”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხეში შინაგან საქმეთა მინისტრს ელოდებიან

   ახალციხეში შინაგან საქმეთა მინისტრს ელოდებიან. “მეცხრე არხის” ინფორმაციით, ალექსანდრე ჭიკაიძე ქალაქს არაოფიციალური ვიზიტით ესტუმრება. შეხვედრა ახალციხის ციხეშია დაგეგმილი. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. შეზღუდულია შესვლა ციხის კომპლექსში.  

11/04/2014

ფარული კონფლიქტი გუბერნატორის მოადგილესა და საკრებულოს თავმჯდომარეს შორის?!

ახალციხის ციხის დირექტორის თანაშემწე და სახალხო კრების წევრი სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს სატენდერო სისტემის გაკონტროლების მცდელობაში სდებს ბრალს. ლაშა ამირეჯიბი ირწმუნება, რომ ავთო კაჭკაჭაშვილის სამშენებლო კომპანიამ ,,მადლი” ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ … Continue reading

10/04/2014

ასპინძის გამგეობის საპრეტენზიო კომისიაში საჩივრების მიღება 11 აპრილს სრულდება

ასპინძის მუნიციპალიტეტის  გამგეობის მოხელეთა შესარჩევი კონკურსის საპრეტენზიო კომისიაში საჩივრების მიღება 11 აპრილს სრულდება. ამ დროისათვის კომისიაში პრეტენზიის სახით განაცხადი არ შესულა. ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსის ნანა მიქაძის განმარტებით, იმ … Continue reading

10/04/2014

სამცხე–ჯავახეთის სატყეო სამსახურს ახალი უფროსი ჰყავს

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, ეროვნული სატყეო სააგენტოს სამცხე–ჯავახეთის სატყეო სამსახურს ახალი უფროსი ჰყავს. აღნიშნულ თანამდებობაზე,    დღეს ირაკლი გოგია დაინიშნა. ინფორმაცია  ,,ექოს” სატყეო სააგენტოში დაუდასტურეს.  ახალ ხელმძღვანელს  სამსახურში ხვალ … Continue reading

10/04/2014

ადიგენში რწმუნებულები და თანაშემწეები ატესტაციას გაივლიან

 ადიგენის მუნიციპალიტეტში,  ტერიტორიული გაერთიანების რწმუნებულებისა  და თანაშემწეებისათვის ატესტაცია ჩატარდება. ისინი  საკონკურსო საატესტაციო კომისიის წინაშე გასაუბრებას 22 და 23 აპრილს გაივლიან, რომლის მიხედვითაც 7 კაციანი კომისია გადაწყვეტს შეესაბამება თუ არა პირი … Continue reading

10/04/2014

კანონიერად აიღეს თუ არა გამგეობის თანამშრომლებმა ხელფასი და პრემია?

ახალციხის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის საქმე და 4 თანამშრომელი, რომლებიც ხელშეკრულებით განსაზღვრული დროის გასვლის შემდეგ კვლავ თანამდებობებზე დარჩნენ –  ბესიკ ბლიაძეს ბრალი სამსახურეობრივი სიყალბის მუხლით წარედგინა, თუმცა სამართალდამცავთა ნაწილი მიიჩნევს, რომ … Continue reading

10/04/2014

10 აპრილის “ექოს” ანონსი

10 აპრილის საინფორმაციო გამოშვების ანონსი: 1. წარუმატებელი პროექტები და მშენებელი კომპანია, რომელიც საქმეში ფიგურირებს; 2. გასართობი ატრაქციონები და მოუგვარებელი პრობლემები ახალციხის ცენტრალურ პარკში; 3. ქალაქის მმართველობის ისტორია.

10/04/2014

,,მზიანეთმა” უსახსრობის გამო ,,ტენილი ყველის” წარმოება შეაჩერა

 სამცხე–ჯავახეთში,  ,,ტენილი ყველის”  მწარმოებელმა  კომპანიამ მუშაობა შეაჩერა.  ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობარეთში არსებული საწარმო ფინანსური პრობლემების წინაშე დგას.  ,,მზიანეთი” ინვესტორს ეძებს.  როგორც საწარმოს ერთერთმა დამფუძნებელმა,  ემზარ ჯვარიძემ ,,ექოსთან” განაცხადა,  კომპანია საინვესტიციო სახსრების სიმცირემ … Continue reading

09/04/2014

რეზო ანდღულაძე: “ის ტოტალური ენერგია, რომელიც 9 აპრილს დაიხარჯა, დღეს შენელებულია”

9 აპრილის ტრაგედია, იმ ადამიანებმაც გაიხსენეს ვინც 25 წლის წინ, თბილისში ყოფილი პარლამენტის შენობასთან მშვიდობიან დემონსტრაციაში იღებდა მონაწილეობას. მათი თქმით, დიდი მსხვერპლის მიუხედავად, ამ დღემ საფუძველი საქართველოს დამოუკიდებლობას დაუდო. 1989 … Continue reading

09/04/2014

ახალციხეში ჩემპიონატი “ღია პირველობა კროსში” გაიმართება

ახალციხის ცენტრალური სტადიონი კროსში ღია ჩემპიონატს უმასპინძლებს. საქართველოს  მასშტაბით ტურნირი მიხეილ იაძის სახელობის სტადიონზე 11 აპრილს 12:00 საათზე გაიმართება. მასში ქვეყნის უძლიერესი გუნდები ჩაერთვებიან. ჩემპიონატი საქართველოსა და სამცხე-ჯავახეთის მძლეოსნობის ფედერაციებისა … Continue reading

09/04/2014

ლაშა ამირეჯიბი: “იგეგმება ჩემი დაკავება პროვოკაციის საფუძველზე”

     ახალციხის ციხის დირექტორის თანაშემწე და “სახალხო კრების” წევრი ლაშა ამირეჯიბი საკუთარი “ფეისბუქის” გვერდზე განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ სამართალდამცველების მიერ მისი დაკავებაა დაგეგმილი: “მაქვს ინფორმაცია, რომ იგეგმება ჩემი დაკავება პროვოკაციის … Continue reading

09/04/2014

9 აპრილის “ექოს” ანონსი

9 აპრილის საინფორმაციო გამოშვების ანონსი: 25 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან; ახალციხის ცენტრალური პარკის მოუგვარებელი პრობლემები; ახალციხე კროსში ღია ჩემპიონატს უმასპინძლებს.

09/04/2014

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე