ოთარ ლონდარიძე: “გამგებელმა მოგვთხოვა დაგვეწერა განცხადებები და მშვიდობიანად წავსულიყავით”
ასპინძის გამგებელმა თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებების დაწერა, ამჯერად სოფლის რწმუნებულებს მოსთხოვა. აღნიშნულთან დაკავშირებით, “მე–9 არხი” მუნიციპალიტეტის გამგებელს ლევან ცაბაძეს ვერ დაუკავშირდა, თუმცა სოფლების საროსა და ნიჯგორის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულს … Continue reading
როგორ მოვუაროთ სახის კანს ზაფხულში
წლის ნებისმიერ დროს კანს სხვადასხვა სახის სპეციფიკური მოვლა სჭირდება. განსაკუთრებული პერიოდი ამ მხრივ ზაფხულია, როდესაც ულტრაიისფერ სხივებს ადამიანი ჭარბი რაოდენობით იღებს .
ბენარაში ტაძრის მშენებლობა დაიწყო
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენერაში ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის მშენებლობა დაიწყო. ტერიტორია, სადაც საძირკველი მომზადდა, მართლმადიდებლურ ეკლესიას მრევლმა შესწირა. აბასთუმნის მამათა მონასტრის მღვდელ-მონაზონი, მამა იობი განმარტავს, რომ ბენარასა და მის მიმდებარე … Continue reading
აბასთუმანში ტყეკაფებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს
კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა აბასთუმნის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. მასში მონაწილეობა ორგანიზაციის წარმომადგენლების გარდა, სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმაც მიიღეს.
საძოვრების პრობლემით არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაინტერესდნენ
ასპინძაში „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციისათვის” რაიონული ორგანიზაცია გაიხსნა. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა ახალი ორგანიზაცია დააფუძნეს და დაბაში მოსახლეობასთან პირველი შეხვედრაც გამართეს. ადგილობრივებთან საუბარში „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციისათვის„ ხელმძღვანელებმა ასპინძელებისათვის ბუზმარეთის ტერიტორიაზე … Continue reading
“ენერგო–პრო ჯორჯიამ” გამრიცხველიანების შემდეგი ეტაპი დაიწყო
“ენერგო–პრო ჯორჯიას” ახალციხე–ადიგენის მომსახურების ცენტრმა ახალციხის მუნიციპალიტეტში გამრიცხველიანების მეორე ეტაპი დაიწყო. ამ დროისათვის ახალი მრიცხველები დამონტაჟება სოფელ ურაველში მიმდინარეობს.
პირველად მესხეთში – საქველმოქმედო ფესტივალი ახალციხის “მეცხრე არხის” ორგანიზებით
„მესხური ფესტივალი 2013″ – ახალციხის ტელეკომპანია „მე-9 არხის” ორგანიზებით, ახალციხის ციხის ტერიტორიაზე, 3 აგვისტოს საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართება, სადაც შემოსული თანხა სოციალურად დაუცველ ოჯახებს მოხმარდება. ფესტივალის თანაორგანიზატორი ახალციხის მუნიციპალიტეტია. მასში მონაწილეობას … Continue reading
ქრისტიანი მოსახლეობის უფლებების დასაცავად ადიგენში აქცია გაიმართება
ადიგენში ქრისტიანი მოსახლეობის უფლებების დასაცავად მშვიდობიანი აქცია გაიმართება. ამასთან დაკავშირებით განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საზოგადოებრივი დარბაზი ადიგენის განვითარებისათვის” ავრცელებს. ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, მშვიდობიანი აქციის საჭიროება სოფელ ჭელაში, ისლამური სალოცავის გვერდით მინარეთის … Continue reading
წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიაში მარინობა აღნიშნეს
30 ივლისს მართმადიდებლურმა სამყარომ წმინდა მარინეს ხსენების დღე იზეიმა. ახალციხელმა მორწმუნეებმა დღესასწაული განსაკუთრებულად რაბათში წმინდანის სახელობის ეკლესიაში აღნიშნეს. საზეიმო წირვა–ლოცვის დასრულების შემდეგ ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა ორი მღვდელმსახური დააჯილდოვა.
ახალციხის საოლქო პროკურატურამ მამუკა ხვედელიანის განაჩენთან დაკავშირებით საჩივარი მოამზადა
ახალციხის საოლქო პროკურატურამ მამუკა ხვედელიანის განაჩენთან დაკავშირებით საჩივარი უკვე მოამზადა. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, კანონით დადგენილ ვადებში ბრალდების მხარე, საჩივარს ახალციხის რაიონულ სასამართლოში რამდენიმე დღეში წარადგენს.
ახალციხეში საყოველთაო დაზღვევის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე და სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი დღეს სამცხე–ჯავახეთს ეწვივნენ. მარიამ ჯაში და ნოე ქინქლაძე რეგიონში, ექვსივე მუნიცპალიტეტის სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლებს შეხვდნენ და საყოველთაო … Continue reading
რეორგანიზაცია „ეროვნული სატყეო სააგენტოს” სამცხე-ჯავახეთის სამსახურში
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის საჯარო იურიდიული პირის – „ეროვნული სატყეო სააგენტოს” სამცხე-ჯავახეთის სამსახურს ახალი უფროსი ჰყავს. ლევან ხოზრევანიძე დაკისრებული მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა. ახალი უფროსი კონკურსის საფუძველზე შეირჩა და … Continue reading



You must be logged in to post a comment.