CENN-ის კვლევის თანახმად, სამცხე–ჯავახეთში ტყეების მდგომარეობა უარესდება
სამცხე–ჯავახეთში ტყეების მდგომარეობა წლების მიხედვით უარესდება. ტყეების ადგილს ბუჩქნარი და ბარდი იკავებს. გაზრდილია ღვარცოფებისა და წყალმოვარდნების რისკი, უარესდება სატყეო გზების მდგომარეობა.
„მზად იყავი საფრთხესთან შესახვედრად” – პირველ სკოლაში კონკურსი გაიმართა
კატასტროფების რისკის შემცირების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში სამოქალაქო კლუბის ინიციატივით კონკურსი გაიმართა. მასში მონაწილეობა ქალაქის ყველა საპილოტე და მე-7 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს. ღონისძიება სამ რაუნდად ჩატარდა. … Continue reading
სახელმწიფო ენის ნორმების დარღვევისათვის შესაძლოა საქართველოს მოქალაქეები დაჯარიმდნენ
სახელმწიფო ენის ნორმების დარღვევისათვის შესაძლოა ჯარიმები დაწესდეს. იდეას კანონპროექტის სახე აქვს და მასზე პარლამენტი ახლო მომავალში იმსჯელებს. იმ შემთხვევაში თუ კანონი ძალაში შევა, საქართველოს ყველა მოქალაქე ვალდებული იქნება სახელმწიფო ენას … Continue reading
ჯვართამაღლების დღესასწაული ახალციხეში
27 სექტემბერს მართლმადიდებელი სამყარო ჯვართამაღლებას ზეიმობს. სამასი წლის განმავლობაში დაკარგული სიწმინდის – უფლის ცხოველსმყოფელი ჯვრის პოვნის დღეს მორწმუნეები ტაძრებში აღნიშნავენ.
სამი საუკუნის შემდეგ აღვლენილი წირვა-ლოცვა სოფელ ანში
ახალციხის მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი მართლმადიდებლური ტაძარი შეემატა. სოფელ ანში ეკლესია, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა გახსნა. მეუფე თეოდორემ ტაძარში წირვა-ლოცვა აღავლინა, ადგილობრივები დალოცა და სოფელ ანის მოსახლეობას ქეთევან წამებულის ხსენების დღე … Continue reading
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები პროფესიულ პროგრამებზე ისწავლიან
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორაგნიზებით, პირველად საშემოდგომო მიღებისას, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები ჩაერთვებიან. 2013 წლის საშემოდგომო მიღებისას სხვადასხვა პროფესიულ საგანმანთლებლო პროგრამაზე სპეციალური საგანმანთელბლო საჭიროების მქონე … Continue reading
ბორჯომში გადამწვარი ტყეების აღდგენის პროცესი დაიწყო
ბორჯომში, 2008 წლის აგვისტოს ომში საომარი მოქმედებების დროს გადამწვარ ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო. პროექტს გაეროს განვითარების პროგრამა და ეროვნული სატყეო სააგენტო ერთობლივად ახორციელებს. მის ფარგლებში, სოფელ დაბის მიმდებარედ, ტყის ახალი … Continue reading
სახანძრო–სამაშველო სამსახურებს თანამედროვე ტექნიკა გადაეცათ
საგზაო კატასტროფების შემთხვევისას მგზავრთა უსაფრთხოდ გამოყვანისათვის პოლონელმა კოლეგებმა ქართველ მეხანძრეებს ტრენინგები ჩაუტარეს და ახალი ტექნიკით სარგებლობა ასწავლეს. კვალიფიკაციის ასამაღლებლად ახალციხელებთან ერთად კურსები ადიგენისა და ასპინძის სახანძრო–სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმაც გაიარეს.
სასტუმრო “ლომსია”-ს მეპატრონეებს ფართის მითვისებაში ადანაშაულებენ
სასტუმრო „ლომსიას” მეპატრონეების მიერ მითვისებული ფართი თუ გაუგებრობა. რუსეთში მცხოვრები შალვა ჯეირანაშვილი სასტუმროს მფლობელებს 150 კვადრატული მეტრის ჩამორთმევაში ადანაშაულებს. ჯეირანაშვილი აცხადებს, რომ მას საკუთრების დამადასტურებელი ყველა დოკუმენტი აქვს. რა მოხდა … Continue reading
„გაუფრთხილდი შენ თავს! გამიფრთხილდი მე! გაუფრთხილდი ყველას! “
„გაუფრთხილდი შენ თავს! გამიფრთხილდი მე! გაუფრთხილდი ყველას! „ ამ სახელწოდების პროექტის ფარგლებში ახალციხის მეორე საჯარო სკოლის ეზოში დასუფთავების აქცია მოეწყო. მასში მონაწილეობა სკოლის მოსწავლეებმა და ეკო კლუბის წევრებმა … Continue reading
სამცხე–ჯავახეთის პრობაციის ბიუროს ახალი ოფისი სოზარ სუბარმა გახსნა
სამცხე–ჯავახეთის პრობაციის ბიურო, ახალ ოფისში გააგრძელებს ფუნქციონირებას, იგი დღეს ახალციხეში სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრმა გახსნა. სოზარ სუბარმა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი კაბინეტები დაათვალიერა და რესოციალიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ნდობის თვალსაზრისით “მეცხრე არხი” რეგონულ მაუწყებლებს შორის პირველ სამეულშია
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი რეგიონულ მედიაზე კვლევის შედეგებს აქვყენებს. მათ შორის მოხვდა ახალციხის „მეცხრე არხი”, რომელსაც რეიტინგით, რეგიონულ ტელევიზიებს შორის ერთ-ერთი მოწინავე ადგილი უკავია. ნდობისა და საზოგადოების ინტერესების დაცვის თვალსაზრისით პროცენტულად … Continue reading



You must be logged in to post a comment.