”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხის ბაღებში მონიტორინგი განხორციელდა

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციისათვის” წარმომადგენლებმა ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში მონიტორინგი განახორციელეს.  ორგანიზაციის წევრებმა კვების რაციონი, სველი წერტილები, სამუშაო  ოთახები დაათვალიერეს  და საბავშვო ბაღის თანამშრომლებს  გაესაუბრნენ.  

20/09/2013

მესხეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ლია სულუაშვილი გახდა

მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი არჩეულია. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის  სამინისტროს გადაწყვეტილებით,  თანამდებობას ლია სულუაშვილი დაიკავებს. აღნიშნულ პოსტზე მესხეთის თეატრიდან სამინისტროში კიდევ ერთი, რეჟისორ თამაზ იმნაძის  კანდიდატურა იყო … Continue reading

20/09/2013

ჯემალ პაქსაძე სოფელ ჭელაში მაჰმადიან მოსახლეობას ხვდება

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფთი ჯემალ პაქსაძე ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელაში მაჰმადიან მოსახლეობას ხვდება. სოფლის რწმუნებულის ინფორმაციით, იგი  ამ წუთებში მრევლს ესაუბრება.   “ვიცი, რომ აქ არის და ხალხს ხვდება. … Continue reading

20/09/2013

,,დავასუფთაოთ მსოფლიო – დავასუფთაოთ საქართველო“

ახალციხეში დასუფთავების აქცია გაიმართა.  სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა  ქალაქი  საყოფაცხოვრებო  ნარჩენებისგან გაწმინდეს.  აქცია  ხვალ აბასთუმანში გადაინაცვლებს, სადაც მონაწილეები პარკის მიმდებარე ტერიტორიას დაასუფთავებენ.

20/09/2013

უფასო იურიდიული კონსულტაცია მოსახლეობისათვის

იურიდიული დახმარების სამსახურის ახალციხის საკონსულტაციო ცენტრის წარმომადგენლებმა მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს.  სამცხე-ჯავახეთის ბიუროს უფროსმა დავით ზარიძემ ორგანიზაციის ადვოკატებთან ერთად ადგილობრივების კითხვებს უპასუხა და მათ იურიდიული დახმარება ადგილზე  გაუწია.

20/09/2013

ვეტერინართა რეგიონული ასოციაციის წევრებმა თავმჯდომარე აირჩიეს

ახალციხის დემოკრატიულ ჩართულობის ცენტრში სამცხე-ჯავახეთის ვეტერინართა ასოციაციის შეხვედრა გაიმართა. ასოციაციის წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდნენ და ორგანიზაციის თავმჯდომარე აირჩიეს. გარდა ამისა მათ შესაბამისი აღჭურვილობა და სამოსიც დაურიგდათ.

20/09/2013

სიმონ პარუნაშვილის სასამართლო პროცესი დასრულდა

    ადიგენის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის სიმონ პარუნაშვილისა და მისი მოდგილის, რატი ტატალაშვილის წინა სასამართლო პროცესი დასრულდა. სიმონ პარუნაშვილის ადვოკატმა პროცესზე მოსამართლესთან სამი შუამდგომლობა დააყენა, რომელთაგან მხოლოდ ერთი დაკმაყოფილდა.  მართლმსაჯულების … Continue reading

20/09/2013

ახალციხის სკოლის მანდატურები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს დაასაჩუქრებენ

  ახალციხის სკოლების მანდატურები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს ესტუმრებიან.  მანდატურები მოსწავლეებთან ერთად მე-7 სკოლის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე აღსაზრდელებს მოინახულებენ. მოსწავლები 21 სექტემბერს 13 საათზე მოზარდებს  საკონცერტო პროგრამითა  და მხიარული თამაშებით … Continue reading

20/09/2013

ახალციხეში დასუფთავების აქცია მიმდინარეობს

ახალციხეში დასუფთავების აქცია მიმდინარეობს.  სხვადასხვა დაწესებულების წარმომადგენლებმა ხელოვნური ტბის მიმდებარე ტერიტორია დილიდან დაასუფთავეს. აქცია მართავენ სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისა და საჯარო სკოლების ახალგაზრდებიც, რომლებიც თავიანთი სასწავლებლის მიმდებარე ტერიტორიას ასუფთავებენ. დასუფთავების … Continue reading

20/09/2013

მშვიდობის საერთაშორისო დღე ახალციხეშიც აღინიშნება

კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის (ICCN) მხარდაჭერით მშვიდობის საერთაშორისო დღე 21 სექტემბერი საქართველოს სამ ქალაქში:  ახალციხეში, გორსა და ზუგდიდში აღინიშნება. მშვიდობის საერთაშორისო დღე გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1981 წელს … Continue reading

20/09/2013

სამინისტრომ სამხატვრო ხელმძღვანელად ლია სულუაშვილი დაამტკიცა

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე, თეატრის ყოფილი მმართველი ნაზო (ლია ) სულუაშვილი დაამტკიცა. სამინისტროს ბრძანება  # 01/262     2013 წლის 17 … Continue reading

20/09/2013

ახალციხის სასამართლოში ადიგენის ყოფილი გამგებლის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

ახალციხის რაიონულ სასამართლოში ამ წუთებში, ადიგენის ყოფილი გამგებლის  სასამართლო პროცესი იწყება.  სიმონ პარუნაშვილის მხარდასაჭერად ახალციხეში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები იმყოფებიან. სასამართლოში იმყოფება ,,ექოს” გადამღები ჯგუფიც. შეგახსენებთ, რომ ადიგენის გამგებელი ფინანსთა სამინისტროს … Continue reading

20/09/2013

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე