ახალციხის თვითმმართველობაში გამოცხადებული კონკურსის შედეგები ცნობილია
ახალციხის თვითმმართველობაში საჯარო მოხელის კონკურსის შედეგები ცნობილია. ვინ დასაქმდება ადგილობრივ ხელისუფლებაში, ამას კონკურსის მონაწილეები ხვალ, 4 თებერვალს შეიტყობენ. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, საკონკურსო კომისიამ 71 ვაკანსიაზე სულ 257 კანდიდატურა … Continue reading
სამხარეო ადმინისტრაციის 8 თანამშრომელმა ატესტაცია ვერ გაიარა
ატესტაცია და რეორგანიზაცია გუბერნიაში– სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში 16 თანამშრომელი გათავისუფლდა. 8 მათგანმა ატესტაცია სპეციალური, მუდმივმოქმედი კომისიის წინაშე ვერ გაიარა, ამდენივე შტატგარეშე თანამშრომელმა დატოვა თანამდებობა რეგიონის სამაშველო სამსახურშიც. გათავისუფლებული პირები საკუთარ … Continue reading
ახალციხეში ოთხი საბავშვო ბაღი თანამედროვე სტანდარტებით გარემონტდა
სამთვიანი პაუზის შემდეგ ახალციხის მუნიციპალიტეტის ოთხ საბავშვო ბაღში სწავლა დაიწყო. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში პირველ, მესამე, მეხუთე და მეექვსე ბაგა –ბაღების რეაბილიტაცია მიმდინარეობდა. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ აღდგენითი სამუშაოები უკვე დაასრულა
ახალციხეში 6 თებერვლიდან გამოიდიარებს
საქართველოს მასშტაბით ძლიერი ყინვები გრძელდება. სამცხე–ჯავახეთის რეგიონულ ჰიდრო მეტეოროლოგიურ ობსერვატრორიაში განმარტავენ, რომ ტემპერატურის ვარდნა ქვეყნის ტერიტორიაზე ხმელთა შუა ზღვიდან შავი ზღვის გავლით გადმონაცვლებული შედარებით თბილი და ნოტიო, ხოლო კასპიის ზღვის … Continue reading
საინფორმაციო გამოშვების ანონსი
3 თებერვლის საინფორმაციო გამოშვების ანონსი: 1. სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომელთა ატესტაციის შედეგები ცნობილი ხდება. 2. „ფარავანი ჰესის“ თანამშრომელს საპროტესტო აქციის ორგანიზების გამო გათავისუფლებით ემუქრებიან. 3. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სწავლა განახლდა.
სასოფლო–სამეურნეო ბარათები 1–ლი თებერვლიდან დარიგდება
სასოფლო–სამეურნეო ბარათების დარიგებას სოფლის მეურნეობის სამინისტრო 1–ლი თებერვლიდან იწყებს. „მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ბენეფიციარები იქნებიან ფერმერები, რომელთაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნიათ 1.25 ჰექტარის ჩათვლით … Continue reading
“ფარავანი ჰესის” თანამშრომლების პროტესტი ხელმძღვანელების მიმართ
ასპინძის მუნიციპალიტეტში მშენებარე „ფარავანი ჰესის” ქართველი მუშახელი გაიფიცა. მათ კომპანიების ხელმძღვანელებს სამი მოთხოვნა წაუყენეს: ანაზღაურების დროულად ჩარიცხვა, ნორმალური კვებითა და სამუშაო ტანსაცმლით უზრუნველყოფა. ჰესზე მომუშავე პერსონალის თქმით, ხელფასები მუდმივად გვიანდება. … Continue reading
სამოქალქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელობის პოპულარიზაციის მიზნით კონფერენცია მოეწყო
ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში რეგიონული კონფერენცია მოეწყო. ღონისძიების მიზანს სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელოების პოპულარიზაცია წარმოადგენდა, რომლის ინიციატორიც სოფელ აწყვიტის საჯარო სკოლა იყო. მან … Continue reading
სამოქალაქო სექტორმა 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი განიხილა
ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის საჯარო განხილვა მოხდა. არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის მოადგილეებმა დამტკიცებული ფინანსური დოკუმენტის პრეზენტაცია მოაწყეს. ასევე განიხილეს ის დაფინანსებული პროექტები, რომელიც … Continue reading
სისხლის ბანკის აქცია ახალციხეში
სამცხე–ჯავახეთის სამხარეო მთავრი სამმართველოსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის რეგიონის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისათვის აქციის “გაიღე სისხლი–გადაარჩინე სიცოცოცხლე” ფარგლებში სისხლი უკვე მეორედ ჩააბარეს.
პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდები შესაძლოა აღარ ჩატარდეს
პედაგოგები 2014 წლის მეორე ნახევრიდან, სავარაუდოდ, ახალი სქემის მიხდევით შეფასდებიან და კატეგორიები მიენიჭებათ; აღარ ჩატარდება მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებიც. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის განცხადებით, უწყება ახალ სქემაზე უკვე მუშაობს, რომელშიც ყველა … Continue reading
ტარიელ ლონდარიძე: „მთავარი მიზანი ვანო მერაბიშვილისთვის დამატებითი ბრალის წარდგენაა“
“მინდა მე ორი კაცი, ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი, ვსიო, პრემია დიდია”, – ვიდეო მასალამ, რომელიც ინტერნეტ სივრცეში ანონიმურად გავრცელდა, ქვეყანაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. საზოგადოების ნაწილმა მას სიცრუე … Continue reading



You must be logged in to post a comment.