18 იანვარი წყლის კურთხევის დღეა
დღეს დიდი აიაზმის წესით წყლის კურთხევის დღეა. დიდი აიაზმა წელიწადში ორჯერ, ნათლისღების წინა დღეს და ნათლისღებას სრულდება.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6543 ლარი გახდა
ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6543 ლარი შეადგინა.
ახალციხის მერია 5 000 ძირი ფიჭვის დარგვას აპირებს
ახალციხის მერია 2017 წელს 5 000 ძირი ფიჭვის დარგვას აპირებს – ამის შესახებ ქალაქის მერმა, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან შესახვედრად ისაუბრა.
17 იანვრიდან სესხების ,,გალარების” პროგრამა დაიწყო
იმ ფიზიკურ პირებს, რომელთაც 2015 წლის პირველ იანვრამდე სესხი დოლარში ჰქონდათ აღებული, გალარების პროგრამაში მონაწილეობა დღეიდან შეუძლიათ.
ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობით, ყველაზე მეტად ახალციხელები არიან კმაყოფილი
NDI-იმ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც მოსახლეობას ყველაზე მეტად კვლავ ეკონომიკური პრობლემები აწუხებს.
ბაკურიანში არასრულწლოვნებმა სხვადასხვა ობიექტი გაქურდეს
ბაკურიანში სასტუმრო, რესტორანი და აფთიაქი გაქურდეს. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არ სახელდება რა არის წაღებული ობიექტებიდან.
14 იანვარს ქართული თეატრის დღე აღინიშნება
14 იანვარი ქართული თეატრის დღეა.
ცალი ხელით მოგებული ჩემპიონატი – ამირან გოგოლაძის წარმატებული ბრძოლა ჩინეთში
ჩინეთის ქალაქ ჟენგჟოუში გამართულ ჩემპიონატზე, ახალციხიდან წარდგენილი სპორტსმენი საუკეთესო მებრძოლად დასახელდა. ყვიბისელმა ამირან გოგოლაძემ მოწინააღმდეგე პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.
ბორჯომის ცენტრალური პარკის ბილეთი 2 ლარამდე გაძვირდა
ბორჯომის ცენტრალურ პარკში შესასვლელი ბილეთი, 50 თეთრიდან 2 ლარამდე გაძვირდა.
უგულავა-ბოკერიას ფრთამ ”ნაცმოძრაობა” ოფიციალურად დატოვა
ე.წ. უგულავა-ბოკერიას ფრთის წარმომადგენლებმა ”ნაციონალური მოძრაობა” დღეს ოფიციალურად დატოვეს.ლიდერები პოლიტიკურ საქმიანობას პარტია „ევროპულ საქართველოში“ გააგრძელებენ.
ახალციხელმა ანზორ დარბაიძემ „Open Tbilisi”–ს ჩემპიონატზე გაიმარჯვა
ახალციხელმა კარატისტმა თბილისის ღია ჩემპიონატზე გაიმარჯვა. ანზორ დარბაიძემ –75 წონით კატეგორიაში კარატეს ოლიმპიურ სახეობაში (WKF) პირველი ადგილი დაიკავა. „Open Tbilisi” 2016 წლის 30 დეკემბერს ჩატარდა. ახალციხელმა სპორტსმენმა მონაწილეობა სამ ბრძოლაში … Continue reading
ახალციხის მერია, ვეტერანების წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს
ვეტერანების წინააღმდეგ ახალციხის მერია საჩივარს ამზადებს. პეტრე იბერის 17 ნომერში უკანონოდ შეჭრილი ოჯახების გამოსახლებას, თვითმმართველობა სასამართლოს ძალით შეეცდება. ყოფილი სკოლა–პანსიონის შენობაში, სადაც საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობა იგეგმება, ამ დროისათვის სოციალურად დაუცველი … Continue reading



You must be logged in to post a comment.