სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ავტორიზაცია მოიპოვა
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ავტორიზაცია გაიარა. სასწავლებელში ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა იფუნქციონირებს. უნივერსიტეტში არსებული სიახლეები დღეს პროფესორ–მასწავლებლებმა აბიტურიენტებს გააცნეს.
„დიალოგში“ გაჟღერებული განცხადების გამო, ადიგენის საკონკურსო კომისია ორმა წევრმა დატოვა
„როდესაც სხვას სთხოვ დიპლომს, ჯერ თავად უნდა გქონდეს“– ,,საზოგადოებრივი დარბაზის“ თავმჯდომარის ეს განცხადება, საკონკურსო კომისიის წევრთა პოსტის დატოვების მიზეზი გახდა. არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გოდერძის კუბლაშვილმა ტელეკომპანია ,,მეცხრე არხის“ თოქ შოუ … Continue reading
მესხეთის თეატრმა 2014 წლის სეზონი საქველმოქმედო სპექტაკლით გახსნა
მესხეთის თეატრმა 2014 წლის სეზონი, გასვლითი ტურით გახსნა. ადგილობრივი მსახიობების 12 კაციანი დასი ნინოწმინდის ბავშვთა სახლში გაემგზავრა. მათ აღსაზრდელებს, ხალხური ზღაპრის „ნაცარქექიას “ გმირები გაუცოცხლეს. პიესის ავტორი გიორგი ნახუცრიშვილია, ხოლო … Continue reading
ბაკურიანმა სამთო–სათხილამურო სპორტში საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლა
ჩემპიონატი ბაკურიანში საქართველოს პირველობისათვის. სამთო– სათხილამურო სპორტში მონაწილეობა ქვეყნის სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლებმა მიიღეს.
,,ნაციონალური მოძრაობის” ახალციხის ორგანიზაციის თავმჯდომარე გელა დემეტრაძე გახდა
წინასაარჩევნოდ პარტიული ღონისძიებები დაიწყო. დღეს ,,ნაციონალური მოძრაობის” ახალციხის შტაბში კონფერენცია გაიმართა, სადაც რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე აირჩიეს. ახალციხის ყოფილი გამგებლისა და გუბერნატორის ყოფილი მოადგილის, გელა დემეტრაძის კანდიდატურას, პარტიის 25– მა მანდატიანმა … Continue reading
მუნიციპალიტეტის პირველობისათვის კალათბურთში ჩემპიონატი დაიწყო
მუნიციპალიტეტის პირველობისათვის კალათბურთში ჩემპიონატი დაიწყო. მასში ქალაქში არსებული სხვადასხვა ორგანიზაციებისა და დაწესებულებების წარმომადგენლები მონაწილეობენ. ტურნირი ადგილობრივი გამგეობის ხელშეწყობით ტარდება.
პარაოლიმპიადაში თორმეტგზის გამარჯვებული შშმ პირი
სამცხე–ჯავახეთს პარაოლიმპიადაში თორმეტ გზის გამარჯვებული სპორტსმენი ეწვია. ქენდის ქეიბალი ადგილობრივ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს შეხვდა და მათ თავისი გამოცდილება გაუზიარა. ღონისძებას ორგანიზება მოძრაობა „ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის“ წარმომადგენელემა გაუწიეს.
,,ლომსიას” დახურვის ოფიციალური მიზეზი ცნობილია
სასტუმრო “ლომსიას” ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ სასტუმრო სეზონურ ფაქტებთან დაკავშირებული, კომერციული ხასიათის პრობლემის გამო იხურება. “სეზონურ ფაქტებთან დაკავშირებული კომერციული ხასიათის პრობლემის გამო სასტუმრო “ლომსიას”–ს მმართველობითი გუნდის გადაწყვეტილებით ამა … Continue reading
სასტუმრო “ლომსია” იხურება
სასტუმრო “ლომსია” იხურება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია სასტუმროს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. ინგლისურ ენოვან განცხადებაში, სასტუმროს ხელმძღვანელობა მომხმარებელს მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ “ლომსია” 2014 წლის 28 თებერვლიდან შეწყვეტს ფუნქციონირებას. სასტუმროს … Continue reading
ნარკოტიკები ვალეს საბაჟოზე
21 თებერვალს, საბაჟო გამშვები პუნქტის „ვალეს“ ტერიტორიაზე, თურქეთის მხრიდან შემოვიდა ირანის მოქალაქე შ. ა., რომელსაც დათვალიერებისას აღმოაჩნდა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატი RAYDOL-200 (ტრამადოლი) – 10 აბი. ასევე ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი … Continue reading
,,მეცხრე არხის” თანამშრომლების აშშ–ში ვიზიტის მეორე ეტაპი
,,მეცხრე არხის” ოთხი თანამშრომელი მეორე პარტნიორული ვიზიტის ფარგლებში ამერიკაში გაემგზავრა. ერთი კვირის განმავლობაში ჯგუფი პროფესიულ გადამზადებას პენსილვანიის შტატში, ქალაქ ერიში არსებულ ტელეკომპანიაში გაივლის.
“თავისუფლება და სოლიდარობა უკრაინას”_აქცია ახალციხეში
უკრაინელი ხალხის მხარდამჭერი აქცია ახალციხეში. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები, კიევში მიმდინარე მოვლენებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურნენ და მხარდამჭერი აქცია გამართეს.



You must be logged in to post a comment.