ია ანთაძე: “ბიძინა ივანიშვილის მოტივი “მეცხრე არხის” დახურვასთან დაკავშირებით დამაჯერებელია”
ტელეკომპანია „მეცხრე არხი“ მაყურებელს დაემშვიდობა. 21 საათიანი საინფორმაციო გამოშვების შემდეგ არხმა მაუწყებლობა შეაჩერა. ტელეკომპანიის დახურვის გადაწყვეტილება პრემიერ მინისტრის ოჯახმა მიიღო. ამის მიზეზად კი ის უხერხულობა დახელდა, რომელსაც ტელეკომპანია მფლობელს უქმნდა. … Continue reading
განათლების მინისტრმა ბაკურიანის საზაფხულო სკოლა მოინახულა
ბაკურიანში საზაფხულო სკოლის მონაწილეებს უცხოელი და ქართველი პროფესორები ლექცია–სემინარებს უტარებენ. პროგრამაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის უნივერსიტეტების სტუდენტები არიან ჩართულნი. სემინარების მიმდინარეობას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გაეცნო. თამარ სანიკიძე საზაფხულო სკოლის მონაწილეებს … Continue reading
ახალდაბის მკვიდრები საშეშე და სამასალე მერქნის გამოყოფას ითხოვენ
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბის მკვიდრები საშეშე და სამასალე მერქნის გამოყოფას ითხოვენ. ადგილობრივების პრობლემები დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ მოისმინა. რატი ჯაფარიძემ ახალდაბელებთან და ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მისი მოგვარების გზები განიხილა.
ახალციხეში ფერისცვალების დღესასწაული აღნიშნეს
19 აგვისტოს მართლმადიდებლურმა სამყარომ ფერისცვალების დღესასწაული აღნიშნა. ეს დღე იზეიმეს ახალციხეშიც. მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიაში დღესასწაულთან დაკავშირებული წირვა ლოცვა ტაძრის წინამძღვარმა მამა დავითმა აღავლინა.
სამცხე–ჯავახეთში საფეხბურთო მოედნების მდგომარეობის შესწავლა დაიწყო
რა მდგომარეობაშია სამცხე–ჯავახეთში საფეხბურთო მოედნები–ამ საკითხის შესასწავლად რეგიონს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები ესტუმრნენ. შვიდ კაციანმა ჯგუფმა ექვსივე მუნიციპალიტეტში არსებული მოედნები, მისი პატამეტრები, გასახდელები და გულშემატკივრებისათვის განკუთვნილი ადგილები დაათვალიერეს.
მესხეთის თეატრში სეზონის ბოლო პრემიერა გაიმართა
მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე სეზონის ბოლო პრემიერა გაიმართა. სპექტაკლი, სახელწოდებით ,,იქ, სადაც ჩემი სახლია” ადგილობრივმა მსახიობებმა წარმოადგინეს. კომედიური ჟანრის სცენარში მრავალშვილიანი ოჯახის ყოველდრიური ცხოვრება და მათი პრობლემებია წარმოდგენილი.
სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა ფულად კომპენსაციას მოითხოვს
ძლიერმა სტიქიამ ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტში სასოფლო–სამეურნეო სავარგულები დააზიანა. ძლიერი სეტყვისა და ქარის შედეგად მოსახლეობას მოსავალი გაუნადგურდა. ადგილობრივები სტიქიით მიყენებული ზარალის ანაზღაურებას მოითხოვენ.
ახალციხეში ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირები გაიხსენეს
1992 წლის კონფლიქტს ახალციხის მუნიციპალიტეტიდან 12 მებრძოლი შეეწირა, რომელთა სახელებიც ახალციხეში კიდევ ერთხელ გაიხსენეს. მებრძოლთა ხსოვნის პატივსაცემად ვეტერანთა კავშირ ,,თეთრი სახლისა” და მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ცენტრალურ პარკში ღონისძიება გაიმართა. მოწვეულ სტუმრებს … Continue reading
,,ცხელი არჩევნები”
,,ცხელი არჩევნები” –ასე ჰქვია თომა ჩაგელიშვილის ფილმს, რომლის ჩვენებაც ახალციხეში მოეწყო. დოკუმენტური მასალა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებსა და ორი პოლიტიკური ძალის საქმიანობას აღწერს, რომლებიც საკუთარი უპირატესობისათვის სხვადასხვაგავარ მეტოდს იყენებდნენ.
,,არა– ერთსქესიან ქორწინებას”
,,ქრისტიან–დემოკრატული მოძრაობის” მოთხოვნის მიხედვით, სახელმწიფომ მხოლოდ მამაკაცისა და ქალის ქორწინება უნდა აღიაროს, რომელიც მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას დაემყარება. აღნიშნული საკითხის კონსტიტუციაში შესატანად, პარტიის წევრები ხელმოწერებს აგროვებენ. ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ … Continue reading
ახალციხის ჯავშანსატანკო ცენტრში ტანკისტის დღე აღინიშნა
საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა ტანკისტის დღე აღნიშნეს. ამასთან დაკავშირებით, ახალციხის ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ესტუმრა. გარდა ამისა, პროფესიულ დღესასწაული ახალციხელ ტანკისტებს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა, პოლკოვნიკმა ირაკლი ძნელაძემ … Continue reading
საარტილერიო სწავლება ორფოლოს პოლიგონზე
ორფოლოს სამხედრო პოლიგონზე დასავლეთ ოპერატიული დაჯგუფების საარტილერიო სწავლება მიმდინარეობს.



You must be logged in to post a comment.