”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ვარძიაში შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილე აღნიშნეს

ხალხური სიმღერები, ქორეოგრაფიული ნომრები, ლექსები, სხვადასხვა სპორტული და კულტურული სანახაობა –ასპინძის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული იზეიმეს. “შოთაობა” 24 სექტემბერს, ვარძიაში გაიმართა.

ახალციხის მერია ახალ შენობაში გადავიდა

ახალციხის მერია ახალ შენობაში გადავიდა. დღეიდან, 26 სექტემბრიდან, ქალაქის თვითმმართველობამ მუშაობა ახალ ადმინისტრაციულ შენობაში დაიწყო. 

24 სექტემბერს, ვარძიაში “შოთაობას” აღნიშნავენ

24 სექტემბერს, ვარძიაში “შოთაობას” აღნიშნავენ. პოეზიის სახალხო დღესასწაული 11:00 საათზე დაიწყება. 

სხვილისში, სომხური უბნის ამომრჩეველი კანდიდატებს არ იცნობს

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სხვილისში, სომხური უბნის ამომრჩეველი კანდიდატებს არ იცნობს. ადგილობრივების ნაწილმა არ იცის არჩევნების ზუსტი თარიღი. 

“დიალოგი” – ახალციხის მერობის კანდიდატები ქალაქის განვითარების პერსპექტივებზე

რას ფიქრობენ ახალციხის მერობის კანდიდატები ქალაქის განვითარების პერსპექტივებზე, ინფრასტრუქტურული პრობლემის გადაჭრაზე და როგორ წარმოუდგენიათ მერის როლი თვითმმართველობაში საზოგადოების ჩართულობის გაზრდაზე – მერობის კანდიდატების საარჩევნო პროგრამა. 

ახალციხელ კარატისტებს ოლიმპიადაში მონაწილეობა შეეძლებათ

შიტორიუ კარატე დოს ახალციხის კლუბს შესაძლებლობა ეძლევა, მომავალ ოლიმპიადაში ჩაერთოს.

ამორტიზებული წყალგაყვანილობის გამო, თამარაშვილზე კორპუსის სარდაფები იტბორება

წყალი ძველი სისტემიდან თამარაშვილის ქუჩის მე–4 კორპუსის სარდაფებში წლებია წვეთავს. ამორტიზებული წყალგაყვანილობის გამო დატბორილი სარდაფების დანგრევის შიშით, მოსახლეობა დახმარებას ხელისუფლებას თხოვს.  

ახალციხეში სააგიტაციო მასალებს აზიანებენ

ახალციხის მუნიციპალიტის მასშტაბით, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გაკრული პლაკატები ყოველდღიურად ზიანდება. უცნობი პირები, სააგიტაციო მასალას, ძირითადად, ღამის საათებში ხევენ და ნარჩენებით ქუჩებს ანაგვიანებენ.  

მთავრობის წინასაარჩევნო რეკლამა თუ ანგარიში ხალხს? – SMS-ები თვითმმართველობებისგან

მთავრობის წინასაარჩევნო რეკლამა თუ ანგარიში საზოგადოებას? –  მოსახლეობას თვითმმართველობებისგან, დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების თაობაზე მოკლე ტექსტური შეტყობინებები ეგზავნება. ავტორები: რუსუდან გვარამაძე, ნანა ინასარიძე, ბექა ზედგინიძე.

ნონა ქოზაშვილი – ერთადერთი ქალი კომბაინერი საქართველოში

ახალციხელი ქალი, რომელმაც დაამსხვრია სტერეოტიპები და თავისი საქმიანობით მთელმა ქვეყანამ გაიცნო – ნონა  ქოზაშვილი უკვე წლებია კომბაინს მართავს და ფერმერებს მარცვლეული კულტურების აღებაში ეხმარება. ავტორები: თიკო კურტანიძე, დავით ჯვარიძე.  

ბორჯომსა და იაპონიის ქალაქ ნისეკოს დამეგობრებას საფუძველი ჩაეყარა

ბორჯომსა და იაპონიის ქალაქ ნისეკოს დამეგობრებას საფუძველი ჩაეყარა.  ბორჯომს იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსა და ჰოკაიდოს წარმომადგენლები ესტუმრნენ.

ახალციხელ მეწარმეებს ევრო სტანდარტებზე სემინარი ჩაუტარდათ

ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ადგილობრივ მეწარმეებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს, სტანდარტებისა და მეტროლოგიის შესახებ, სემინარი ჩაუტარდათ.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე