეობას 1997–98 წლებში დაბადებული ახალგაზრდები მიიღებენ. საქართველოს სხვადასხვა რეგიონის გუნდების გარდა, ტურნირზე  სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებიც იასპარეზებენ.  პირველობის მოსაპოვებლად 12 გუნდი … Continue reading

24/06/2013

კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების ცენტრი ახალციხეში

ICCN–მა საქართველოს სამი რეგიონის ჟურნალისტებისათვის ახალციხეში ტრენინგი გამართა. მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა სპეციალისტებთან ერთად, მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობის შესახებ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა განიხილეს.  

23/06/2013

სულთმოფენობის დღესასწაული ახალციხეში

დღეს მართლმადიდებლურმა სამყარომ სულთმოფენობის დღესასწაული აღნიშნა. ამასთან დაკავშირებით ისევე, როგორც მთელს საქართველოში, სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ახალციხეში მოქმედ ტაძრებშიც აღევლინა. რაბათის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიაში საზეიმო ლიტურგია ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა აღავლინა. … Continue reading

23/06/2013

კალათბურთში მსოფლიო ფინალისტი ვახტანგ ქადარია გახდა

  ახალციხის ციხის ტერიტორიაზე ამ წუთებში დასრულდა  ქუჩის კალათბურთის ერთერთი ცნობილი ჩემპიონატის – Red Bull King of the Rock 2013–ის საქართველოს ოფიციალური,  შესარჩევი ეტაპი. შეჯიბრში ერთმანეთს 64 მონაწილე შეხვდა. 5 საათიანი დაძაბული … Continue reading

22/06/2013

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე