სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია დაიხურა
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზეიმო ვითარებაში დაიხურა. პროფესორებმა და აკადემიკოსებმა მოხსენებები ორი დღის განმავლობაში წარადგინეს, ბოლო დღე კი ღონისძიების შეფასებას დაუთმეს.
დავით თევზაძე ბორჯომსა და ახალციხეში, ვეტერანებს შეხვდა
პარტია ,,დავით თევზაძე – საქართველოს მშვიდობისთვის“ ლიდერი, ახალციხესა და ბორჯომში, ამომრჩეველს შეხვდა. განათლება, უსაფრთხოება და ვეტერანთა სოციალური პაკეტი – ამ თემებზე აპირებს მუშაობას პოლიტიკური ძალა პარლამენტში მოხვედრის შემდეგ.
გურკელში კომპიუტერული ცოდნის გამავრცელებელ ცენტრს რუსლან ჩუტკერაშვილი უხელმძღვანელებს
სოფელ გურკელში კომპიუტერული ცოდნის გამავრცელებრლი ცენტრი გაიხსნა, რომელსაც ადგილობრივი, რუსლან ჩუტკერაშვილი უხელმძღვანელებს.
სასამართლო, ქეთევან ხმალაძეს განაჩენს მომდევნო სხდომაზე გამოუტანს
ახალციხის რაიონულ სასამართლოში ქეთევან ხმალაძისა და მასთან ერთად ბრალდებული ხუთი პირის საქმეზე სასამართლო სხდომა გაიმართა.
„თქვენ დღეს სიცოცხლე გადაარჩინეთ“ – უანგარო დონაციის აქცია ახალციხეში
ახალციხის მოსახლეობამ სისხლი უანგაროდ გაიღო. დონაციის აქციაში მონაწილეობა ადგილობრივების გარდა, მერიისა და გამგეობის თაბნამშრომლებმაც მიიღეს.
ნინო ბურჯანაძე ახალციხის, ადიგენისა და ბორჯომის მოსახლეობას შეხვდა
,,გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ადიგენის, ახალციხისა და ბორჯომის მოსახლეობას შეხვდა. ნინო ბურჯანაძემ, სამცხე–ჯავახეთში სტუმრობისას, ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამა გააცნო.
მართლმადიდებლები ჯვართამაღლებას აღნიშნავენ
ართლმადიდებელი სამყარო 27 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს. რაბათის წმინდა მარინეს სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა აღავლინა.
“საუნივერსიტეტო ქრონიკები”
ასტროფიზიკოსთა მეორე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში; World Vision-საქართველოს ლექცია უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ინტერვიუ – სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ბერიძე სადოქტორო პროგრამებზე, პროფესიულ განათლებასა და საერთაშორისო სწავლებაზე.
თეა წულუკიანმა ვალეში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა
26 სექტემბერს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ახალციხის მუნიციპალიტეტში ვალეს საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა.
ვეტერანთა ოჯახები მეშვიდე სკოლის ყოფილ შენობაში შეიჭრნენ
ახალციხეში მცხოვრებმა ვეტერანებმა მეშვიდე საჯარო სკოლა–პანსიონის ყოფილი შენობა დაიკავეს. ათი ოჯახი პეტრე იბერის 17–ში არსებული სამი შენობიდან, ერთ–ერთში შეიჭრა.
28 სექტემბრიდან, სინოპტიკოსები წვიმიან ამინდებს პროგნოზირებენ
28 სექტემბრიდან, სინოპტიკოსები წვიმიან ამინდებს პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 – 27 სექტემბერს საქართველოში, უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
სოფელი ფოკა გაზიფიცირდა
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელი ფოკა გაზიფიცირდა. საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ განახორციელა.



You must be logged in to post a comment.