ახალციხე – თვითმმართველი ქალაქი და მუნიციპალიტეტებად დაყოფილი ტერიტორია
თვითმმართველი ქალაქი და მუნიციპალიტეტებად დაყოფილი ტერიტორია – სამთავრობო გადაწყვეტილების მიხედვით, ახალციხეში, შესაძლოა, მალე ოთხი მუნიციპალიტეტი ჩამოყალიბდეს. ამასთან დაკავშირებით, ადგილობრივ ხელისუფლებაში კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს. ახალ კანონს ეჭვის თვალით უყურებენ საპარლამენტო ოპოზიციის … Continue reading
ეროვნულ გამოცდებში 35 ათასზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა
ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაციის პროცესი უკვე დასრულდა. 2014 წელს გამოცდებისათვის 35 ათასზე მეტი აბიტურიენტი, 19 ათასამდე პედაგოგი და მასწავლებლობის მსურველი, 12 ათასამდე მაგისტრანტობის კანდიდატი და 4500-მდე სტუდენტი დარეგისტრირდა. … Continue reading
პოლიტიკური თუ პროფესიული გადაწყვეტილება–რას შეეწირა ნანა დათაშვილის თანამდებობა
ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორს ახალი მოადგილე ჰყავს. ინგა ვარდიძემ ზოია ბალიაშვილი აღნიშნულ თანამდებობაზე, პედკოლექტივს დღეს წარუდგინა. უკვე ყოფილი მოადგილე ნანა დათაშვილი კი 19 მარტის ბრძანებულებით გაათავისუფლა, რომელსაც საფუძვლად დაკისრებული … Continue reading
ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია სრულდება
ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაციის პროცესი დღეს, 18:00 საათზე დასრულდება. გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, 19 მარტის მონაცემებით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 31 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. პედაგოგთა სასერტიფიკაციო … Continue reading
მარი გიორგაძის დასახმარებლად გამართული კონცერტიდან 8 000 ლარამდე შეგროვდა
ახალციხის მკვიდრის მარი გიორგაძის დასახმარებლად ახალციხეში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა. ღონისძიებას ორგანიზება “თბილისის სითიმ” გაუწია. მასში მონაწილეობა ადგილობრივმა და დედაქალაქიდან ჩამოსულმა მომღერლებმა მიიღეს. კონცერტი მესხეთის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში გაიმართა. ორგანიზატორების … Continue reading
სახელმწიფო პროგრამები სოფელ აგარაში ვერ განხორციელდა
სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებული სამუშაოები სოფელ აგარაში ვერ განხორციელდა– გახარჯული თანხების მიუხედავად მოსახლეობას სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემა კვლავ აქვს. ისევე, როგორც გასულ წელს, აგარის მოსახლეობამ ახალ პრიორიტეტად კვლავ წყლის სისტემის … Continue reading
პარლამენტში “სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” კანონში ცვლილებების განხილვა დაიწყო
პარლამენტში “სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” კანონში ცვლილებების განხილვა დაიწყო. ცვლილების თანახმად, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში სამხედრო სავალდებულო სამსახურის საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის სახით მოხდის ვადა 18-დან 12 … Continue reading
ინგა ვარდიძემ ნანა დათაშვილი გაათავისუფლა
მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის ახალმა შემსრულებელმა დღეს პედაგოგიურ კოლექტივს ახალი მოადგილე, ახალციხის პირველი საჯარო სკოლის ყოფილი პედაგოგი ზოია ბალიაშვილი წარუდგინა. უკვე ყოფილი მოადგილე ნანა დათაშვილი კი დაკავებული თანამდებობიდან … Continue reading
ადიგენის საპრეტენზიო კომისიაში განაცხადების მიღება დასრულდა
ადიგენის საპრეტენზიო კომისიაში განაცხადების მიღება დასრულდა. კომისიის თავმჯდომარის მამუკა ფაილოძის ინფორმაციით, მათთან მხოლოდ ერთი განაცხადი შევიდა. ზურაბ ტაბიძე ახსნა–განმარტებას ითხოვს, თუ რატომ დაიწუნეს მისი კანდიდატურა. აღნიშნულ პიროვნებას განაცხადი … Continue reading
ვალეს საბაჟოზე ნარკოტიკის შემოტანის მცდელობა დაფიქსირდა
ვალეს საბაჟოზე ნარკოტიკის შემოტანის მცდელობა დაფიქსირდა. შემოსავლების სამსახურის ცნობი , 60 აბი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატის Chlordiazepoxide-ის შემოტანის ფაქტი დაფიქსირდა 19 მარტს, საბაჟო გამშვებ პუნქტზე “ვალე”. მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკული ნივთიერების … Continue reading
სამხარეო ადმინისტრაციაში რეგიონის განვითარების სტრატეგიას განიხილავენ
სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის სხდომათა დარბაზში შეხვედრა მიმდინარეობს. ადმინისტრაციის წარმომადგენლები საერთაშორისო, არასამთავრობო და საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან ერთად რეგიონის განვითარების გეგმას განიხილავენ, რომელიც 2014–2021 წლებს მოიცავს. ასევე საუბარი ეხება ადმინისტრაციის მიერ ამ დრომდე … Continue reading



You must be logged in to post a comment.