ყოფილი პატიმრების ნამუშევართა გამოფენა ახალციხის ციხეში
„გისოსებს გარეთ”- ამ სახელწოდებით ახალციხის ციხის ტერიტორიაზე ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. მას სხვადასხვა სამთავრობო და არსამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიებაზე მსურველებს საშუალება ჰქონდათ მონაწილეთა ნამუშევრები შეეძინათ. გამოფენა-გაყიდვა … Continue reading
სიმონ პარუნაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი
ახალციხის რაიონულ სასამართლოში ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის და მასთან ერთად ბრალდებული კიდევ სამი პირის, რატი ტატალაშვილის, ჯემალ იაკობაძისა და გელა აღლემაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა. სხდომაზე სატენდერო კომისიის წევრები და გამგეობის … Continue reading
დავით ბაქრაძე: “ადამიანებს შესრულებული დაპირებები სჭირდებათ”
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პრეზიდენტობის კანდიდატი ახალციხესა და ადიგენს ესტუმრა. დავით ბაქრაძე ამომრჩეველს, ამჯერად, მესხეთში შეხვდა და მათ წინა საარჩევნო დაპირებებზე, ასევე, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ესაუბრა.
ასპინძის მუნიციპალიტეტის რწმუნებულები თანამდებობებზე აღდგენას სასამართლოს ძალით ცდილობენ
ასპინძის მუნიციპალიტეტის ყოფილი რწმუნებულები გივი ჩოხელი, ტარიელ აფციაური და ჯემალ იაკობიძე გამგეობისგან ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობასა და სამსახურში აღდგენას ითხოვენ. მოპასუხე მხარის მტკიცებით, ტერიტორული გაერთიანების პირველი პირები პირადი განცხადების საფუძველზე … Continue reading
“ქართული ოცნების” შეხვედრა ვალეში
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში “ქართული ოცნების” ახალციხის წარმომადგენლები მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებენ. კოალიციის წევრები ვალის მეორე შახტის დასახლების მაცხოვრებლებს შეხვდნენ.
პარტიის შტაბები საარჩევნო ოლქის გვერდით
მოახდენს თუ არა გავლენას არჩევნების შედეგებზე 37–ე ახალციხის საარჩევნო ოლქის წინ კოალიცია „ქართული ოცნების” შტაბის ფუნქციონირება – ამის შესახებ ტელეკომპანია ,,მეცხრე არხის” გადაცემაში პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ისაუბრა. სერგო ჯავახიძემ ,,დიალოგი”-ს … Continue reading
ახალცხეში გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღე იზეიმეს
მართმადიდებლურმა ეკლესიამ გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღე იზეიმა. ამასთან დაკავშირებით წირვა–ლოცვას ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა აღავლინა. წირვას პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატიც დაესწრო, რომელიც ახალციხეში არაოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.
ვარძია შესაძლოა ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში იყოს
ვარძია შესაძლოა ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში იყოს- ამის გასარკვევად მსოფლიოს 15 ქვეყნის 40–მდე მეცნიერი ვარძიაში იმყოფებოდა. გეოლოგებმა, გეოგრაფებმა და არქეოლოგებმა იუნესკოს ეგიდით განხორციელებული პროექტის ფარგლებში საველე მოგზაურობა მოაწყვეს და სამცხე–ჯავახეთში არსებულ … Continue reading
სამცხე–ჯავახეთს დავით ბაქრაძე ესტუმრება
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პრეზიდენტობის კანდიდატი, ხვალ სამცხე–ჯავახეთს ესტუმრება. წინა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დავით ბაქრაძე პირველ შეხვედრას ამომრჩეველთან, 15 :00 საათზე ახალციხეში, მესხეთის პროფესიულ დრამატულ თეატრში გამართავს. შემდეგი შეხვედრა კი 17:00 … Continue reading
ოლიმპიური ჩემპიონები ახალციხეში
ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ახალციხეში– დღეს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები ადგლობრივ დამწყებ სპორტსმენებს შეხვდნენ. მათ მოზარდებს საკუთარი გამოცდილება გააცნეს და ფიზიკური აქტივობების დადებით მხარეზე ისაუბრეს. შესხვედრა მიზნად ქართული სპორტის ხელშეწყობას, სწორი … Continue reading
მინარეთის აღდგენის საკითხი კვლავ გააქტიურდა
მინარეთის აღდგენის მოთხოვნით ჭელის მოსახლეობამ ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობას განცხადებით მიმართა. წერილობითი დოკუმენტი ადგილობრივ თვითმმართველობაში ჭელელმა მუსლიმებმა და სრულიად საქართველოს მუფთმა ჯემალ პაქსაძემ პარასკევს დღის 4 საათისათვის შეიტანეს. ,,ჭელის მუსლიმი მოსახლეობა, … Continue reading
ახალციხელები საპრეზიდენტო არჩევნებზე
10 დღე საპრეზიდენტო არჩევნებამდე – ქვეყნის პირველი პირის პოსტის დასაკავებლად 23 კანდიდატი ემზადება. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პოლიტიკური პარტიებისა და საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი სუბიექტებისათვის საარჩევნო ნომრები უკვე განსაზღვრა. წელს არჩევნებისათვის … Continue reading



You must be logged in to post a comment.