თეა წულუკიანი: ,,მზად ვარ ჭელას მოსახლეობას შევხვდე”
პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით, სოფელ ჭელას მოსახლეობასთან შეხვედრა საჭიროა, – ასე გამოეხმაურა თეა წულუკიანი ჭელას მკვიდრთა განცხადებას, რომლებიც პრემიერსა და იუსტიციის მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. ,,შეხვედრაში პრობლემას ვერ ვხედავ, ასე იყო სანამ … Continue reading
სოზარ სუბარი ახალციხეში
სამცხე–ჯავახეთის პრობაციის ბიურო, ახალ ოფისში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ახალციხეში ოფისი დღეს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრმა გახსნა. სოზარ სუბარმა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი კაბინეტები დაათვალიერა და მედიასთან კომენტარიც გააკეთა. რით არის … Continue reading
მესხეთის თეატრში ცვლილებებია
მესხეთის პროფესიულ დრამატულ თეატრში ცვლილებებია– დასის შემადგენლობას ორი ახალი წევრი შეემატა. მთავარი რეჟისორისა და დირექტორის პოსტები, რომლებიც თატრში სამხატვრო ხელმძღვანელმა წარადგინა, უკვე დაკავებულია. დასი საშემოდგომო სეზონის დაწყებისათვის ემზადება.
ტარიელ ნაკაიძე:”მინარეთთან დაკავშირებით მიმდინარეობს მუშაობა და უნდა აღსდგეს დღე-დღეზე”
„ქართველ მუსლიმთა კავშირის“ თავმჯდომარე „პირველ რადიოსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ მიმდინარეობს დოკუმენტაციის მოწესრიგება და უახლოეს პერიოდში დაიწყება მინარეთის აღდგენაც. ტარიელ ნაკაიძის თქმით სავარაუდოდ ეს პროცესი მშვიდ ვიტარებაში არ ჩაივლის, რადგან პირველ … Continue reading
გიორგი თარგამაძე: ,,დღეს ქართული სახელმწიფო უმოქმედო და უსუსურია”
საარსებო მინიმუმის გაზრდა, ერთსქესიანი ქორწინება და ბოლო დღეებში სოფელ დვანში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენები– ეს ის მთავარი თემები იყო, რაზეც ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატმა ბორჯომში მოსახლეობასთან შეხვდრისას ისაუბრა. გიორგი … Continue reading
მოტყუებული სტუდენტები თუ სახელმწიფო ვალდებულება, რომელიც ეჭვქვეშ დგას
მოტყუებული სტუდენტები თუ სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულება- საქართველოს პრეზიდენტის #866-ე ბრძანებულება, რომელიც სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის შემთხვევაში სტუდენტებს გარკვეულ პრივილეგიებს პირდებოდა, ეჭვქვეშ დგას. ამ დრომდე უცნობია, ვის კომპეტენციაში შედის სტუდენტებისათვის … Continue reading
მანდატურების საჩუქრები მეშვიდე საჯარო სკოლას
ახალციხის მე–7 სკოლას მანდატურის სამსახური ესტუმრა. მათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები მოინახულეს და სხვადასხვა სკოლის მოსწავლეების დახმარებით ღონისძიება გამართეს.
ტრენინგები სახანძროში
ახალციხის სახანძრო–სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს პოლონელი კოლეგები ტრენინგებს უტარებენ. მათ საჩუქრად ჰიდრავლიკური მაკრატლები ჩამოიტანეს და საგზაო კატასტროფების შემთხვევისას მათი გამოყენების შესახებ ადგილობრივებს ინსტრუქტაჟს აცნობენ. პროექტს საერთაშორისო ასოციაცია „კივიტას გეორგიკა” პოლონური საერთაშორისო … Continue reading
ჭელის მოვლენებით კავკასიური მედია დაინტერესდა
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელაში განვითარებული მოვლენებით ევროკავშირისა და კავკასიური მედიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ. სომეხი და აზერბაიჯანელი ჟურნალისტები საქართველოში ჩამოვიდნენ, მაჰმადიანურ მოსახლეობას შეხვდნენ და სიტუაციას ადგილზე გაეცვნენ. მართმადიდებლური მხარის წარმომადგენლებთან შეხვედრა კი … Continue reading
მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრს მთავარი რეჟისორი ჰყავს
მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის მთავარი რეჟისორი ზურაბ სიხარულიძე გახდა. ახალი რეჟისორი დასის წევრებთან პირველ შეხვედრას ხვალ გეგმავს. შეგახსენებთ, რომ ცვლილება “თეატრის შესახებ” კანონში, მიმდინარე წლის აპრილის თვეში შევიდა, რომლის მიხედვითაც … Continue reading
გიორგი გელხაური: ,,სიმონ პარუნაშვილის დაკავება ,,შეკერილი” საქმეებით მოხდა”
ახალციხის რაიონულ სასამართლოში, ადიგენის ყოფილი გამგებლის წინა სასამართლო სხდომა გაიმართა. დღევანდელ პროცესზე, მოსამართლემ, სიმონ პარუნაშვილთან ერთად მისი ყოფილი მოადგილის რატი ტატალაშვილის, საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის ყოფილი უფროსის ჯემალ იაკობიძისა და ეკონომიკისა … Continue reading
ქულების დაწერა, თუ რეგიონში სიტუაციის დაძაბვა?
ორგანიზაცია „ჯავახკის” ყოფილი წევრი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს მიმართავს. განცხადებაში ნათქვამია, რომ სომხურ ენას რეგიონული სტატუსი უნდა მიენიჭოს, გაიხსნას ახალი სომხური სკოლები და სადავო ეკლესიები სომხეთის საპატრიარქოს გადაეცეს. ვაჰაგან ჩახალიანი … Continue reading



You must be logged in to post a comment.