25 აპრილის “ექოს” ანონსი
25 აპრილის საინფორმაციო გამოშვების ანონსი: 1. რძისა და ხორცის პროდუქტების კონტროლი საწარმო და შინაურ პირობებში; 2. მეთერთმეტე კლასელების გამოსაშვები გამოცდისთვის რეგისტრაცია დაიწყო; 3. სკოლებს შორის მინიფეხბურთში ტურნირი მიმდინარეობს.
რატომ რთულდება მდინარეში დაკარგული ახალგაზრდის პოვნა?
ექვსდღიანი უშედეგო ძებნა. მდინარე მტკვარში დაკარგული ახალგაზრდის სამძებრო-სამუშაოებში დამატებით სამაშველო ბრიგადები ჩაერთვნენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ასპინძელ ალიკა ხამალაძეს მდინარე მტკვარში ასპინძის, ახალციხის, ბორჯომისა და ხაშურის მიმდებარე ტერიტორიაზე ეძებენ.
რეგიონის პირველობისთვის მინიფეხბურთში 12 გუნდი იბრძვის
რეგიონის პირველობა მინიფეხბურთში – ახალციხეში სამოყვარულო ლიგის ჩემპიონატი მიმდინარეობს. მასში მონაწილეობას საჯარო სამსახურების გუნდები იღებენ. დღეს ერთმანეთს ოთხი გუნდი დაუპირისპირდა. საკუთარი შესაძლებლობები გაზის კომპანიის, მიკრო საფინანსო ორგანიზაცია კრედოს, სუპერმარკეტ სმარტისა … Continue reading
ახალციხის საოლქოში ერთი საინიციატივო ჯგუფი რეგისტრაციიდან მოიხსნა
#37-ე ახალციხის საარჩევნო ოლქში ერთი საინიციატივო ჯგუფი რეგისტრაციიდან მოიხსნა. აღნიშნული საკითხის შესახებ საოლქო კომისიამ სხდომა გამართა. რეგისტრაციის გაუქმებას მხარი კომისიის ყველა წევრმა ერთხმად დაუჭირა. გარდა ამისა, ამ დროისათვის უკვე ცნობილია … Continue reading
ახალციხეში მცხოვრები სომეხი მოსახლეობა გენოციდის აღიარებას მოითხოვს
ეთნიკურად სომეხმა მოსახლეობამ ახალციხეში აქცია გამართა. მათ სომხეთა გენოციდი კიდევ ერთხელ გაიხსენეს და ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე ფეხით მსვლელობა მოაწყეს. საბოლოოდ ადგილობრივები ,,ხაჩქართან” ანუ ქვის ჯვართან შეიკრიბნენ და გენოციდის მსხვერლთათვის პარაკლისი … Continue reading
24 აპრილის ,,ექოს” ანონსი
1. ახალციხეში, სომეხთა გენოციდის დროს დაღუპულები გაიხსენეს; 2. მტკვარში დაკარგული ახალგაზრდის სამძებრო სამუშაოებში, ქვეყნის მასშტაბით, სამაშველო ბრიგადები ჩაერთვნენ; 3. რომელი შენობა-ნაგებობები დაეთმობა წინასაარჩევნო აგიტაციას ახალციხესა და ბორჯომში.
მტკვარში დაკარგული ახალგაზრდის ძებნაში მაშველები საქართველოს მასშტაბით ჩაერთვნენ
მდინარე მტკვარში დაკარგული ალიკა ხმალაძის პოვნას მაშველები უკვე მეექვსე დღეა ცდილობენ. ასპინძის მუნიციპალიტეტის სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, სამძებრო–სამუშაოებში სხვადასხვა მუნიციპალიტეტების საგანგებო სიტუიაციების მართვის სამსახურის ყველა ბრიგადაა ჩართული. მაშველები ამბობენ, რომ სამძებრო … Continue reading
ახალციხის #1 ბაღი დაგვიანებით გაიხსნა
ახალციხის ნომერ პირველი ბაღი დღეს ოფიციალურად გაიხსნა. გახსნამდე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ივლიტის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა იოანემ აკურთხა. ახალციხის მუნიცპალიტეტის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ბაღში სასწავლო, პროცესი … Continue reading
„აცერი და დაიცავი” – საქართველოში ევროპის იმუნიზაციის კვირეული დაიწყო
„აცერი და დაიცავი” – ამ სახელწოდებით საქართველოში ევროპის იმუნიზაციის კვირეული დაიწყო. აქციის მიზანია, იმუნიზაციის შესახებ საზოგადოებამ კიდევ ერთხელ შეიტყოს . მედიკოსები მშობლებსა და სამედიცინო პერსონალს მოუწოდებენ, რომ 14 წლამდე ასაკის … Continue reading
დედამიწის დღეს ახალციხეში ერთი დღის დაგვიანებით შეურეთდნენ
დედამიწის დღეს ახალციხეში ერთი დღის დაგვიანებით შეურეთდნენ. მეექვსე საჯარო სკოლაში სამოქალაქო კლუბი აღნიშნულთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართეს და სკოლაში დროებით ელექტროენერგია გამორთეს. სასწავლო დაწესებულების შემდეგ ახალგაზრდებმა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გადაინაცვლეს, სადაც … Continue reading
ავტომობილების ტექდათვალიერება კანონით სავალდებულო გახდება
ავტომობილთა ტექდათვალიერება 2015 წლის პირველი მარტიდან დაიწყება. აღნიშნული ინფორმაცია შინაგან საქმეთა მომსახურების სააგენტომ გაავრცელა. თუმცა რა სახით მოხდება ავტომობილთა ტექდათვალერება ჯერ–ჯერობით უცნობია. როგორ აფასებენ მიმდინარე ცვლილებებს მძღოლები, რა პრობლემების წინაშე … Continue reading



You must be logged in to post a comment.