საინფორმაციო აქცია სასამართლოსთან
მორიგი აქცია ახალციხის რაიონულ სასამართლოსთან. ბოლო პერიოდში ახალციხეში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციათა წარმომადგენლებმა და პოლიტპატიმრებმა საინფორმაციო აქცია გამართეს, რითაც მათ მართლმსაჯულებას სწორი გადაწყვეტილების მიღებისაკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს.
გაყიდული ტბა და მასთან დაკავშირებული პრობლემები
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბაწყურში მდებარე ტბით ადგილობრივი მოსახლეობა სამი წელია ვეღარ სარგებლობს. 2010 წელს ფორმალურ აუქციონზე გაყიდული ტბა, ამ დროისათვის, კერძო საკუთრებაშია. მოსახლეობა ირწმუნება, რომ სომხეთში მცხოვრებმა ბიზნესმენმა ის … Continue reading
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 13 ივლისს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ “წმინდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას” – სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II სადღესასწაულო წირვას სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შეასრულებს. სვეტიცხოვლობის დღესასწაული … Continue reading
საბავშვო ბაღებში გადასახადის აკრძალვის გადაწყვეტილება მიღებულია
საბავშვო ბაღებში გადასახადის აკრძალვის გადაწყვეტილება მიღებულია. პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” და “საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” კანონებში შესატანი ცვლილებები დღეს მესამე, საბოლოო მოსმენით დაამტკიცეს. ცვლილებების თანახმად, სკოლამდელი … Continue reading
NDI–მათი რიცხვი, ვინც მიიჩნევს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, შემცირებულია
NDI-ის კვლევის თანახმად, წინა კვლევასთან შედარებით შემცირებულია იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც მიიჩნევს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება. როგორც NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა ლუის ნავარომ დღევანდელი პრეზენტაციისას აღნიშნა, მარტში ჩატარებულ გამოკითხვაში, … Continue reading
რაბათის თემასთან დაკავშირებით კულტურის სამინისტრო პრეზიდენტს პასუხობს
საქართველოს კულტურის სამინისტრო პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებას პასუხობს. “11 ივლისს საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ახალციხის რაბათის დანგრევასა და რაბათის აჰმედიეს მეჩეთზე ოთხი მინარეთის დაშენებას აპირებს. სრული პასუხისმგებლობით … Continue reading
ადგილობრივ თვითმმართველობაში მშენებელ კომპანიებს არჩევენ
ახალციხის მუნიციპალიტეტის თვთმმართველობამ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოების შემსრულებელი 20 კომპანია და ინდმეწარმე შეარჩია. კონკრეტულად ვინ ჩაიბარებს პროექტებს, ადმინისტრაციულ შენობაში გამართულ შეხვედრაზე არ დასახელდა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ … Continue reading
მამუკა ხვედელიანის გათავისუფლებას მდუმარე აქციით აპროტესტებენ
ამ წუთებში, ახალციხის რაიონულ სასამართლოსთან მდუმარე აქცია მიმდინარეობს, რომელსაც ,,სახალხო პარტიის“ წევრები და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები უერთდებიან. ახალციხეში საპროტესტო აქციაზე იმყოფებიან გოგა ხაინდრავა, მელორ ვაჩნაძე, ლევან გოგიჩაიშვილი და სხვა … Continue reading
რა მიზეზით იხურება ასპინძის გაზეთი?
ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის ოფიციალური ბეჭდვითი ორგანო, გაზეთი “ასპინძის მაცნე” გაუქმდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოში გამართულ სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომაზე მიიღეს. აღნიშნულმა საკითხმა, რედაქციაში მომუშავე ჟურნალისტების … Continue reading
ახალციხისა და აწყურის ბიბლიოთეკებში თანამდებობა ორმა თანამშრომელმა დატოვა
ახალციხისა და აწყურის ბიბლიოთეკებში საკადრო ცვლილება განხორციელდა. 1 ივლისიდან თანმადებობა 2–მა თანამშრომელმა დატოვა. ახალციხის კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების უფროსი ირწმუნება, რომ მათი გათავისუფლების მიზეზი ხელშეკრულების ვადის ამოწურვაა და საკადრო ცვლილებას … Continue reading
სოფელი სტატუსის გარეშე
დასახლება, სოფლის სტატუსის გარეშე და მასთან დაკავშირებული პრობლემები. ახალშენის მოსახლეობა სტატუსის მინიჭებას ითხოვს. ანდრიაწმინდის ტერიტორიულ გაერთიანებაში არსებული დასახლების მაცხოვრებლები მის მიღებას რამდენიმე წელია უშედეგოდ ცდილობენ. იმის გამო, რომ ტერიტორიას სოფლის … Continue reading
საპატრიარქო იშხნის რესტავრაციაში ქართველი სპეციალისტების ჩართვას ითხოვს
საქართველოს საპატრიარქო შესაბამის სამთავრობო სტრუქტურებს მიმართავს, დროულად მოხდეს ქართველი სპეციალისტების ჩართვა ტაო-კლარჯეთში, კერძოდ, იშხნის რესტავრაციის პროცესში. ამის შესახებ დღეს სპეციალური განცხადება, კათოლიკოს პატრიარქის ქორეპისკოპოსმა და ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა გააკეთა. … Continue reading



You must be logged in to post a comment.