სახანძრო-სამაშველო სამსახურს ახალი აღჭურვილობა გადაეცა
ახალციხის სახანძრო-სამაშველო სამსახურის 40 თანამშრომელს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებმა ახალი აღჭურვილობა გადასცეს. როგორ ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ ფორმების შესაძენად ბიუჯეტიდან 15 000 ლარი გამოიყო.
მუსლიმური მხარე ქვეყნის მასშტაბით მეჩეთების რეგისტრაციის დაწყებას აპირებს
მუსლიმური მხარე საქართველოს მასშტაბით მეჩეთების რეგისტრაციას იწყებს. სრულიად საქართველოს მუსლიმთა მუფთის განმარტებით საკანონმდებლო ორგანოსთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ახლო მომავალში კანონის დაცვით ყველა ის შენობა ნაგებობა დარეგისტრირდება, სადაც მაჰმადიანი მრევლი ლოცულობს.
დაცული ტერიტორიები და ეკოლოგიური საფრთხეები
ბორჯომ– ხარაგაულის ეროვნული პარკის მიმდებარე სოფლებში მოსახლეობა საშეშე მერქანს ვერ იმარაგებს. გარდა ამისა, ვერ სარგებლობს ვერც სამასალე მერქნით. იმის გამო, რომ დაცულ ტერიტორიაზე ხის მოჭრას კანონი კრძალავს, მათვის ტყე–კაფვების გამოყოფა … Continue reading
„მეტი ფერები ჩემს ქალაქში“
„კავკასიის ინიციატივათა ქსელის“ ფარგლებში დღეს ახალციხეში სხვადასხვა კულტურული ღონისძიება გაიმართა. “კაუკულტის” აქცია კედლების მოხატვით დაიწყო და ფლეშმობით გაგრძელდა. აქტივობის ორგანიზებაში დახმარება ახალციხის ახალგაზრდულმა ცენტრმა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურმა … Continue reading
მინარეთმა ჭელაში მეზობლურ ურთიერთობაზე გავლენა მოახდინა
სოფელი, რომელიც ქვეყნის ნაწილისათვის ცნობილი მინარეთით გახდა – სამი თვის წინ ჭელაში დაწყებულ მოვლენებს თავად ჭელელები აფასებენ. განსხვავებული აღმსარებობის მქონე მაცხოვრებლები ამბობენ, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენებამდე, მათი დამოკიდებულება წლების … Continue reading
მინარეთის დემონტაჟიდან – აღმართვამდე
სოფელ ჭელაში მინარეთი უკვე მეორედ აღიმართა. განსხვავებული აღმსარებლობის მრევლი ლოცვებს მეჩეთსა და მის მახლობლად აღავლენს. კონსტრუქცია ხელმეორედ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე, სოფლის მუსლიმმა თემმა, 28 ნოემბერს, შუაღამით … Continue reading
მამა ნიკოლოზი: “ეს მძიმე ჯვარია ქრისტიანთათვის”
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელაში სანთლებითა და ხატებით ხელში შეკრებილი სასულიერო პირები, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში მინარეთის დაბრუნებას აპროტესტებდნენ, უკვე დაიშალნენ. მათ მეჩეთის გარშემო ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს. მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა მოთხოვნაა … Continue reading
მინარეთი სოფელ ჭელაში დაბრუნდა
მინარეთი სოფელ ჭელაში ძველ ადგილზე დაბრუნდა. კონსტრუქცია ხელმეორედ 28 ნოემბერს აღიმართა. მუსლიმი მრევლი სასულიერო პირებთან ერთად გვიან ღამემდე მუშაობდა. სოფლის შესასვლელებსა და მეჩეთთან სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებულნი.
“დოდოს მოლოდინში” მესხეთის თეატრის სცენაზე
ქართველი ემიგრანტი ქალბატონები და მათი ცხოვრების მტკივნეული დეტალები – პრემიერა, რომელიც საზღვარგარეთ ემიგრანტთა ყოფას ასახავს მესხეთის სახელმწიფო პროფესიულ თეატრში ადგილობრივმა მსახიობებმა წარმოადგინეს. პიესა, სახელწოდებით ,,დოდოს მოლოდინში” დათო ტურაშვილს ეკუთვნის. ნაწარმოები … Continue reading
მართმადიდებლური სამყაროსათვის საშობაო მარხვა დაიწყო
მართამდიდებელი მრევლისათვის დღეიდან შობის მარხვა დაიწყო, რომელიც ახალი სტილით შვიდ იანვარს ქრისტეს შობის დღესასწაულზე დასრულდება. საშობაო მარხვა 40 დღის განმავლობაში გრძელდება. იგი მორწმუნეებს უფლის შობის დღესასწაულისთვის მოამზადებს. წმინდა სახარების მიხედვით … Continue reading
სამხატვრო სკოლაში გამოფენა გაიმართა
,, როგორც უფალი სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა“– ამ სახელწოდებით დღეს ახალციხის სამხატვრო სკოლაში გამოფენა გაიმართა. 15–მდე მოსწავლემ რელიგიურ და პატრიოტულ თემაზე შექმნილი ნამუშევრები წარმოადგინეს. ჯვრები, ტაძრები, წმინდანები, საქართველოს დროშა, ქვეყნის ტერიტორიული … Continue reading
ჭელის მიმდებარე ტერიტორიას სპეცრაზმი აკონტროლებს
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელაში სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული. რატომ გახდა საჭირო სამართალდამცველების გამოძახება, ამ დროისთვის უცნობია. ჭელის მეჩეთის წინამძღვრის განმარტებით, ისინი მხოლოდ სიტუაციას აკონტროლებენ. სოფელში იკრიბება მართლმადიდებელი მრევლიც. “მართლმადიდებლები აქვე არიან … Continue reading



You must be logged in to post a comment.