”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

23 აპრილის ,,ექოს” ანონსი

1. ადიგენში,  ტერიტორიული გაერთიანების ხელმძღვანელთა ატესტაცია ჭეჭლის წრმუნებულმა პროტესტის ნიშნად დატოვა 2. სამცხე–ჯავახეთში, მოქალაქეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა ჩააბარეს 3. ახალციხის  პირველი საბავშვო  ბაღი ოფიციალურად დღეს გაიხსნა.

23/04/2014

რწმუნებულის პროტესტი და ატესტაციის მეორე დღე ადიგენში

      ამ წუთებში, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ტერიტორიული გაერთიანების რწმუნებულთა თანაშემწეების ატესტაცია მიმდინარეობს. ადიგენის მუნიციპალიტეტში საჯარო მოხელეთა ატეტაციის პირველი დღე ჭეჭლის ტერიტორიული გაერთიანების რწმუნებულმა პროტესტის ნიშნად დატოვა. იური ჯიმშერაძემ … Continue reading

23/04/2014

ჯავახეთში 19 –მა მოქალაქემ შსს-ს დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა ჩააბარა

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ახალქალაქის და ნინოწმინდის რაიონულ სამმართველოებში ამავე რაიონების სხვადასხვა სოფელში მცხოვრებმა, ცხრამეტმა მოქალაქემ წარმოადგინა და ნებაყოფლობით ჩააბარა 3987 საბრძოლო ვაზნა, 10 ცეცხლსასროლი იარაღი, სხვადასხვა სახეობის 227 … Continue reading

23/04/2014

ბორჯომში პრობაციონერებს უფასო სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდათ

   ბორჯომელ პრობაციონერებს უფასო სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდათ.  მათ სხვადასხვა სახის უფასო სამედიცინო გამოკვლევა სამცხე-ჯავახეთის პრობაციის ბიუროსა და არასამთავრობო ორგანიზაცია “ტოლერანტის” თანამშრომლობის ფარგლებში ჩაუტარდათ.     “ბორჯომის პრობაციის ოფისში განხორციელებული ინდივიდუალური მუშაობის … Continue reading

22/04/2014

სომეხი ერის გენოციდიდან 99 წელი გავიდა

ახალციხის სომხური  ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით ფილმის ჩვენება გაიმართა, რომელიც 1915 წლეს თურქეთის მიერ განხორციელებულ,  სომეხთა გენოციდს ასახავდა. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ფილმის ჩვენების პარალელურად ფოტოგამოფენაც მოეწყო, სახელწოდებით „მეოცე საუკუნის პირველი გენოციდი”.

22/04/2014

საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაციის ვადა 10 დღით გახანგრძლივდა

მზადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის– კოდექსში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე, საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაციის ვადა 10 დღით გახანგრძლივდა. ამ დროისათვის # 37–ე ახალციხის  საარჩევნო ოლქში, როგორც კანდიდატთა, ასევე  საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების რეგისტრაცია … Continue reading

22/04/2014

22 აპრილის “ექოს” ანონსი

1. საარჩევნო ოლქებში საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაციის პროცესი გახანგრძლივდა 2.გასაუბრების მორიგი ეტაპი სამცხე–ჯავახეთის გუბერნიაში 3. მეოთხე დღეა მტკვარში დაკარგულ ახალგაზრდას უშედეგოდ ეძებენ

22/04/2014

მტკვარში დაკარგულ ახალგაზრდას მაშველები მეოთხე დღეა ეძებენ

 მაშველები მტკვარში დაკარგულ 33 წლის  ალიკა ხმალაძეს,  მეოთხე დღეა უშედეგოდ ეძებენ. თბილისის, ახალციხისა და ასპინძის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები,  მდინარე მტკვარზე სამძებრო სამუშაოებს ამ დრომდე  ატარებენ. ადგილზე მობილიზებული არიან … Continue reading

22/04/2014

ახალციხეში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული იზეიმეს

ქრისტე აღდგა_დღეს ქრისტიანული სამყარო უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. 40 დღიანი მძიმე  მარხვის შემდეგ ეს დღე მორწმუნეებმა განსაკუთრებულად აღნიშნეს.  საქართველოს მოქმედ ყველა  ეკლესიაში ღამისთევის მსახურება შესრულდა.

20/04/2014

ნაირა სამსონიძე:”ტბა, რომ ჰქვია წყალი მაინც უნდა იყოს”

რა ბედი ელის ახალციხის ტბას?  რომელსაც    დაზიანებული მილების გამო წაყლი  არ მიეწოდება, მწყობრიდან გამოსულია შადრევნები და დაბინძურებულ ტერიტორიაზე მხოლოდ ბაყაყების ყიყინის ხმა ისმის. აღნიშნულთან დაკავშირებით ადგილობრივი მოსახლეობა პროტესტს გამოთქვამს, თვითმართველობაში … Continue reading

19/04/2014

ორშაბათს ახალციხეში საქალაქო ტრანსპორტი უფასო იქნება

ორშაბათს, 21 აპრილს ახალციხეში დილის  10:00 საათიდან  15:00 საათამდე საქალაქო ტრანსპორტით მგზავრობა  უფასო იქნება. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით, ტრანსპორტი უფასოდ  რუსთაველის ქუჩიდან რაბათის სასაფლაოს და ავტოსადგურიდან სომხური სასაფლაოს მიმართულებით იმოძრავებს. … Continue reading

19/04/2014

ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნულ პარკს სახანძრო მანქანები გადაეცა

დღეს, კომპანია “ენერგოტრანსმა” ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციას, 2 პიკაპის ტიპის მაღალი გამავლობის სახანძრო მანქანა გადასცა. მანქანები ადმინისტრაციას “შავი ზღვის რეგიონული ელექტროგადაცემის პროექტის” ფარგლებში, ეროვნული პარკის ტერიტორიაზე განხორციელებული, 500 კვ–იანი ელექტროგადამცემი … Continue reading

19/04/2014

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე