ახალგაზრდული საკრებულოს წევრებმა კვლევის შედეგები შეაჯამეს
არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატ მესხთა კავშირის” ახალგაზრდული საკრებულოს წევრებმა გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლებს კვლევის შედეგები წარუდგინეს. რომელიც 18 სოფელსა და 2 ქალაქში ჩატარდა. გამოკითხვა თვითმმართველობის საქმიანობაში მოსახლეობის ნდობასა და ინფორმირებულობას შეეხო.
თათბირზე განხილული თემები
რატომ ვერ მიიღო მოსახლეობამ სასოფლო სამეურნეო ბარათები?–ეს კითხვა ახალციხის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ტრადიციულ თათბირზე დასვა. სოფლის რწმუნებულებმა კი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი არგუმენტები წარმოადგინეს.
სამცხე-ჯავახეთში ახალი პარტია დაფუძნდა
სამცხე-ჯავახეთში პარტია „სოციალ–დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის” დაფუძნდა. პარტიის ჩამოსაყალიბებლად რეგიონს სოციალ-დემოკრატების” ლიდერი ესტუმრა. გია ჟორჟოლიანი მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.
მეუფე თეოდორე – პატრიარქმა რუსეთის პრეზიდენტისგან მიიღო დაპირება, რომ ახლო მომავალში ლტოლვილების დაბრუნებაში ჩაერთვება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა რუსეთის პრეზიდენტისგან მიიღო დაპირება, რომ ახლო მომავალში ლტოლვილების დაბრუნებაში ჩაერთვება, – ამის შესახებ წუხელ, სიონის ტაძარში ჟურნალისტებთან საუბრისას ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, მეუფე თეოდორე ჭუაძემ განაცხადა. … Continue reading
ოზურგეთის თეატრმა ახალციხეში გასტროლები დაასრულა
ოზურგეთის თეატრმა ახალციხეში გასტროლები დაამთავრა. მსახიობებმა მაყურებელს დღეს ბოლო სპექტაკლი ოთარ ბაღათურიას ”მეფე ლირი თავშესაფარში” შესთავაზა. სცენარის მიხედვით მოქმედება ერთ-ერთ თავშესაფარში ხდება. შენობა იყიდება, რასაც მობინაადრეები სასტიკად ეწინააღმდეგებიან.
ფერმერები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფომ ისინი მოატყუა
დაგვიანებული თუ არ მიღებული სასოფლო ბარათები-უნწაში მოსახლეობის ნაწილს სასოფლო-სამეურნეო ბარათები სახელმწიფოსგან ამ დრომდე არ მისვლია. ადგილობრივები ამბობენ, რომ აღნიშნული საკითხით ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობას რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა პრობლემა კვლავ მოუგვარებელია.
რწმუნებულებს მოხსენებითი ბარათების დაწერა დაევალათ
რატომ ვერ მიიღო მოსახლეობამ სასოფლო სამეურნეო ბარათები?– ეს კითხვა დღეს ახალციხის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ტრადიციულ თათბირზე დასვა.ბესიკ ბლიაძემ ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულებს მოხსენებითი ბარათის დაწერა დაავალა, რომელშიც ასახული იქნება ის მიზეზები, … Continue reading
ვეტერანების დაზღვევა იწყება
ჯანდაცვის სამინისტრო ვეტერანთათვის საყოველთავო დაზღვევის ახალი პაკეტის შემოღების თაობაზე ინფორმაციას აქვეყნებს. საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები, რომელთაც ჯამრთელობის დაზღვევა არ ჰქონიათ, ამიერიდან გარკვეული სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებით ისარგებლებენ. აღნიშნულ … Continue reading
მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი ოზურგეთის მსახიობებს მასპინძლობს
ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობებმა დღეს შალვა დადიანის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი „გუშინდელნი???“ წარმოადგინეს. გაღატაკებული აზნაურების ყოფა–ცხოვრება და რუსი ჩინოვნიკების დამოკიდებულება ქართველებისადმი – მსახიობებმა ადგილობრივი მაყურებელის წინაშე მე–19 საუკუნის საქართველო … Continue reading
“ბარამბინოს ნაყინის ფესტივალი” ბორჯომში
ბორჯომის ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს „ბარამბინოს ნაყინის ფესტივალი” გაიმართა. ბავშვებს სხვადასხვა ზღაპრის გმირმა უმასპინძლა, რომელთან ერთადაც ანიმატორებმა და ილუზიონისტებმა მათთვის მხიარული განწყობის შექმნაზე იზრუნეს.
“მესხური ფესტივალი” ახალციხის ციხის ტერიტორიაზე
ახალციხის ციხის ტერიტორიაზე “მესხური ფესტივალი” 2013 გაიმართება. საქველმოქმედო ღონისძიებას ტელეკომპანია “მეცხრე არხი” მართავს. გეპატიჟებით!
“ბორჯომსა” და “ნაბეღლავს” მოსაკრებელი ეზრდება
„ბორჯომზე” და „ნაბეღლავზე” მოსაკრებელი იზრდება. საქართველოს პარლამენტმა, “ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლების შესახებ” კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო, რომლის მიხედვითაც კომპანიებს მინერალურ წყალზე გადასახადი სამჯერ გაეზრდებათ.



You must be logged in to post a comment.