პარუნაშვილის სასამართლო პროცესზე ინსპექტირების ჯგუფი დაიკითხა
ახალციხის რაიონულ სასამართლოში დღეს ადიგენის ყოფილი გამგებლის, სიმონ პარუნაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა. ამჯერად სხდომაზე ბრალდების მხარემ დასაკითხად ინსპექტირების ჯგუფის წევრები წარმოადგინა. 5 მოწმიდან ერთი მათგანი პროკურორმა თავად მოხსნა. გურამ … Continue reading
,,გენდერის ძირითადი საკითხები და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა”
,,გენდერის ძირითადი საკითხები და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა”- აღნიშნულ თემაზე, დღეს ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა ჩატარდა. სახალხო დამცველთან არსებული გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსმა ეკატერინე სხილაძემ ტრენინგის მონაწილეებთან, საზოგადოებასა … Continue reading
ახალციხის პირველმა სკოლამ განათლების სამინისტროს პროექტში გაიმარჯვა
ახალციხის პირველმა საჯარო სკოლამ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტში “კატასტროფის რისკის შემცირების კომპონენტის ინტეგრირება განათლებაში” გაიმარჯვა. აქტიურობითა და ინფორმაციის გავრცელების მასშტაბურობით, მან საქართველოს ყველაზე წარმატებული სკოლის ტიტული მოიპოვა.
მესხეთის თეატრი ახალ პრემიერას ამზადებს
მესხეთის პროფესიული დრამატული თეატრი მორიგი პრემიერისთვის ემზადება. მსახიობები ამჯერად დათო ტურაშვილის პიესის გმირებს გააცოცხლებენ. „დოდოს მოლოდინში“ დრამატურგმა საბერძნეთში მოგზაურობის შემდეგ რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით დაწერა. პიესა მთლიანად ემიგრანტ ქალბატონებს ეძღვნება.
ჭელაში მინარეთის დადგმის ნებართვა გაიცემა
ჭელაში მინარეთის დადგმის შესახებ ადიგენის მუნიციპალიტეტი ნებართვას გასცემს. ამის შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი პირები საუბრობენ. მათი თქმით, ჭელის მუსლიმ მოსახლეობას კონსტრუქციის აღმართვისთვის ყველა საჭირო დოკუმენტაცია მზად აქვს.
სამცხე–ჯავახეთის სამხარეო სამმართველოში საკადრო ცვლილებებია
სამცხე–ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს ახალი უფროსი ჰყავს. დღეს შსს–ს სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის პოსტზე თეიმურაზ კალანდაძე დაინიშნა. სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ უკვე ყოფილმა უფროსმა თანამდებობა საკადრო ცვლილებების გამო დატოვა. … Continue reading
საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის პირველი სამუშაო დღე
ახალციხის საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსის პირველი სამუშაო დღე – განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან ახლად დანიშნული ხელმძღვანელი საქმიანობას ოფიციალურად დღეიდან შეუდგა. ხათუნა ხმალაძე პირველ ეტაპზე დაწესებულებაში არსებულ მდგომარეობას გაეცნო. ამბობს, რომ რესურსცენტრის … Continue reading
ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას ახალციხეში აფასებენ
ყოფილმა პრემიერ-მინისტრი პოლიტიკიდან წავიდა. ამის შესახებ ოფიციალურად ბიძინა ივანიშვილმა ,,ქართული ოცნების” პარტიის ყრილობაზე განაცხადა. ორ წლიანი მმართველობის შემდეგ, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ პოლიტიკიდან მიდის, თუმცა აქტიურ მოქალაქედ რჩება. როგორ აფასებენ … Continue reading
“ფოლკლორის ფესტივალი” ახალციხეში
ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის ორგანიზებით, მესხეთის პროფესიულ დრამატულ თეატრში „ფოლკლორის ფესტივალი” მოეწყო. სცენაზე ერთმანეთს ქორეოგრაფიული ანსაბლებისა და საესტრადო სიმღერების შემსრულებლები შეენაცვლნენ.
სამცხე–ჯავახეთის ოლქის მთავარი პროკურორი ლევან პაქსაშვილი გახდა
სამცხე–ჯავახეთს ახალი საოლქო პროკურორი ჰყავს. დღეს თანამდებობაზე ოფიციალურად ლევან პაქსაშვილი დაინიშნა. პროკურატურის ინფორმაციით იგი, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს მთავარ პროკურატურაში სხვადსხვა თანამდებობაზე მუშაობდა. სამცხე–ჯავახეთის საოლქოს უკვე ყოფილმა პროკურორმა გიორგი … Continue reading
ახალციხეში გიორგობის დღესასწაული აღინიშნა
ქართული მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II საღმრთო ლიტურგია სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში აღავლინა. წმინდა, საკვირველთმოქმედი და … Continue reading
რატომ ვერ იმარაგებს ახალქალაქის მოსახლეობა საშეშე მერქანს?
ზამთრის მოახლოებასთან ერთად ახალქალაქის მუნიციპალიტეტში საშეშე მერქნით მომარაგება ერთ-ერთი მთავარი საკითხი გახდა. გაზიფიკაციის მიუხედავად, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ შეშით თბება, თუმცა ადგილობრივებს საშეშე მერქნის მომარაგება ჯერ არ დაუწყიათ. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში … Continue reading



You must be logged in to post a comment.