თამაზ თევზაძემ ახალციხეში სპორტის სფეროში არსებული პრობლემები განიხილა
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე ახალციხეს ესტუმრა. თამაზ თევზაძემ რეგიონის ექვსი მუნისიპალიტეტის წარმომადგენლებს, სამინისტროს რეკომენდაციები წარუდგინა. მან ასევე სპორტის სფეროში, რეგიონის მასშტაბით არსებულ პრობლემებზეც ისაუბრა.
“ბორჯომსა” და “ნაბეღლავზე” მოსაკრებელი ოქტომბრიდან გაიზრდება
“ბორჯომისა” და “ნაბეღლავის” მინერალურ წყლებზე კანონით დადგენილი მოსაკრებლის გაზრდის გადაწყვეტილება მიღებულია. “ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლების შესახებ” კანონპროექტი პარლამენტმა გუშინ მესამე მოსმენით მიიღო. “ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლების შესახებ” ჯერ კიდევ … Continue reading
ყველაზე კორუმპირებული ინსტიტუტები საქართველოში
ყველაზე კორუმპირებული ინსტიტუტები საქართველოში. ორგანიზაცია ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, საზოგადოება სასამართლოს ყველაზე კორუმპირებულ ორგანოდ მიიჩნევს. აღნიშნულთან დაკავშირებით საკუთარი აზრი დააფიქსირეს მესხეთშიც. ისევე, როგორც კვლევის შედეგებში, ახალციხელთა უმრავლესობა … Continue reading
ნუგზარ სამარჯიშვილი: ,,ახალციხის სასამართლო მხარე იყო, რის გამოც ობიექტური ვერ იქნებოდა”
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე ეჭვმიტანილ სამ პიროვნებას, 9 ივლისს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, ჯარიმის სახით 100–100 ლარის გადახდა დააკისრა. ბექა თურმანიძე, შალვა ლეკიშვილი და დავით გონგლაძე საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო სამართალდამცავებმა 8 … Continue reading
წყლის მოთხოვნით ახალშენის მოსახლეობამ გზა გადაკეტა
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის მოსახლეობამ აქცია გამართა. ადგილობრივებმა პროტესტის ნიშნად სოფელ ურავლამდე მისასვლელი გზა გადაკეტეს და სასმელი წყლის მიწოდება ამ ფორმით მოითხოვეს. ისინი აცხადებენ, რომ წყალი ახალშენში მესამე კვირაა არ … Continue reading
რეგიონის განვითარების 5 წლიანი გეგმა და პრიორიტეტები
სამცხე–ჯავახეთის განვითარების სტრატეგიულ გეგმას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განიხილავენ. პროექტის დამტკიცების შემდეგ დოკუმენტი რეგიონს გადმოეგზავნება, რომლითაც, მუნიციპალიტეტები 5 წლის განმავლობაში იხელმძღვანელებენ.
რატომ არ სტუმრობენ ტურისტები საფარას?
ტურისტული ინფრასტრუქტურა სამცხე–ჯავახეთში. რა მდგომარეობაშია ისტორიულ ძეგლებამდე მისასვლელი გზები და რამდენად კმაყოფილი რჩება რეგიონში ჩამოსული დამთვალიერებელი არსებული პირობებით.
ახალციხეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე ეწვევა
დღეს ახალციხეს საქართველოს სპორტისა და ახლგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე ეწვევა. თამაზ თევზაძე შეხვედრას, ადმინისტრაციული შენობის სხდომათა დარბაზში, დღის 12 საათზე გამართავს. მინისტრის მოადგილე სამცხე–ჯავახეთის ექვსივე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს შეხვდება და … Continue reading
მეუფე თეოდორე: “დროულად უნდა მოხდეს ქართველი სპეციალისტების ჩართვა იშხნის რესტავრაციის პროცესში”
საქართველოს საპატრიარქო შესაბამის სამთავრობო სტრუქტურებს მიმართავს, დროულად მოხდეს ქართველი სპეციალისტების ჩართვა იშხნის რესტავრაციის პროცესში , – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსის, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტის, თეოდორე (ჭუაძის) მიერ გავრცელებულ … Continue reading
სამართალდარღვევაში ეჭვმიტანილებს განაჩენი გამოუტანეს
სამართალდარღვევის ფაქტზე დაკავებულ ეჭვმიტანილ პირებს განაჩენი გამოუტანეს. სასამართლომ თითოეულ პირს 100–100 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა, რომელიც ბრალდებულებმა 7 დღის განმავლობაში უნდა დაფარონ. 5 ივლისს ახალციხის რაიონული სასამართლოს შენობის … Continue reading
გამგეობაში სოციალური დახმარების სახელმწიფო პროგრამა დაიწუნეს
საყოველთაო ჯანდაცვა და სოციალური დახმარების სახელმწიფო პროგრამა– ამ საკითხებზე სასაუბროდ გამგეობის ტრადიციულ თათბირზე სოციალური მოსახურების სააგენტოს წარმომადგენლები მივიდნენ. ტერიტორიული გაერთიანების რწმუნებულებისა და გამგეობის თანამშრომლების მხირდან, სახელმწიფო დახმარების პროგრამამ, ხმაური გამოიწვია. … Continue reading
ვარდავარის დღესასწაული ახალციხეში
სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ ვარდავარის დღესასწაული აღნიშნა. იგი გრიგოლ განმანათლებლის სახელობის სომხურ სამოციქულო ტაძარში წირვით დაიწყო და ეკლესიის ეზოში წუწაობის რიტუალით დასრულდა.



You must be logged in to post a comment.