სლოვაკი ინვესტორები და ქართველი მინისტრები ბორჯომის მუნიციპალიტეტს ესტუმრნენ
სლოვაკი ინვესტორები ბორჯომის მუნიციპალიტეტით დაინტერესდნენ. დღეს ისინი საკურორტო ქალაქს ქართველ მინისტრებთან ერთად ესტუმრნენ. მათ ლიკანში მდებარე რომანოვების საგვარეულო რეზიდენცია დაათვალიერეს და სამომავლო ინვესტიციებზე ისაუბრეს. ბორჯომის შემდეგ დელეგაციამ ბაკურიანში გადაინაცვლა, სადაც … Continue reading
ვანო მერაბიშვილი მთავარი პროკურორის გადადგომას ეხმაურება
პატიმრობაში მყოფი ვანო მერაბიშვილი, საკუთარი ფეისბუქის გვერდის მეშვეობით მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის გადადგომას ეხმაურება. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანის განცხადებით, კბილაშვილი ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი შურისძიების იარაღად აქცია. ვანო მერაბიშვილის განცხადებას … Continue reading
ინფრასტრუქტურის სამინისტროში მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გაიმართება
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე შოთა მურღულია მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან დღეს შეხვედრას გამართავს. შეხვედრაზე უმთავრეს საკითხად განიხილება ახალი ამბულატორიების ასაშენებლად მუნიციპალიტეტებში მიწების გამოყოფისა და შესაბამისი კომუნიკაციების მოწესრიგების საკითხი. განხილვის … Continue reading
ბორჯომში ტყისთვის სასარგებლო თვისებების შენარჩუნებაზე იმსჯელეს
ტყისთვის სასარგებლო თვისებების შენარჩუნება, მათი გაუმჯობესება, რესურესების რაციონალური და ეფექტური გამოყენება – ამ საკითხებთან დაკავშირებით ბორჯომის ადმინისტრაციულ შენობაში თათბირი გაიმართა. შეხვედრას, რომელიც ოთხ ეტაპად წარიმართა ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი, რეგიონული სატყეო … Continue reading
თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა გაიზრდება
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ექსპერტებს თვითმართველობის კოდექსი გააცნო. დავით ნარმანიას განმარტებით აღნიშნული ცვლილებების ამოქმედების შემდეგ, რეგიონებში ადგილობრივი ხელისუფლება გაძლიერდება.
რას ფიქრობენ მთავარი პროკურორის გადადგომაზე ახალციხეში
არჩილ კბილაშვილი მთავარი პროკურორის პოსტს ტოვებს. ამის შესახებ ცნობილი საგანგებო ბრიფინგზე გახდა. საქართველოს მთავარმა პროკურორმა გადადგომის მიზეზად, სამოქალაქო სექტორში გადასვლისა და ამ სფეროში, ბიძინა ივანიშვილთან ერთად მუშაობის სურვილი დაასახელა.
მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოქალაქეობის მსურველებს მიმართავს
საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის მოქალაქეობის მსურველებისთვის განცხადებას ავრცელებს. მიხეილ სააკაშვილის თქმით, იგი პრეზიდენტობის ექსკლუზიურ უფლებას იყენებს: “ბოლო პერიოდის განმავლობაში ძალიან ბევრი ადამიანი მოგვმართავს საქართველოს მოქალაქეობის მოთხოვნით, რადგან იუსტიციის სამინისტრო მათ უარს … Continue reading
ახალციხის ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია იწყება
ახალციხის მიხეილ იაძის სახელობის საფეხბურთო სტადიონს მალე მძლეოსნობის სტადიონის ტიტული მიენიჭება. გარდა ამისა, იგეგმება მისი რეაბილიტაცია. დღეს ამ საკითხზე ახალციხეში მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომომადგენლებთან ერთად იმსჯელა.
თემურ ყვითელაშვილმა ახალციხეში კონცერტი გამართა
ვირტუოზმა გიტარისტმა – ახალციხისა და თბილისის საპატიო მოქალაქემ მესხეთის პროფესიულ დრამატულ თეატრში ადგილობრივებისთვის კონცერტი გამართა. თემურ ყვითელაშვილმა მაყურებლისათის ის 11 კომპოზიცია შესარულა, რომელიც მის ახალ ალბომშია შესული.
არჩილ კბილაშვილი თანამდებობას ტოვებს
არჩილ კბილაშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა რამდენიმე წუთის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. რატომ მიიღო ესგადაწყვეტილება, საქართველოს მთავარმა პროკურორმა, ნახეთ “ექოს” მთავარ გამოშვებებში 20:00 და 21:30 საათზე.
ახალციხეში მაგიდის ჩოგბურთის ჩემპიონატი გაიმართა
ახალციხის რაიონული პროკურატურის ინიციატივით, საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის ახალციხის სპორტსკოლაში, მაგიდის ჩოგბურთის ჩემპიონატი გაიმართა.
საბავშვო ბაღების საწვავი შეშით მომარაგება დაიწყო
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების საწვავი შეშით მომარაგება ხვალიდან დაიწყება. ადგილობრივი თვითმართველობიდან დაწესებულების გათბობისათვის 18000 ლარი უკვე გმოყოფილია და 11 საბავშვო ბაღი 250 კუბამეტრით შეშით იქნება უზრუნველყოფილი. ხოლო ნოემბრის თვიდან ადგილობრივი ხელისუფლება … Continue reading



You must be logged in to post a comment.