“რუსული კვალი”
“მეცხრე არხის” გადაცემა “ეპოქა”. დოკუმენტური ფილმი “რუსული კვალი”. ავტორი თიკო კურტანიძე. ფილმში მოთხრობილია მეზობელი ქვეყნის მიერ საფარისა და ზარზმის მამათა მონასტრების გადაკეთებისა და საფარის შემთხევაში, ფრესკების ხელყოფის შესახებ.
ნინო ბურჯანაძე ახალციხეშია
“დემოკრატიული მოძრაობა–ერთიანი საქართველოსათვის” პრეზიდენტობის კანდიდატი უკვე ახალციხეშია. ნინო ბურჯანაძე ამ წუთებში თამარ მეფის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ მოსახლეობას ხვდება. რამდენიმე წუთში იგი რეგიონის სხვადსხვა მუნიციპალიტეტიდან ჩამოსულ მხარდამჭერს სიტყვითაც მიმართავს. თამარ მეფის … Continue reading
ახალციხის ციხე ანსამბლ ,,სეუს” უმასპინძლებს
19 ოქტომბერს, ახალციხის ციხის ტერიტორიაზე მორიგი ღონისძიება გაიმართება. ისტორიული კომპლექსის ქვედა ნაწილი საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტთან ,,სეუ“ –სთან არსებულ ანსამბლს უმასპინძლებს. კონცერტზე ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი სრული პროგრამით წარსდგება. … Continue reading
ახლად შექმნილი ეპარქიების ხელმძღვანელთა ვინაობა ცნობილია
უკვე ცნობილია იმ მღველმთავრების ვინაობა, რომლებიც, წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, ახლად შექმნილ ეპარქიებს უხელმძღვანელებენ. როგორც წმინდა სინოდის განჩინებაშია აღნიშნული, მცხეთა-თბილისის ეპარქიას გამოეყოს გარდაბნის რაიონი და შეიქმნას გარდაბნის ეპარქია. მანგლისისა და წალკის … Continue reading
“ახალციხელი ყივრები”
“მეცხრე არხის” გადაცემა “ეპოქა”. დოკუმენტური ფილმი “ახალციხელი ყივრები”. ავტორი რუსუდან გვარამაძე. ფილმში აღწერილია ახალციხელი ებრაელების ყოფა–ცხოვრება მესხეთში.
წელს ,,შოთაობას” ვარძიამ უმასპინძლა
ასპინძის მუნიციპალიტეტში ,,შოთაობა” იზეიმეს. უკვდავი პოემის, ,,ვეფხისტყაოსნის” ავტორს დღესასწაულზე რამდენიმე ღონისძიება მიეძღვნა. ტრადიციული ლიტერატურული კონკურსი, შეჯიბრი მესხურ კერძებში, ქართული ფოლკლორული სიმღერისა და ცეკვის ნომრები, ჭიდაობა — ამ სანახაობებით ,,შოთაობა” გასული … Continue reading
ახალი მღვდელმთავრების კურთხევა სვეტიცხოველში მოხდება
სინოდის სხდომამ დღეს 7 მღვდელმთავარი დაამტკიცა და ამასთანავე, 6 ახალი ეპარქიის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო: მარგვეთისა და უბისის ეპარქიას ჭულეს მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დიმიტრი კაპანაძე უხელმძღვანელებს. ფშავ-ხევსურეთის ეპარქიას – შიომღვიმის მონასტრის … Continue reading
ნინო ბურჯანაძე: ,,ნაციონალურ მოძრაობას” პოლიტიკურ სამარეში ჩავდებ”
ნინო ბურჯანაძის ხელით, რუსეთს თბილისში არეულობის მოწყობა აქვს განზრახული — ეს განცხადება დღეს სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა გააკეთა. ვანო მერაბიშვილი ქვეყანაში არეულობას 28 ოქტომბერს პროგნოზირებს. მისი თქმით აღნიშნული … Continue reading
სკოლის გამოსაშვები გამოცდები დაიწყო
საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში გამოსაშვები გამოცდები დაიწყო. დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები 4 დღის განმავლობაში ტესტირებას საბუნებისმეტყველო საგნებში გაივლიან. მიმდინარე სასწავლო წელს ისინი გამოცდას ახალი მოდელით ჩააბარებენ.
ნინო ბურჯანაძე ხელისუფლებას ჯავახეთის უყურადღებობაში ადანაშაულებს
„დემოკრატიული მოძრაობა–ერთიანი საქართველოსათვის“ პრეზიდენტობის კანდიდატი ჯავახეთს ესტუმრა. წინა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ნინო ბურჯანაძე ნინოწმინდისა და ახალქალაქის მოსახლეობას შეხვდა და საკუთარი წინა საარჩევნო პროგრამა გააცნო.
ჭულეს წინამძღვარი სინოდმა ეპისკოპოსად აირჩია
ჭულეს მამათა მონასტრის წინამძღვარი წმინდა სინოდმა ეპისკოპოსად აირჩია. მეუფე დიმიტრი მარგვეთისა და უბისის ეპარქიას უხელმძღვანელებს. ახალი მღვდელმთავარი მიტროპოლიტ ვახტანგს (ბადრი ახვლედიანს ჩაანაცვლებს). ვინ გახდება ჭულეს ხელმძღვანელი ჯერჯერობით უცნობია. … Continue reading
საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას 7 ახალი მღვდელმთავარი ეყოლება
საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას სავარაუდოდ 7 ახალი მღვდელმთავარი ეყოლება. ამის შესახებ ინფორმაცია საპატრიარქოდან გავრცელდა, სადაც ამ წუთებში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს. ასევე საუბრობენ იმაზეც რომ სამი მღვდელმთავრის მოთხოვნა პენსიაზე … Continue reading



You must be logged in to post a comment.