ბარათებითა და ტექნიკის მომსახურებით უკმაყოფილო ფერმერები
სამცხე–ჯავახეთში საგაზაფხულო ხვნა–თესვა დაიწყო. თუმცა შპს „მექანიზატორის“ ახალციხის სერვისცენტრში ამბობენ, რომ ნიადაგის დასამუშავებლად, ფერმერთა მხრიდან მიმართვიანობა ნაკლებია იმ მიზეზით, რომ მათმა უმეტესობამ, სამეურნეო სავრგულები შემოდგომით დაამუშავა. რამდენი ლარი უჯდება გლეხს … Continue reading
“ტოპ 9” – “მეცხრე არხზე” ახალი გადაცემა დაიწყო
„ტოპ 9“ – სიახლე ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ ეთერში. არხის საეთერო ბადეს ახალი მუსიკალური გადაცემა დაემატა. დღეიდან ახალგაზრდა მაყურებლისთვის სასიამოვნო განწყობის შექმნაზე მათივე თანატოლები იზრუნებენ.
სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის USAID გრანტებს გამოყოფს
ახალციხეში სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. მის ფარგლებში აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო, მექანიზაციისა და ფერმერთა მომსახურების ცენტრების, სასაწყობო მეურნეობის, მცირე და საშულაო ზომის გადამამუშავებელი და დამახარისხებელი საწარმოების ფუნქციონირებისათვის … Continue reading
ახალ საარჩევნო კოდექსს საპარლამენტო უმცირესობამ მხარი არ დაუჭირა
საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო კოდექსი დაამტკიცა. ცვლილებების ძირითადი ნაწილი ადგილობრივი ხელისუფლების არჩევნებს ეხება. კოდექსის მიხედვით, თვითმმართველ თემში – გამგებლის, თვითმმართველ ქალაქში კი მერის არჩევის წესი რეგულირდება. ასევე განსაზღვრულია კანდიდატების წარდგენასა და … Continue reading
ლაშა ამირეჯიბი პრემიერსა და მინისტრებს აფრთხილებს- “არჩევნების წაგებას არავინ გაპატიებთ”
“სახალხო კრების” წევრი ლაშა ამირეჯიბი ვიცეპრემიერ კახი კალაძეს, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და უმრავლესობის წევრ გია ვოლსკის მიმართავს და აფრთხილებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე ერთი რაიონის წაგებაც კი, “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში მობრუნების დასაწყისს ნიშნავს. … Continue reading
ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბნის მცველი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ოთხი დანაშაულებრივი ფაქტი აღკვეთა. საქმე ეხება სატყეო სფეროში დასაქმებულ ადამიანებს, კერძოდ: ყალბი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტების დამზადება–გასაღების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, … Continue reading
10 მარტის “ექოს” ანონსი
10 მარტის საინფორმაციო გამოშვების ანონსი: 1. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი პირობა – რეგიონული ენებისთვის სტატუსის მინიჭება და ადგილობრივების შეფასებები; 2. თვითმმართველობის არჩევნებისათვის საარჩევნო კოდექსში ცვლილებები განხორციელდა; 3. წყლის ლაბორატორიებმა კვალიფიკაციის … Continue reading
შსს-მ ქრთამის აღების ფაქტზე სამცხე-ჯავახეთში ორი პირი დააკავა
შსს-ს ახალციხის რაიონული სამმართველოს და ანტიკორუფციული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დაბა ადიგენსა და ქალაქ ახალციხეში, ქრთამის აღების ფაქტზე, სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის … Continue reading
შშმ პირთა ცენტრი, ,,ტალიტა კუმი” ოფიციალურად გაიხსნა
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრი ,,ტალიტა კუმი“ ოფიციალურად გაიხსნა. დაწესებულება, სადაც რეაბილიტაციას 11 აღსაზრდელი გადის, ბერლინის მალტელთა ორგანიზაციის, კამილიელთა ორდენისა და წმ. ნინოს კონგრეგაციის წევრთა ერთობლივი პროექტია. ცენტრი ახალციხის კათოლიკური … Continue reading
8 მარტი ახალციხეში
ქალთა საერთაშორისო დღეს ახალციხეში აქცია გაიმართა. მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურმა, 8 მარტთან დაკავშირებით ქალბატონები ყვავილებით დაასაჩუქრა. ყოჩივარდების თაიგული ქალაქში ასობით მანდილოსანმა მიიღო. ღონისძიებისათვის ადგილობრივი თვითმმართველობიდან 300 ლარი გამოიყო, აღნიშნული თანხით … Continue reading
ახალციხეში ჯაყელის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო
ჯაყელის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. ამ დროისათვის ქუჩაზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები განმარტავენ რომ პროცესი ორი თვის ვადაში უნდა დასრულდეს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ადგილობრი სამშენებლო კომპანია შპს “ასტორია” … Continue reading
ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობაში კონკურსი გამოცხადდა
ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობაში რეორგანიზაციის პროცესი ახალ ფაზაში გადავიდა. ამ დროისათვის კონკურსი 29 პოზიციაზეა გამოცხადებული, მათ შორის ვაკანტურია ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული გაერთიანებების რწმუნებულების, გამგეობის 4 სამსახურის უფროსისა და სახანძრო დაცვისა და … Continue reading



You must be logged in to post a comment.