”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ადიგენის მუნიციპალიტეტში 15 648 ამომრჩეველია

  ამ დროისათვის ადიგენის მუნიციპალიტეტში საარჩევნო პროცესი ექსცესების გარეშე მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები მუნიციპალიტეტში ამომრჩეველს დილის 8 საათიდან იღებენ. მუნიციპალიტეტის მასშტაბით საკუთარ არჩევანს ადიგენში სულ 15 648 ადამიანი გააკეთებს. ადიგენის # 38–ე … Continue reading

27/10/2013

სვეტიცხოველში დღეს ჭულეს წინამძღვარი მღვდელმთავრად ეკურთხება

სვეტიცხოველში წირვაზე დღეს ჭულეს მამათა მონასტრის წინამძღვარი  მღვდელმთავრად ეკურთხება. არქიმანდრიტი დიმიტრი კაპანაძე უბისისა და მარგვეთის ეპარქიას უხელმძღვანელებს.  საღმრთო ლიტურგია სვეტიცხოველში  10:00 საათზე დაიწყება. წირვას სრულიად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II … Continue reading

27/10/2013

ახალციხის მუნიციპალიტეტში საარჩევნო უბნები 08:00 საათზე გაიხსნა

  ახალციხის მუნიციპალიტეტის საარჩევნო უბნებში პირველ ამომრჩევლებს უკვე იღებენ. #37–ე ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ყველა უბანი ზუსტად, 08:00 საათზე გაიხსნა. „ უბნები გახსნილია. პარალელურად, გვატყობინებენ ვინაა პირველი … Continue reading

27/10/2013

ახალციხეში საარჩევნო უბნებს ბიულეტენები გადაეცათ

ახალციხის მუნიციპალიტეტში,  საარჩევნო უბნებს ბიულეტენები უკვე დაურიგდათ.  ისინი ცენტრალური საარჩევნო კომიისიდან ახალციხეში გუშინ ჩამოვიდა.  37–ე  საოლქო სააჩევნო კომისიი თავმჯდომარის განმარტებით,  მუნიციპალიტეტში განთავსებულ 35 საარჩევნო უბანს  სულ  32  200 ბიულეტინი გადაეცა.

26/10/2013

უნივერისტეტის თვითმმართველობები შესაძლოა გაუქმდეს

შესაძლოა უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტური თვითმმართველობები გაუქმდეს. „უმაღლესი განათლების შესახებ” კანონში შესატან ცვლილებაზე განათლების და მეცნიერების სამინისტროში შექმნილი სპეციალური კომისია მუშაობს.

25/10/2013

ახალციხის ციხის ტურისტული სეზონი ანსამბლმა “სეუმ” დახურა

ახალციხის ციხეში ტურისტული  სეზონი დღეს ღონისძიებით დაიხურა.  ისტორიული კომპლექსის ქვედა ნაწილში  ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „სეუმ” ადგილობრივებს კონცერტი შესთავაზა. ქართული ხალხური ცეკვისა და სიმღერის ანსამბლმა მაყურებელს ერთსაათიანი პროგრამა წარუდგინა.  საღამო ადგილობრივი ხელისუფლებისა … Continue reading

25/10/2013

“ქართული ოცნება” სომხური სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენლებს შეხვდა

სომხური სამოციქულო ეკლესიის მიწვევით კოალიცია ქართული ოცნების ახალციხის შტაბის წარმომადგენლები გრიგოლ განმანათლებლის სახელობის ტაძარს ესტუმრნენ.  ადგილობრივი   შტაბის  ხელმძღვანელმა  სამოციქულო ეკლესიის მღვდელმსახურებს  ის გეგმები გააცნო, რომლის განხორცილებასაც მართველი ხელისუფლება სამომავლოდ აპირებს.  … Continue reading

25/10/2013

პრეზიდენტობის კანდიდატები და დაპირებები სამცხე–ჯავახეთის მოსახლეობას

პოლიტიკურმა პარტიებმა და სუბიექტებმა წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად შეყვიტეს. ბოლო თვეების განმავლობაში კი  სამცხე–ჯავახეთს არაერთი  პრეზიდენტობის კანდიდატი ესტუმრა და მოსახლეობას საკუთარი პროგრამა გააცნო, თუმცა მათი ნაწილი რეგიონში საერთოდ არ ჩამოსულა.

25/10/2013

ახალციხეში ველოტური მოეწყო

„ჯანსაღი ახალგაზრდები საქართველოში“–  ამ ლოზუნგით დღეს, ახალციხის ციხიდან საფარის მონასტრის ტერიტორიის მიმართულებით ველოტური მოეწყო. მას ორგანიზება ახალგაზრდულმა მოძრაობამ „დავითიანნმა“ გაუწია.  ველორბოლაში ოთხი უნივერსიტეტის ორმოცი სტუდენტი მონაწილეობდა. ველოტურის  მიზანი ახალგაზრდებში ჯანსაღი … Continue reading

25/10/2013

მიხეილ სააკაშვილი და ვაჰაგან ჩახალიანი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

საქართველოს პრეზიდენტსა და პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულ ვაჰაგან ჩახალიანს შორის ახალქალაქში დღეს შელაპარაკება მოხდა. მიხეილ სააკაშვილს ადგილობრივებთან შეხვედრისას ჩახალიანმა რამდენიმე საკითხზე უსაყვედურა. მისი თქმით, დემოკრატიულ ქვეყანას აფეთქებული სომხური ეკლესია არ შეჰფერის. … Continue reading

25/10/2013

„როგორ მოვამზადოთ სატელევიზიო რეპორტაჟი“ – ტრენინგი ჟურნალისტიკის სტუდენტებისათვის

„როგორ მოვამზადოთ სატელევიზიო რეპორტაჟი“, ამ თემაზე  დღეს სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ტრენინგი გაიმართა.  შეხვედრა ჯიპას უნივერსიტეტის ლექტორმა და ჟურნალისტმა ნინო ჯაფიაშვილმა  ჩაატარა. სტუდენტებს მან საკუთარი გამოცდილება და … Continue reading

24/10/2013

ბორჯომში სატყეო მეურნეობის დაგეგმარების პრეზენტაცია გაიმართა

ბორჯომის მუნიციპალიტეტში სატყეო მეურნეობის დაგეგმარების პრეზენტაცია გაიმართა. დაახლოებით,  2 მილიონი ლარის ღირებულების პროექტის მიზანი ტყის აღდგენა, გარემოს დაცვის გაუჯობესება, სატყეო დარგში მომუშავე პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება, ინფრასტრუქტურის განვითრება და ბიომრავალფეროვნების დაცვაა. … Continue reading

24/10/2013

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე