”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

3 მარტის მისალოცად მისული გამგეობის თანამშრომლები ,,უნიმედი სამცხეში” არ შეუშვეს

სიმბოლური საჩუქრებით, პირველადი მოხმარების ნივთებითა და ყვავილებით ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები, ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოს ,,უნიმედი სამცხეს“ ესტუმრნენ. მათ ჩვილები და მშობიარეები უნდა მოენახულებინათ და საჩუქრები გადაეცათ, თუმცა დედის დღის მისალოცად … Continue reading

03/03/2014

ახალციხის ახალგაზრდულ ცენტრში ჯანსაღ ცხოვრებაზე იმსჯელეს

რა არის ნარკომანია, როგორ დავიცვათ თავი აივ–ინფექციისგან, რა გზით ვებრძოლოთ ალკოჰოლიზმს–ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ახალციხის ახალგაზრდულ ცენტრში შეხვედრა გაიმართა. მასში მუნიციპალიტეტის სხავადსხვა სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრები მონაწილეობდნენ. მათთვის საინტერესო … Continue reading

28/02/2014

ახალციხის მზრუნველობამოკლებულთა უფასო სასადილო მდებარეობას იცვლის

ახალციხის მუნიციპალიტეტთან არსებული უფასო სასადილო მდებაროებას იცვლის. კატარზისის ხელმძღვანელის თქმით შენობაში, რომელშიც ამჯამად სასადილოა განთავსებული სარეაბილიტაციო სამუშაოები იგეგმება. ამიტომ ციალა შავაძის განმარტებით სოციალურად დაუცველთა სასადილო ციხისძირის ექვს ნომერში გადაინაცვლებს. კათარზისის … Continue reading

28/02/2014

უდიპლომო საჯარო მოხელეები–დებატები “დიალოგში”

უდიპლომო საჯარო მოხელეების თემა მეცხრე არხის ეთერში გრძელდება. ადიგენის მუნიციპალიტეტის პირველი პირების გარდა, საზოგადოება სხვა თანამდებობის პირთა უმაღლესი განათლებითაც დაინტერესდა. აღნიშნულთნ დაკავშირებით, იურისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციისა და სამთავრობო სტრუქტურის წარმომადგენლებს შორის … Continue reading

28/02/2014

ონლაინკონფერენცია ახალციხის ახალგაზრდულ ცენტრში

ახალციხელმა მოსწავლეებმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილესთან ონლაინკონფერენცია გამართეს. კონფერენცია ახალციხის ახალგაზრდულ ცენტრში, სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის, სოციალური მედიის ფარგლებში ჩატარდა.

28/02/2014

27 თებერვლის “ტელეადვოკატი”

28/02/2014

საჯარო სკოლების დირექტორთა მორიგი სერტიფიცირების პროცესი იწყება

საჯარო სკოლების დირექტორთა მორიგი სერტიფიცირების პროცესი იწყება. ამ თემაზე დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, თამარ სანიკიძემ ბრიფინგი გამართა. კანდიდატთა რეგისტრაცია მიმდინარე წლის 4 მარტს დაიწყება და 16 მარტს დასრულდება. … Continue reading

28/02/2014

აშშ–ს ანგარიშის მიხედვით, საქართველოში სასამართლოზე ზეწოლა კვლავ პრობლემად რჩება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ 2013 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. რომლის მიხედვითაც საქართველოში ადამიანთა უფლებების დაცვის სფეროში, ძირითადი პრობლემები ადგილობრივი თვითმმართველობებიდან სახელმწიფო მოხელეთა მიერ თანამდებობის დატოვება იყო, მათი გათავისუფლება … Continue reading

28/02/2014

დამეწყრილი აწყურის პრობლემით სახალხო დამცველის აპარატი დაინტერესდა

აწყურის მეწყერულ ზონაში მცხოვრები 8 ოჯახის საკითხით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი დაინტერესდა. უფლება დამცველელები ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურს ესტუმრნენ, დაზარალებულებს შეხვდნენ და პრობლემას ადგილზე გაეცვნენ.

28/02/2014

,,ქართული ოცნების” ბორჯომის ორგანიზაციის თავმჯდომარე დიმიტრი ყიფიანი გახდა

,,ქართული ოცნების” ბორჯომის ორგანიზაციას ახალი თავმჯდომარე ჰყავს, აღნიშნულ თანამდებობაზე დიმიტრი ყიფიანმა ზურაბ ხაჩიძე შეცვალა.ყიფიანის კანდიდატურას 92 დელეგატმა მხარი ერთხმად დაუჭირა. კონფერენციაზე ,, ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ბორჯომის ორგანიზაციის ყოფილმა თავმჯდომარემ … Continue reading

27/02/2014

ავტოსაგზაო შემთხვევა ახალციხეში

დღეს,დაახლოებით 21:00 საათზე, რუსთაველის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თვითმხილველების თქმით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზაზე გადამსვლელ, ფეხით მოსიარულეს დაეჯახა. შემთხვევის შესახებ ინფორმაცია “მეცხრე არხს” შსს–შიც დაუდასტურეს. გამოძიება … Continue reading

27/02/2014

სამცხე–ჯავახეთში სასოფლო–სამეურნეო ბარათების დარიგება დაიწყო

სამცხე–ჯავახეთში სასოფლო–სამეურნეო ბარათების დარიგება დაიწყო. დღეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინატორები ახალციხეს ესტუმრნენ და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს ბარათები გადასცეს. მუნიციპალიტეტის მასშტაბით სახელმწიფო დახმარებას სულ 8 ათას 350 ბენეფიციარი მიიღებს.

27/02/2014

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე