რაბათის განვითარების მეორე ეტაპი გაზაფხულზე დაიწყება
რაბათის უბნის სარეაბილიტაციო სამუშაოები შესაძლოა გაზაფხულიდან დაიწყოს. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ საპროექტიო სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში მოსახლოების 50% ვერ ჩაერთო
ახალციხის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებში მოსახლეობის 50% ჩართული არ იყო – ეს დასკვნა საზოგადოებას არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატ-მესხთა კავშირმა” წარუდგინა. კვლევის პრეზენტაცია ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა.
პირველი საჯარო სკოლა არასამთავრობო ორგანიზაციისგან, ,,ერთსულოვნება სამართლიანობისკენ“, ბოდიშის მოხდას მოითხოვს
ახალციხის პირველი საჯარო სკოლა არასამთავრობო ორგანიზაციისგან, ,,ერთსულოვნება სამართლიანობისკენ“, ბოდიშის მოხდას მოითხოვს. საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიიჩნევენ, რომ ორგანიზაციამ სკოლას უსაფუძვლო ბრალდება წაუყენა და მოსწავლეთა მოწამვლის შესახებ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა.
ტრიო “სიმი” ახალციხეში
,,ტრიო სიმი“ მესხი მსმენელის წინაშე წარსდგა. მუსიკალურმა ჯგუფმა სოლო კონცერტი სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორ მასწავლებლებისა და სტუდენტებისათვის გამართა. უმაღლესი სასწავლო დაწესებულების ადმინისტრაციის მოწვევით ტრიომ ცნობილი კომპოზიტორების არაერთი სიმღერა შეასრულა … Continue reading
სიმულაციური წვრთნები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების შემოწმება
იმიტირებული წვრთნები ახალციხის მუნიციპალიტეტში. წვრთნებისა და ტრენინგების შემდეგ, ამჯერად ახალციხის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა, თეორიული ცოდნა პრაქტიკულად შეამოწმეს და სოფელ სვირის გზაზე იმიტირებული ავარია მოაწყეს.
ხერთვისის მოსახლეობა ისევ იმ წყლით სარგებლობს, რომელშიც ბაქტერიის ჩხირები დაფიქსირდა
ხერთვისში A ჰეპატიტით დაავადებულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. ასპინძის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ოფიციალურად 27 შემთხვევაა რეგისტრირებული. ეპიდემიის გავრცელების შემდეგაც კი სოფელში მოსახლეობა სასმელად იმ წყალს მოიხმარს, რომელშიც ბაქტერიული ჩხირები დაფიქსირდა.
უნივერსიტეტებში ადმინისტრაციის თანამშრომელთა ხელფასები შემცირდა
პროფესურისა და ადამინისტრაციის ანაზღაურება კანონის ფარგლებში დარეგულირდა. ცვლილება განათლების შესახებ კანონში შევიდა, რომლის თანახმადაც, უნივერსიტეტებში ადმინისტრაციის თანამშრომელთა ხელფასები შემცირდა. რის მიხედვით განისაზღვრება შცვლილი კანონმდებლობით პროფესორ-მასწავლებელთა ხელფასი და როგორ აფასებენ სიახლეს … Continue reading
21 ნოემბერი ტელევიზიის საერთაშორისო დღეა
21 ნოემბერი მსოფლიო ტელევიზიის საერთაშორისო დღეა. ეს გადაწყვეტილება გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 1996 წელს მიიღო, ამავე წელს პირველად, მსოფლიო სატელევიზიო ფორუმის ჩატარების ნიშნად.
ახალციხელმა მრევლმა მთავარანგელოზობა აღნიშნა
21 ნოემბერს ყოველწლიურად მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესია მთავარანგელოზობის დღესასწაულს აღნიშნავს. დღეს მთავარანგელოზთა – მიქაელის, გაბრიელის, რაფაელის, ურიელის, სელაფიელის, ეგუდიელის, ვარახიელისა და იერომიელის, კრებას იხსენიებენ. დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა–ლოცვა რაბათის წმინდა მარინეს … Continue reading
“რაბათის საქმე”-ზე გამოძიება ბოლო ეტაპზე გადადის
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყოფილი თანამშრომლების მხრიდან, სახელმწიფო თანხების გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება ბოლო ეტაპზე გადადის. სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი ამ დროისათვის საბუღალტრო ექსპერტიზას აწარმოებს.
საჯარო სკოლის დირექტორების სერტიფიცირების მეორე ეტაპი გრძელდება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო სკოლის დირექტორების სერტიფიცირების მეორე ეტაპის – გასაუბრების განხორციელებას აგრძელებს. რომელიც იმ კანდიდატებთან გაიმართება, რომელთაც 2013 წელს სერტიფიცირების პირველი ეტაპი – ტესტირება წარმატებით გადალახეს. კანდიდატებთან … Continue reading
აწყურისა და ხერთვისის ციხეების აღდგენა-რეაბილიტაცია დაიწყო
სამ უძველეს ნაგებობაზე – აწყურის, ხერთვისისა და ბებრის ციხეებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ძეგლებზე ისეთი უბნების გამაგრება ხდება, რომელიც ამ ეტაპზე ყველაზე ავარიულია.



You must be logged in to post a comment.