მესხეთში საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალი დღეს გაიხსნა
ახალციხეში მესხეთის საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალი გაიხსნა. მასში მონაწილეობას საქართველოს გარდა, კიდევ ორი ქვეყნის სომხეთისა და აზერბაიჯანის ნაკრებები იღებს. მიხეილ იაძის სახელობის, ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე ფესტივალის ფარგლებში, პირველი შეხვედრები უკვე გაიმართა. … Continue reading
ადიგენში მომხდარ სტიქიაზე პარლამენტი მომავალ სხდომაზე იმსჯელებს
ივნისის თვეში, ადიგენის მუნიციპალიტეტში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში მომავალ სხდომაზე იმსჯელებენ. ამის შესახებ ,,ექოს” ადიგენის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ზურაბ ჩილინგარაშვილმა აცნობა. ,,ადიგენში მომხდარი … Continue reading
სტიქიით დაზარალებული ადიგენი მთავრობის პასუხს ელოდება
ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, საქართველოს მთავრობას სტიქიის ზარალის შედეგების შესახებ, წერილობითი ფორმით 21 ივნისს აცნობა. თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიუღია. ადიგენი ძლიერმა სეტყვამ და წვიმამ ივნისის თვეში ორჯერ დააზარალა. სტიქიის … Continue reading
სამი დღეა ვალელები სასმელი წყლის გარეშე არიან
ვალის მოსახლეობა სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი. როგორც დაბაში ამბობენ, დასახლებას სამი დღეა სასმელი წყალი არ მიეწოდება. ქალაქ ვალის რწმუნებულმა, ზურაბ ნასყიდაშვილმა ,,ექოსთან” საუბარში განმარტა, რომ პრობლემა დასახლებაში, წყლის რეზერვუარში … Continue reading
ტავრიელი დუხობორების დეპორტაცია საქართველოში და მათი იდენტობა
”ტავრიელი დუხობორების დეპორტაცია საქართველოში და მათი იდენტობა”-ამ სახელწოდების პროექტის პრეზენტაცია 26 ივნისს ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა, რომელიც ზაზა დარასელის ჯურნალისტიკის განვითარებისა და ხელშეწყობის ფონდის მიერ დაფინანსდა. პროექტის ფარგლებში ვებგვერდი … Continue reading
მაია კობახიძე ახალციხელ პედაგოგებს შეხვდა
სამწლიანი პაუზის შემდეგ ახალციხეში პროფკავშირების შეხვედრა გაიმართა. მუნიციპალიტეტის სკოლების წარმომადგენლებს საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი შეხვდა. მაია კობახიძემ მონაწილეებს ორგანიზაციის შესახებ ინფომაცია მიაწოდა, მათი პრობლემები მოისმინა და … Continue reading
ევროკავშირის წარმომადგენლებმა საზღვრისპირა რეგიონების განვითარებაზე იმსჯელეს
ახალციხის დემოკრატული ჩართულობის ცენტრში ევროკავშირის ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.
ანთიმოზობას უდეში ათი მიტროპოლიტი დაესწრო
10 მიტროპოლიტი და ანთიმოზობა სოფელ უდეში. ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღე ადიგენის მუნიციპალიტეტში განსაკუთრებულად აღინიშნა. ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგიას ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტის გარდა სინოდის 9 წევრი დაესწრო. დღესვე … Continue reading
ჟურნალისტები საერთო მიზნისთვის გაერთიანდნენ
25 ივნისს 13 საათზე, საქართველოს დედაქალაქში გამართულ საპროტესტო აქციას ახალციხელი ჟურნალისტებიც შეურთდნენ. ლეიკემიითა და სოლიდური სიმსივნეებით დაავადებული ბავშვების გადასარჩენად მედიის წარმომადგენლები მთელი საქართველოს მასშტაბით გაერთიანდნენ.
რჩევები დამწყებ ბიზნესმენებს
როგორ დავიწყოთ ბიზნესი და როგორ გავხადოთ ის მომგებიანი, რა ნიუანსები უნდა გავითვალისწინოთ და როგორ დავძლიოთ კონკურენცია -ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ახალციხის ახალგაზრდულ ცენტრში ტრენინგ-შეხვედრა მოეწყო.
უდეში ანთიმოზობას ქვეყნის 9 მიტროპოლიტი ესწრება
ანთიმოზობასა უდის ტაძარში 9 მიტროპოლიტი ესწრება. ამ წუთებში, უდის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღეს ზეიმობენ. სადღესასწაულო წირვა–ლოცვას ქვეყნის 9 მიტროპოლიტი ესწრება. საზეიმო ლიტურგიას მოგვიანებით კიდევ ერთი, ცაგერისა … Continue reading
ბორჯომში ხის მავნებლებთან ბრძოლა დაიწყეს
ბორჯომის მუნიციპალიტეტს, დღეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ეწვია. მან ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ტყის ხმობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ღონისძიებების გატარება დაგეგმა.



You must be logged in to post a comment.